[go: nahoru, domu]

შინაარსზე გადასვლა

მავლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.

მავლა (არაბ. مولى, მრ. რ. — موالي მავალი) — ისლამამდელ არაბეთში განთავისუფლებული მონა ან სამხედრო ტყვე, რომელსაც მფარველობდა ყოფილი ბატონი. ადრინდელ სახალიფოში ტერმინი „მავლა“ აღნიშნავდა არაბთა მიერ დაპყრობილ ქვეყნებში გამუსლიმანებულ პირს, რომელსაც რომელიმე არაბული ტომი მფარველობდა. მუსლიმურ ისტორიულ ლიტერატურაში მავლა ეწოდება აგრეთვე მფარველს, პატრონს. ტერმინი „მავლა“ იხმარება (როგორც სეიდის სინონიმი) მიმართვაში, მონარქთა (მაგ., მაროკოში — მაულია, მულაი) და სასულიერო წოდების საპატიო პირთა (აქედან მოლა) ტიტულებში.[1]

სქოლიო

  1. ჯაფარიძე გ., მავლა // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 344.