[go: nahoru, domu]

შინაარსზე გადასვლა

დიმიტრი თუმანიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
16:15, 9 აპრილი 2019-ის ვერსია, Kober (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

დიმიტრი (მიტო) თუმანიშვილი (დ. 1950, თბილისი — გ. 7 აპრილი, 2019, თბილისი) — ქართველი ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიკოსი. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნებისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, თბილისის სამხატვრო აკადემიის სრული პროფესორი[1].

1999-2006 წლებში იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; შუა საუკუნეების არქიტექტურის განყოფილების გამგე; თბილისის სამხატვრო აკადემიასა და თბილისის სასულიერო აკადემიაში მიჰყავდა ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიისა და ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიის კურსი; იყო სახელოვნებათმცოდნეო მეცნიერებაში დაწერილი შრომების შეუცვლელი რეცენზენტი, რედაქტორი და კონსულტანტი; წლების მანძილზე ამუშავებდა ქართულ სახელოვნებადმცოდნეო დარგში მოღვაწე მეცნიერთა არქივებს[2].