დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
ტემპერამენტი ეწოდება ადამიანის იმ ფსიქიკურ თვისებას, რომელიც მისი ემოციური ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს. ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში და ფიზიოლოგიაში მიღებულია ტემპერამენტის ის ძირითადი ოთხი ტიპი, რომლებიც პირველად ჰიპოკრატეს მიერ იყო აღწერილი. ესენია: სანგვინიკური, ქოლერიკული, ფლეგმატიკური და მელანქოლიკური.
ტემპერამენტთა კლასიფიკაცია გარკვეულ თვისებათა განყენებას ეყრდნობა, რის შედეგადაც ადამიანთა ტემპერამენტების უსაზღვრო მრავალსახიანობა ოთხ ძირითად ტიპად არის დაჯგუფებული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერთი კონკრეტული ადამიანი აუცილებლად რომელიმე ერთ ტიპს ეკუთვნის. უფრო ხშირად ადამიანები წარმოადგენენ ნარევ ტიპს ერთერთისკენ მეტნაკლები გადახრით. მაგალითად, ადამიანი შეიძლება ძირითადად სანგვინიკური ტიპის იყოს, მაგრამ ზოგიერთი ქოლერიკისთვის დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდეს. (...სრულად)