[go: nahoru, domu]

შინაარსზე გადასვლა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველო
ემბლემა
მეტსახელ(ებ)ი ჯვაროსნები
ასოციაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
კონფედერაცია უეფა
მთავარი მწვრთვნელი ვილი სანიოლი[1]
დამხმარე მწვრთვნელი ზურაბ ხიზანიშვილი
კაპიტანი გურამ კაშია
ყველაზე მეტი კეპი გურამ კაშია (110)
ბომბარდირი შოთა არველაძე (26)
სტადიონი ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი
ფიფა-ს კოდი GEO
ფიფა-ს რეიტინგი 76 (26 ოქტომბერი, 2023)
ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი 42 (სექტემბერი, 1998)
ფიფა-ს უდაბლესი რეიტინგი 156 (მარტი, 1994)
ელო-ს რეიტინგი 52 (21 ნოემბერი, 2023)[2]
ელო-ს უმაღლესი რეიტინგი 49 (11 ოქტომბერი, 1995)
ელო-ს უდაბლესი რეიტინგი 108 (12 დეკემბერი, 2009)
საშინაო ფერი
საგარეო ფერი
პირველი საერთაშორისო
საქართველო 2–2 ლიეტუვა ლიეტუვის დროშა
(თბილისი; 27 მაისი, 1990)
უდიდესი გამარჯვება
საქართველოს დროშა საქართველო 8–0 ტაილანდის დროშა ტაილანდი
(თბილისი; 12 ოქტომბერი, 2023)
უდიდესი დამარცხება
საქართველოს დროშა საქართველო 1–7 ესპანეთი ესპანეთის დროშა
(თბილისი; 8 სექტემბერი, 2023)
ძველი ლოგო

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც ფიფას და უეფას წევრია 1992 წლიდან. საშინაო შეხვედრებს თბილისში, ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონზე მასპინძლობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო შედეგებია 1996 წლის ევროპის ჩემპიონატისა და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაკავებული მესამე ადგილები. ასევე, 2018–19 უეფას ერთა ლიგის მეოთხე D დივიზიონის პირველ ჯგუფში და 2022–23 უეფას ერთა ლიგის მესამე C დივიზიონის მეოთხე ჯგუფში დაკავებული პირველი ადგილები, რამაც ნაკრებს უეფას ევრო 2020-ის და ევრო 2024-ის შესარჩევი პლეი-ოფის საგზურები მოუპოვა. 2023 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში 76-ე ადგილზეა.[3]

ისტორია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორია 1990 წელს იწყება, მანამდე ქართველი ფეხბურთელები თამაშობდნენ საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო გუნდში. პირველი მატჩი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელებმა ლიეტუვასთან გამართეს, რადგანაც პირველად ლიეტუვა გამოეხმაურა ქართული მხარის მიწვევას. ეს მატჩი 1990 წლის 27 მაისს ეროვნულ სტადიონზე გაიმართა. მასპინძელთა ღირსებას იცავდენენ: ასლან ბალაძე, გელა კეტაშვილი, კახა ცხადაძე, დიმიტრი კუდინოვი, გია ფირცხალავა, გიორგი ნადირაძე, თემურ ქეცბაია, ზაზა რევიშვილი[4], ოთარ კორღალიძე, გია გურული, მამუკა ფანცულაია. მწვრთნელი გივი ნოდია. შეხვედრა ფრედ — 2–2 დამთავრდა. ეს იყო დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამართული ერთადერთი მატჩი. შემდეგ საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა მოლდოვასთან და საკმაოდ წარმატებულიც.

1992 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას და უეფას წევრი გახდა და საქართველომ მიიღო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება. პირველი ოფიციალური თამაში იყო ევრო 96-ის შესარჩევ ციკლში, სადაც ქართველი ფეხბურთელები მოლდოვასთან 1–0 დამარცხდნენ. ეს იყო 1994 წლის სექტემბერში.[5] საქართველო ამ ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა, გადაუსწრო მოლდოვას და უელსს, მაგრამ 7 ქულით ჩამორჩა მეორეადგილოსან ბულგარეთს. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 8 თამაშიდან მოიპოვა 3 გამარჯვება, 1 ფრე და ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილი პოლონეთთან გაიყო, თუმცა მეტი კოეფიციენტების გამო ქართველებზე წინ პოლონელები გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ 1998 წელს საქართველოს ნაკრებს ფიფას რეიტინგში ისტორიაში ყველაზე მაღალი — 42-ე ადგილი ეკავა. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 10 თამაშიდან 1 მოგებას და 2 ფრეს მიაღწია და 5 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.

2002 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში კი საქართველოს ნაკრებმა გაიმეორა ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მიღწეული წარმატება და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ კი იწყება ნამდვილი რეგრესის ხანა — ევრო 2004-ის შესარჩევში გუნდმა ბოლო ადგილი დაიკავა, თუმცა ამ ციკლში ქართველებმა ისტორიაში ერთ-ერთი ხმაურიანი გამარჯვება იზეიმეს, დაამარცხეს რა რუსეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 1–0. შეხვედრის ერთადერთი გოლი მალხაზ ასათიანმა გაიტანა. იგივე შედეგი გაიმეორა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ქართველებმა მხოლოდ ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებს აჯობეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ყაზახებმა უეფა-ს წევრის სტატუსით ჩატარებულ მატჩებში პირველი ქულა სწორედ საქართველოს ნაკრებთან მოიპოვეს.

ევრო 2008-ის შესარჩევში საქართველომ ტრადიციას არ უღალატა და კვლავ მხოლოდ ერთ გუნდს, ამჯერად ფარერების ნაკრებს გადაასწრო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ამ შესარჩევშიც ჩაატარა დასამახსოვრებელი მატჩები, დაამარცხა რა ფარერების ნაკრები გასვლაზე 6–0, შესარჩევი ციკლის გახსნით მატჩში და ციკლის მიწურულს 2–0 დაამარცხა იმ პერიოდში საკმაოდ ძლიერი შოტლანდიის ნაკრები, რომელმაც ამ წაგებით ფაქტობრივად დაკარგა ჯგუფიდან გასვლის შანსი. ამ მატჩში გოლები ლევან მჭედლიძემ და დავით სირაძემ გაიტანეს. ამავე წელს ამხანაგურ თამაშებსში ქართველებმა დაამარცხეს ურუგვაის და თურქეთის ნაკრებები. შემდეგი შესარჩევი ციკლი(მსოფლიო 2010) კი ანტირეკორდის ხანა იყო — ქართველებმა ვერცერთი თამაში მოიგეს და ჯგუფში ბიოლო ადგილზე გავიდნენ. ამ დროს ნაკრებს ცნობილი არგენტინელი სპეციალისტი ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა.

საქართველო-ხორვატია 1–0

ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდი

2010 წლის 1 იანვარს ნაკრებს სათავეში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი თემურ ქეცბაია ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა — 2010 წელს თამაში არ წაუგია. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრებს საბერძნეთის, ხორვატიის, ისრაელისა და ლატვიის ეროვნულ გუნდები შეხვდა. ამას მოჰყვა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება — 1–0 ხორვატიასთან, სადაც ქართველებმა, ლევან კობიაშვილის მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლით ჯგუფის ფავორიტი ხორვატია დაამარცხეს. მაგრამ მას შემდეგ ნაკრებში კრიზისი დაიწყო. საბოლოოდ, ქართველებმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მხოლოდ მალტის ნაკრებს გაუსწრეს და ბოლოსწინა მეხუთე ადგილი დაიკავეს. 2011 წელს სანაკრებო კარიერა დაასრულეს ვეტერანებმა, ლევან კობიაშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა, რომლებზეც მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ აღარ გამოიძახებდა ნაკრების გაახალგაზრდავების გამო.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ჯვაროსნებს მეტოქეებად მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები, ასევე ფინეთისა და ბელარუსის გუნდები შეხვდა. საქართველოს ნაკრებმა ციკლი კარგად დაიწყო, თბილისში მოუგო ბელარუსს 1–0 დავამარცხეთ, ხოლო 4 დღეში ესპანეთთან მინიმალური სხვაობით წააგო. მიუხედავად კარგი სტარტისა, ნაკრებმა შემდეგი მატჩები ჩააგდო, ჰელსინკიში ფინეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ 1–1 დაასრულა, ხოლოდ რამდენიმე დღეში ბელარუსთან სტუმრად დამარცხდ 2–0. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა, გაასწრო რა მხოლოდ ბელორუსს ჯგუფში კვლავ ბოლოსწინა, მეოთხე ადგილი დაიკავა. ციკლის მანძილზე ქეცბაიას კონფლიქტი მოუვიდა ნაკრების მცველებთან, ზურაბ ხიზანიშვილთან და ალექსანდრე ამისულაშვილთან, რომელებმაც ქეცბაიას ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადეს. ევრო 2016-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ოთხი მატჩიდან სამის წაგების (ირლანდია 1;2, შოტლანდია 0–1, პოლონეთი 0–4) შემდგომ ქეცბაია მწვრთნელის პოსტიდან გადადგა. მის ნაცვლად მთავარ მწვრთნელის პოსტი კახაბერ ცხადაძემ დაიკავა, რომელსაც პოსტი 1 წელი ეკავა და 2016 წლის დასაწყისში თანამდებობა დაატოვებინეს სახელფასო სკანდალის შემდეგ. მის შემცვლელად სლოვაკი ვლადიმერ ვაისი დაინიშნა.

საქართველოს ნაკრები შესარჩევის წინ

უკანასკნელი ტურნირები

მსოფლიო ჩემპიონატის შედეგები

ფინალური ეტაპი
საკვალიფიკაციო ეტაპი
წელი
შედეგი
ჯგუფი
ქულა
გოლი
ადგილი
საფრანგეთის დროშა 1998 ვერ გავიდა ჯგუფი 2 10 7 - 9 4
სამხრეთ კორეის დროშა იაპონიის დროშა 2002 ჯგუფი 8 10 12 - 12 3
გერმანიის დროშა 2006 ჯგუფი 2 10 14 - 25 6
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა 2010 ჯგუფი 8 3 7 - 19 6
ბრაზილიის დროშა 2014 ჯგუფი I 5 3 - 10 4
რუსეთის დროშა 2018 ჯგუფი D 5 8 - 14 5
კატარის დროშა 2022 ჯგუფი B 7 6 - 12 4

ევროპის ჩემპიონატის შედეგები

ფინალური ეტაპი
საკვალიფიკაციო ეტაპი
წელი
შედეგი
ჯგუფი
ქულა
გოლი
ადგილი
ინგლისის დროშა 1996 ვერ გავიდა ჯგუფი 7 15 14 - 13 3
ბელგიის დროშა ნიდერლანდების დროშა 2000 ჯგუფი 2 5 8 - 18 6
პორტუგალიის დროშა 2004 ჯგუფი 10 7 8 - 14 5
ავსტრიის დროშა შვეიცარიის დროშა 2008 ჯგუფი B 10 16 - 19 6
პოლონეთის დროშა უკრაინის დროშა 2012 ჯგუფი F 10 7 - 9 5
საფრანგეთის დროშა 2016 ჯგუფი D 9 10 - 16 5
ევროპის დროშა 2020 ჯგუფი D 8 7 - 11 4

ერთა ლიგის შედეგები

უეფა-ს ერთა ლიგა
წელი ლიგა ჯგუფი პოზ გტ გშ დ/დ
2018–19 D 1 1 6 5 1 0 12 2 Rise 40
2020–21 C 2 3 6 1 4 1 6 6 42
2022–23 C 4 1 6 5 1 0 16 3 Rise 33
2024–25 B მოგვიანებით დადგინდება
ჯამში 18 11 6 1 34 11 33

ამხანაგური მატჩები

2015–16

თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი გოლები შენიშვნა წყარო
1 25.03.2015 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 2–0 მალტის დროშა მალტა [კომ. 1] [6]
2 08.06.2015 ლინცი უკრაინა უკრაინის დროშა 2–1 საქართველოს დროშა საქართველო [კომ. 2] [7]
3 11.11.2015 ტალინი ესტონეთი ესტონეთის დროშა 3–0 საქართველოს დროშა საქართველო [კომ. 3] [8]
4 16.11.2015 ტირანა ალბანეთი ალბანეთის დროშა 2–2 საქართველოს დროშა საქართველო [კომ. 4] [9]
5 29.03.2016 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 1–1 ყაზახეთის დროშა ყაზახეთი [კომ. 5] [10]
6 27.05.2016 ველსი სლოვაკეთი სლოვაკეთის დროშა 3–1 საქართველოს დროშა საქართველო [კომ. 6] [11]
7 03.06.2016 ველსი რუმინეთი რუმინეთის დროშა 5–1 საქართველოს დროშა საქართველო [კომ. 7] [12]
8 07.06.2016 მადრიდი ესპანეთი ესპანეთის დროშა 0–1 საქართველოს დროშა საქართველო [კომ. 8] [13]

2017

თარიღი ტურნირი ადგილი მასპინძელი შედეგი სტუმარი გოლები
23 იანვარი 2017
სევენს სთედიუმი,დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
2 – 2
საქართველოს დროშა საქართველო ელდარ შომურადოვი გოლი 45'; გოლი 78'; თემურ შონია გოლი 69'; საბა ლობჟანიძე გოლი 77'.
25 იანვარი 2017
თეიაბ ავანა სთედიუმი, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები იორდანიის დროშა იორდანია
1 – 0
საქართველოს დროშა საქართველო ჰამზა ალ დარდური გოლი 45'.
28 მარტი 2017
დინამო არენა, თბილისი, საქართველო საქართველოს დროშა საქართველო
5 – 0
ლატვიის დროშა ლატვია ჯანო ანანიძე გოლი 18' პენ.; გოლი 77'; გიორგი ქვილითაია გოლი 33'; გოლი 66'; გიორგი არაბიძე გოლი 89'.
7 ივნისი 2017
მიხეილ მესხი, თბილისი, საქართველო საქართველოს დროშა საქართველო
3 – 0
სენტ-კიტსისა და ნევისის დროშა სენტ კიტსი და ნევისი გიორგი არაბიძე გოლი 50'; გოლი 70' პენ; ვლადიმერ დვალიშვილი გოლი 79'.
10 ნოემბერი 2017
თენგიზ ბურჯანაძე, გორი, საქართველო საქართველოს დროშა საქართველო
1 – 0
კვიპროსის დროშა კვიპროსი გიორგი ქვილითაია გოლი 24'.
13 ნოემბერი 2017
რამაზ შენგელია, ქუთაისი, საქართველო საქართველოს დროშა საქართველო
2 – 2
ბელარუსის დროშა ბელარუსი იგორ სტასევიჩი გოლი 24'; პაველ ნიხაიჩუკი გოლი 66'; ირაკლი სიხარულიძე გოლი 35'; ლაშა დვალი გოლი 51'.

2018

თარიღი ტურნირი ადგილი მასპინძელი შედეგი სტუმარი გოლები
24 მარტი 2018
მიხეილ მესხის სტადიონი, თბილისი, საქართველო საქართველოს დროშა საქართველო
4 – 0
ლიეტუვის დროშა ლიტუვა გიორგი პაპუნაშვილი გოლი 15';

გიორგი ქვილითაია გოლი 23';

ვაკო ყაზაიშვილი გოლი 31' პენ;

გიორგი ჩაკვეტაძე გოლი 40'.

27 მარტი 2018
მიხეილ მესხის სტადიონი, თბილისი, საქართველო საქართველოს დროშა საქართველო
2 - 0
ესტონეთის დროშა ესტონეთი ჯიმი ტაბიძე გოლი 6'; გოლი 23';

ვაკო ყაზაიშვილი გოლი 35'.

5 ივნისი 2018
ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი
1-0
საქართველოს დროშა საქართველო ჯანო ანანიძე

2019

თარიღი ტურნირი ადგილი მასპინძელი შედეგი სტუმარი გოლები
05 სექტემბერი 2019
ბაშაკშეჰირის ფათიჰ თერიმის სტადიონი, სტამბოლი, თურქეთი სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთ კორეა
2-2
საქართველოს დროშა საქართველო ჯანო ანანიძე გოლი 40'; ჰვანგ უი-ჯო გოლი 47'; გოლი 85'; გიორგი ქვილითაია გოლი 90';
19 ნოემბერი 2019
ალდო დროსინას სტადიონი, პულა, ხორვატია ხორვატიის დროშა ხორვატია
2-1
საქართველოს დროშა საქართველო გიორგი პაპუაშვილი გოლი 18'; გურამ კაშია გოლი 25' (ს.კ.); ივან პერიშიჩი გოლი 53';

2021

თარიღი ტურნირი ადგილი მასპინძელი შედეგი სტუმარი გოლები
2 ივნისი 2021
ილიე ოანას სტადიონი, პლოიეშტი, რუმინეთი რუმინეთის დროშა რუმინეთი
1 – 2
საქართველოს დროშა საქართველო გიორგი მიქაუტაძე გოლი 61'; გიორგი აბურჯანია გოლი 71'; ანდრეი ივანი გოლი 78';
6 ივნისი 2021
დე გროლშ ვესტე, ენსხედე, ნიდერლანდები ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
2 – 0
საქართველოს დროშა საქართველო მემფის დეპაი გოლი 10' (პენ.); ვუტ ვეგჰორსტი გოლი 55'; რაიან გრავენბერხი გოლი 76';
8 სექტემბერი 2021
ვასილ ლევსკის ეროვნული სტადიონი, სოფია, ბულგარეთი ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
4 – 1
საქართველოს დროშა საქართველო ტოდორ ნედელევი გოლი 20'; დიმიტარ ილიევი გოლი 34' (პენ.); სპას დელევი გოლი 44'; ანდრეა პრისტოვი გოლი 53'; ზურიკო დავითაშვილი გოლი 77';
15 ნოემბერი 2021
თენგიზ ბურჯანაძის სტადიონი, გორი, საქართველო საქართველოს დროშა საქართველო
1 – 0
უზბეკეთის დროშა უზბეკეთი დავით ვოლკოვი გოლი 41';

2022

თარიღი ტურნირი ადგილი მასპინძელი შედეგი სტუმარი გოლები
25 მარტი 2022
ბილინო პოლიეს სტადიონი, ზენიცა, ბოსნია და ჰერცეგოვინა ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა
0 – 1
საქართველოს დროშა საქართველო ბუდუ ზივზივაძე გოლი 49';
29 მარტი 2022
ეარ ალბანია, ტირანა, ალბანეთი ალბანეთის დროშა ალბანეთი
0 – 0
საქართველოს დროშა საქართველო

მსოფლიო 2018-ის შესარჩევი

ადგილი გუნდი გბ გბ სხ
1 სერბეთის დროშა სერბეთი 10 8 3 1 20 10 10 21
2 ირლანდიის დროშა ირლანდია 10 5 4 1 12 6 6 19
3 უელსის დროშა უელსი 10 4 5 1 13 6 7 17
4 ავსტრიის დროშა ავსტრია 10 4 3 3 14 12 2 15
5 საქართველოს დროშა საქართველო 10 0 5 5 8 14 (-6) 5
6 მოლდოვის დროშა მოლდოვა 10 0 2 6 4 23 (-19) 2

მატჩები და შედეგები

5 სექტემბერი 2016
20:00
საქართველოს დროშა საქართველო 1 – 2 ავსტრიის დროშა ავსტრია დინამო არენა, თბილისი, საქართველო
მაყურებელი: 35 000
მსაჯი: ალექსეი კულბაკოვი (ბელორუსი)
ჯანო ანანიძე გოლი 78'. Report (ფიფა)
Report (უეფა)
მარტინ ჰინტერეგერი გოლი 16';

მარკ იანკო გოლი 42'.


6 ოქტომბერი, 2016
22:45
ირლანდიის დროშა ირლანდია 1 - 0 საქართველოს დროშა საქართველო ავივას სტადიონი,დუბლინი,ირლანდია
მაყურებელი: 40 000
მსაჯი: მსაჯი:ტონი ჩაპრონი(საფრანგეთი)
შეიმუს კოულმენი გოლი 56' Report (ფიფა)
Report (უეფა)

9 ოქტომბერი, 2016
20:00
უელსის დროშა უელსი 1 – 1 საქართველოს დროშა საქართველო კარდიფ სიტის სტადიონი,კარდიფი,უელსი
მაყურებელი: 33 000
მსაჯი: პაოლო მაზოლენი(იტალია)
გარეთ ბეილი გოლი 10' Report (ფიფა)
Report (უეფა)
თორნიკე ოქრიაშვილი გოლი 57'

12 ნოემბერი 2016
21:00
საქართველოს დროშა საქართველო 1 – 1 მოლდოვის დროშა მოლდოვა დინამო არენა,თბილისი,საქართველო
მაყურებელი: 41 000
მსაჯი: გეორგი კაბაკოვი(ბულგარეთი)
ვაკო ყაზაიშვილი გოლი 16' Report (ფიფა)
Report (უეფა)
გაცკანი გოლი 78'

24 მარტი 2017
21:00
საქართველოს დროშა საქართველო 1 – 3 სერბეთის დროშა სერბეთი დინამო არენა,თბილისი,საქართველო
მაყურებელი: 31 000
მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)
ნიკა კაჭარავა გოლი 6' Report (ფიფა)
Report (უეფა)
დუშან ტადიჩი გოლი 45' პენ;

ალექსანდრ მიტროვიჩი გოლი 64';

მიატ გაჩინოვიჩი გოლი 86'.


11 ივნისი, 2017
20:00
მოლდოვის დროშა მოლდოვა 2 – 2 საქართველოს დროშა საქართველო სტადიონ ზიმბრუ, კიშინიოვი, მოლდოვა
მაყურებელი: 5 000
მსაჯი: ანდრეას ეკბერგი (შვედეთი)
რადუ გინსარი გოლი 15',

ალექსანდრუ დედოვი გოლი 36'

Report (ფიფა)
Report (უეფა)
გიორგი მერებაშვილი გოლი 65',

ვალერი ყაზაიშვილი გოლი 70'


2 სექტემბერი, 2017
20:00
საქართველოს დროშა საქართველო 1 – 1 ირლანდიის დროშა ირლანდია დინამო არენა,თბილისი,საქართველო
მაყურებელი: 20 000
მსაჯი: ივან კრუჟლიაკი (სლოვაკეთი)
ვალერი ყაზაიშვილი გოლი 34' Report (ფიფა)
Report (უეფა)
შეინ დაფი გოლი 4'

5 სექტემბერი, 2017
22:45
ავსტრიის დროშა ავსტრია 1 – 1 საქართველოს დროშა საქართველო ერნსტ ჰაპელი, ვენა, ავტრია
მაყურებელი: 13 000
მსაჯი: ორელ გრინფილდი (ისრაელი)
ლუის შაუბი გოლი 43' Report (ფიფა)
Report (უეფა)
ვაკო გვილია გოლი 8'

6 ოქტომბერი, 2017
20:00
საქართველოს დროშა საქართველო 0 – 1 უელსის დროშა უელსი დინამო არენა,თბილისი,საქართველო
მაყურებელი: 20 000
მსაჯი: ხესუს ხილი (ესპანეთი)
Report (ფიფა)
Report (უეფა)
ტომ ლოურენსი გოლი 49'

9 ოქტომბერი, 2017
22:45
სერბეთის დროშა სერბეთი 1 – 0 საქართველოს დროშა საქართველო რაიკო მიტიჩი, ბელგრადი, სერბეთი
მაყურებელი: 50 000
მსაჯი: პაველ გილი (პოლონეთი)
ალექსანდრ პრაიოვიჩი გოლი 74' Report (ფიფა)
Report (უეფა)

მსოფლიო 2022-ის შესარჩევი

ადგილი გუნდი გბ გბ სხ
1 ესპანეთის დროშა ესპანეთი 7 5 1 1 14 5 +9 16
2 შვედეთის დროშა შვედეთი 7 5 0 2 12 5 +7 15
3 საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 7 2 3 2 7 7 0 9
4 საქართველოს დროშა საქართველო 8 2 1 5 6 12 -6 7
5 კოსოვოს დროშა კოსოვო 7 1 1 5 4 14 -10 4

მატჩები და შედეგები

25 მარტი, 2021
20:45
შვედეთის დროშა შვედეთი 1 - 0 საქართველოს დროშა საქართველო ფრენდს არენა, სოლნა
მაყურებელი: 0
კლაესონი ვ. გოლი 35' Report (FIFA)
Report (UEFA)

28 მარტი, 2021
20:00
საქართველოს დროშა საქართველო 1 - 2 ესპანეთის დროშა ესპანეთი დინამო არენა, თბილისი
მაყურებელი: 16 000
კვარაცხელია ხ. გოლი 44' Report (FIFA)
Report (UEFA)
ტორესი ფ. გოლი 56',

ოლმო დ. გოლი 92'


31 მარტი, 2021
22:45
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 1 - 1 საქართველოს დროშა საქართველო ტოუმბა, თესალონიკი
მაყურებელი: 0
კაკაბაძე ო. გოლი 76' (o.g.) Report (FIFA)
Report (UEFA)
კვარაცხელია ხ. გოლი 78'

2 სექტემბერი, 2021
20:00
საქართველოს დროშა საქართველო 0 - 1 კოსოვოს დროშა კოსოვო აჭარაბეთ არენა, ბათუმი
მაყურებელი: 0
Report (FIFA)
Report (UEFA)
მურიქი ვ. გოლი 18'

5 სექტემბერი, 2021
22:45
ესპანეთის დროშა ესპანეთი 4 - 0 საქართველოს დროშა საქართველო ესტადიო ნუევო ვიერო, ბადახოზი
მაყურებელი: 8 444
გაია ხ. გოლი 14',

სოლერი კ. გოლი 25',

ტორესი ფ. გოლი 41',

სარაბია პ. გოლი 63'

Report (FIFA)
Report (UEFA)

9 ოქტომბერი, 2021
20:00
საქართველოს დროშა საქართველო 0 - 2 საბერძნეთის დროშა საბერძნეთი აჭარაბეთ არენა, ბათუმი
მაყურებელი: 0
Report (FIFA)
Report (UEFA)
ბაკასეტასი ა. გოლი 90' (პენ.),

პელკასი დ. გოლი 95'


12 ოქტომბერი, 2021
22:45
კოსოვოს დროშა კოსოვო 1 - 2 საქართველოს დროშა საქართველო ფადილ ვოკრი, პრისტინა
მაყურებელი: 3 550
მურიქი ვ. გოლი 45' (პენ.) Report (FIFA)
Report (UEFA)
ოქრიაშვილი თ. გოლი 11',

დავითაშვილი ზ. გოლი 82'


11 ნოემბერი, 2021
21:00
საქართველოს დროშა საქართველო 2 - 0 შვედეთის დროშა შვედეთი აჭარაბეთ არენა, ბათუმი
მაყურებელი: 3 800
კვარაცხელია ხ. გოლი 61', გოლი 77' Report (FIFA)
Report (UEFA)


შემადგენლობა

ამჟამინდელი შემადგენლობა

შემადგენლობა შვედეთთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო და უზბეკეთთან ამხანაგური მატჩებისთვის 11 და 15 ნოემბერს, 2021 წელი.[14]

სახელი დაბ. თარიღი კლუბი თამაში (გოლი) დებიუტი
მეკარეები
გიორგი ლორია 27 იანვარი, 1986 კვიპროსის დროშა ანორთოსისი 70 (0) v. ესტონეთი, 27 მაისი, 2008
ლაზარე კუპატაძე 1 იანვარი, 1996 საქართველოს დროშა დინამო ბათუმი 2 (0) v. რუმინეთი, 2 ივნისი, 2021
ლუკა გუგეშაშვილი 29 მარტი, 1999 საქართველოს დროშა დილა გორი 0 (0)
მცველები
ოთარ კაკაბაძე 27 ივნისი, 1995 პოლონეთის დროშა კრაკოვი 45 (0) v. გიბრალტარი, 8 ოქტომბერი, 2015
დავით ხოჭოლავა 8 თებერვალი, 1993 დანიის დროშა კოპენჰაგენი 31 (0) v. უზბეკეთი, 23 იანვარი, 2017
ირაკლი აზაროვი 21 თებერვალი, 2002 საქართველოს დროშა დინამო ბათუმი 4 (0) v. რუმინეთი, 2 ივნისი, 2021
ლუკა ლოჩოშვილი 29 მაისი, 1998 ავსტრიის დროშა ვოლფსბერგერი 2 (0) v. ესპანეთი, 5 სექტემბერი, 2021
გურამ გიორბელიძე 25 თებერვალი, 1996 გერმანიის დროშა დინამო დრეზდენი 8 (0) v.შვედეთი, 25 მარტი, 2021
გურამ კაშია 4 ივლისი, 1987 სლოვაკეთის დროშა სლოვან ბრატისლავა 90 (2) v. მონტენეგრო 1 აპრილი, 2009
ლაშა დვალი 14 მაისი, 1995 უნგრეთის დროშა ფერენცვაროში 22 (1) v. გერმანია, 29 მარტი, 2015
გრიგოლ ჩაბრაძე 20 აპრილი, 1996 საქართველოს დროშა დინამო ბათუმი 6 (0) v. შვედეთი, 25 მარტი , 2021
ნახევარმცველები
გიორგი აბურჯანია 2 იანვარი, 1995 პორტუგალიის დროშა ჟილ ვისენტე 27 (1) v. ყაზახეთი, 29 მარტი, 2016
ზურიკო დავითაშვილი 15 თებერვალი, 2001 რუსეთის დროშა არსენალ ტულა 12 (2) v. სამხრეთ კორეა, 5 სექტემბერი, 2019
საბა ლობჟანიძე 18 დეკემბერი, 1994 თურქეთის დროშა ჰატაისპორი 21 (2) v. უზბეკეთი, 23 იანვარი, 2017
ვაკო გვილია 24 მაისი, 1994 პოლონეთის დროშა რაკოვი 39 (3) v. ირლანდია, 6 ოქტომბერი, 2016
ვლადიმერ მამუჩაშვილი 28 აგვისტო, 1997 საქართველოს დროშა დინამო ბათუმი 3 (0) v. ესპანეთი, 5 სექტემბერი, 2021
ნიკოლოზ კვეკვესკირი 29 მაისი, 1992 პოლონეთის დროშა ლეხი პოზნანი 39 (0) v. გიბრალტარი, 8 ოქტომბერი, 2015
ჯაბა კანკავა (კაპიტანი) 18 მარტი, 1986 სლოვაკეთის დროშა სლოვან ბრატისლავა 101 (10) v.ალბანეთი, 8 სექტემბერი, 2004
გიორგი წიტაიშვილი 18 ნოემბერი, 2000 უკრაინის დროშა ჩერნომორეცი ოდესა 3 (0) v. კოსოვო, 2 სექტემბერი, 2021
ხვიჩა კვარაცხელია 12 თებერვალი, 2001 რუსეთის დროშა რუბინი 10 (3) v.გიბრალტარი, 7 ივნისი, 2019
ვაკო ყაზაიშვილი 29 იანვარი, 1993 სამხრეთ კორეის დროშა ულსან ჰიუნდაი 54 (11) v. ლიხტენშტაინი, 5 მარტი, 2014
გიორგი ჩაკვეტაძე 29 აგვისტო, 1999 ბელგიის დროშა გენტი 13 (5) v. ლიეტუვა, 24 მარტი, 2018
თავდამსხმელები
ნიკოლოზ კაჭარავა 13 იანვარი, 1994 კვიპროსის დროშა ანორთოსისი 19 (3) v. ყაზახეთი, 29 მარტი, 2016
თორნიკე ოქრიაშვილი 12 თებერვალი, 1992 კვიპროსის დროშა აპოელი 34 (8) v. სლოვენია, 17 ნოემბერი, 2010
დავით ვოლკოვი[15] 3 ივნისი, 1995 აზერბაიჯანის დროშა ზირა 0 (0)

სტატისტიკა

გამოძახებულები ბოლო 12 თვის მანძილზე.

სახელი დაბ. თარიღი კლუბი თამაში (გოლი) დებიუტი
მეკარეები
ნუკრი რევიშვილი 2 მარტი, 1987 საქართველოს დროშა რუსთავი 32 (0) v. ყაზახეთი, 8 ოქტომბერი, 2005
მცველები
გია გრიგალავა 5 აგვისსტო, 1989 რუსეთის დროშა არსენალი ტულა 24 (0) v.ხორვატია, 3 ივნისი, 2011
დავით ხოჭოლავა 8 თებერვალი, 1993 უკრაინის დროშა შახტარი დონეცკი 9 (0) v. უზბეკეთი, 23 იანვარი, 2017
უჩა ლობჟანიძე 23 თებერვალი, 1987 საქართველოს დროშა სამტრედია 54 (1) v. ესტონეთი, 27 მაისი, 2008
გიორგი რეხვიაშვილი 22 თებერვალი, 1988 საქართველოს დროშა საბურთალო 1 (0) v. უზბეკეთი, 23 იანვარი, 2017
ლევან გეგეჭკორი 5 ივნისი, 1994 საქართველოს დროშა რუსთავი 1 (0)
ნახევარმცველები
თორნიკე ოქრიაშვილი 12 თებერვალი, 1992 რუსეთის დროშა კრასნოდარი 34 (8) v. სლოვენია, 17 ნოემბერი, 2010
გიორგი ჭანტურია 11 აპრილი, 1993 რუსეთის დროშა ურალი ეკატერინბურგი 15 (2) v.ლიხტენშტეინი, 5 მარტი, 2014
გიორგი არაბიძე 4 მარტი, 1998 უკრაინის დროშა შახტარი დონეცკი 4 (3) v. სერბეთი, 24 მარტი, 2017
ალექსანდრე კობახიძე 11 თებერვალი, 1987 უკრაინის დროშა ვორსკლა 34 (3) v.ურუგვაი, 15 ნოემბერი, 2006
ლუკას ჰუფნაგელი 29 იანვარი, 1995 გერმანიის დროშა ნიურნბერგი 2 (0) v. ესტონეთი, 11 ნოემბერი, 2015
საბა ლობჟანიძე 18 დეკემბერი, 1994 დანიის დროშა რანდერსი 3 (1) v. უზბეკეთი, 23 იანვარი, 2017
ოთარ კიტეიშვილი 26 მარტი, 1996 საქართველოს დროშა დინამო თბილისი 3 (0) v. უზბეკეთი, 23 იანვარი, 2017
თავდამსხმელები
ლევან მჭედლიძე 24 მარტი, 1990 იტალიის დროშა ემპოლი 29 (2) v. იტალია, 13 ოქტომბერი, 2007
დავით სხირტლაძე 16 მარტი, 1993 დანიის დროშა სილკებორგი 3 (0) v. ავსტრია, 5 სექტემბერი, 2016
ვლადიმერ დვალიშვილი 20 აპრილი, 1986 ყაზახეთის დროშა ატირაუ 44 (6) v. მოლდოვა, 6 ივნისი, 2009
ირაკლი სიხარულიძე 18 ივლისი, 1990 ჩეხეთის დროშა სლოვაჩკო 2 (1) v. ბულორუსი, 13 ნოემბერი, 2016

ფორმა

საშინაო

1995
1998–1999
2000
2001
2002–2003
2003–2004
2005–2006
2007
2008–2009
2010
2011–2013
2011–2013
2013–2014
2014–2015
2015–2016
2016–2018
2018–2020
2020–2022
2022–

საგარეო

1998–1999
2001
2002–2003
2003–2004
2005–2006
2007
2008–2009
2010
2011–2013
2013–2014
2014–2015
2015–2016
2016–2018
2018–2020
2020–2022
2022–

რეკორდები

ჩატარებული მატჩები

გურამ კაშია — საქართველოს ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების რაოდენობით
ფეხბურთელი მატჩი გოლი პერიოდი
1 გურამ კაშია 110 3 2009–
2 ჯაბა კანკავა 100 10 2004–2021
ლევან კობიაშვილი 100 12 1996–2011
4 ზურაბ ხიზანიშვილი 92 1 1999–2015
5 კახა კალაძე 83 1 1996–2011
6 გიორგი ლორია 78 0 2008–
7 გიორგი ნემსაძე 69 0 1992–2004
8 ალექსანდრე იაშვილი 67 15 1996–2011
9 გოჩა ჯამარაული 62 6 1994–2004
ვალერი ყაზაიშვილი 62 13 2014–

ბომბარდირები

შოთა არველაძე — საქართველოს ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი გატანილი გოლების რაოდენობით
ფეხბურთელი გოლი მატჩი საშ. პერიოდი
1 შოთა არველაძე 26 61 0.43 1992–2007
2 თემურ ქეცბაია 17 52 0.33 1990–2003
3 ხვიჩა კვარაცხელია 15 28 0.54 2019–
ალექსანდრე იაშვილი 15 67 0.22 1996–2011
5 თორნიკე ოქრიაშვილი 13 50 0.26 2010–
ვალერი ყაზაიშვილი 13 62 0.21 2014–
7 გიორგი დემეტრაძე 12 56 0.21 1996–2007
ლევან კობიაშვილი 12 100 0.12 1996–2011
9 ჯაბა კანკავა 10 100 0.1 2004–2021
10 გიორგი მიქაუტაძე 9 22 0.41 2021–
მიხეილ ყაველაშვილი 9 46 0.2 1991–2002

მთავარი მწვრთნელები

2021 წლის 2 ივნისის მდგომარეობით[16]

მთავარი მწვრთნელი სამუშაო პერიოდი შედეგები
თამაში მოგება ფრე წაგება მოგების %
საქართველოს სსრ–ის დროშა გივი ნოდია 27 მაისი, 1990 1 0 1 0 0
საქართველოს დროშა გიგა ნორაკიძე 2 ივლისი, 1991 — 22 დეკემბერი, 1992 4 2 0 2 50,00
საქართველოს დროშა ალექსანდრე ჩივაძე 25 მაისი, 1993 — 9 ნოემბერი, 1996 24 9 1 14 37,50
საქართველოს დროშა ვლადიმერ გუცაევი (მ. შ.) 5 დეკემბერი, 1996 — 8 დეკემბერი, 1996 2 0 0 2 0
საქართველოს დროშა დავით ყიფიანი 30 მარტი, 1997 — 11 ოქტომბერი, 1997 7 4 1 2 57,14
საქართველოს დროშა ვლადიმერ გუცაევი 6 თებერვალი, 1998 — 30 მაისი, 1998 5 3 2 0 60,00
საქართველოს დროშა გიგლა იმნაძე (მ. შ.) 12 აგვისტო, 1998 1 0 0 1 0
საქართველოს დროშა ვლადიმერ გუცაევი 19 აგვისტო, 1998 — 28 აპრილი, 1999 8 2 1 5 25,00
ნიდერლანდების დროშა იოჰან ბოსკამპი 30 მაისი, 1999 — 9 ოქტომბერი, 1999 5 0 1 4 0
საქართველოს დროშა დავით ყიფიანი / რევაზ ძოძუაშვილი 2 თებერვალი, 20006 ივნისი, 2001 16 5 5 6 31,25
საქართველოს დროშა ალექსანდრე ჩივაძე 15 აგვისტო, 2001 — 2 აპრილი, 2003 11 4 3 4 36,36
ხორვატიის დროშა ივო შუშაკი 30 აპრილი, 2003 — 11 ივნისი, 2003 2 1 0 1 50,00
საქართველოს დროშა მერაბ ჟორდანია 6 სექტემბერი, 2003 — 11 ოქტომბერი, 2003 3 1 0 2 33,33
საქართველოს დროშა გოჩა ტყებუჩავა (მ. შ.) 18 თებერვალი, 2004 — 21 თებერვალი, 2004 3 0 0 3 0
საფრანგეთის დროშა ალენ ჟირესი 27 მაისი, 2004 — 4 ივნისი, 2005 10 2 2 6 20,00
საქართველოს დროშა გაიოზ დარსაძე (მ. შ.) 17 აგვისტო, 2005 — 16 ნოემბერი, 2005 7 2 2 3 28,57
გერმანიის დროშა კლაუს ტოპმიოლერი 1 მარტი, 2006 — 26 მარტი, 2008 24 7 4 13 29,17
ხორვატიის დროშა პეტარ სეგრტი (მ. შ.) 27 მაისი, 2008 — 31 მაისი, 2008 2 0 1 1 0
არგენტინის დროშა ექტორ კუპერი 20 აგვისტო, 2008 — 14 ოქტომბერი, 2009 16 1 4 11 6,25
საქართველოს დროშა თემურ ქეცბაია 3 მარტი, 2010 — 14 ნოემბერი, 2014 40 13 9 18 32,50
საქართველოს დროშა კახაბერ ცხადაძე 25 მარტი, 201516 ნოემბერი, 2015 10 3 1 6 30,00
სლოვაკეთის დროშა ვლადიმერ ვაისი 29 მარტი, 201618 ნოემბერი, 2020 47 16 15 16 34,04
საქართველოს დროშა რამაზ სვანაძე (მ. შ.) 19 ნოემბერი, 2020 —14 თებერვალი, 2021 1 0 1 0 0
საფრანგეთის დროშა ვილი სანიოლი 15 თებერვალი, 2021 4 1 1 2 0
სულ: 248 75 53 120 30,24

კაპიტნები

კაპიტნების სტატისტიკა

საქართველოს ნაკრების კაპიტნების სტატისტიკა 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით.[17]

მოთამაშე სანაკრებო წლები ჩატარებული მატჩები საკაპიტნო მატჩები პირველი კაპიტნობა ბოლო კაპიტნობა
კანკავა, ჯაბაჯაბა კანკავა 2004–2021 73 62 15.08.2011 09.20.2021
კალაძე, კახაკახა კალაძე 1996–2011 83 50 04.09.1999 11.10.2011
ნემსაძე, გიორგიგიორგი ნემსაძე 1992–2004 69 42 24.09.1997 21.02.2004
კაშია, გურამგურამ კაშია 2009– 65 25 06.02.2013
ცხადაძე, კახაკახა ცხადაძე 1991–1998 25 21 02.07.1991 11.10.1997
კობიაშვილი, ლევანლევან კობიაშვილი 1996–2011 100 16 01.03.2006 25.05.2010
ხიზანიშვილი, ზურაბზურაბ ხიზანიშვილი 1999-2013 93 8 07.02.2007 24.05.2012
ამისულაშვილი, ალექსანდრეალექსანდრე ამისულაშვილი 2003–2016 50 8 14.11.2012 05.09.2016
ჯამარაული, გოჩაგოჩა ჯამარაული 1994–2004 62 6 26.06.1994 13.10.2004
ქეცბაია, თემურთემურ ქეცბაია 1992–2003 49 6? 15.11.1995 27.03.2002
შელია, მურთაზმურთაზ შელია 1994–1998 29 5 12.02.1994 11.10.1995
ჯიშკარიანი, გიაგია ჯიშკარიანი 1991–1994 9 4 02.09.1992 25.05.1993

სტატისტიკა