[go: nahoru, domu]

შინაარსზე გადასვლა

ხორვატიის გერბი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხორვატიის გერბი
დეტალები

ხორვატიის გერბი (ხორ. Grb Republike Hrvatske) — ხორვატიის ერთ-ერთი სახელმწიფო სიმბოლო დროშასა და ჰიმნთან ერთად. შედგება ძირითადი ფარისაგან და ხუთი მცირე ფარისაგან. ხუთი მცირე ფარი წარმოაჩენს ხუთ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეს, რომლებისაგანაც შედგება ხორვატია. კერძოდ (მცირე ფარები მარცხნიდან მარჯვნინვ): ქალაქი ზაგრები და ცენტრალური ხორვატია; დუბროვნიკი; დალმაცია; ისტრია; სლავონია. ფარის ძირითადი ნაწილი შედგება 13 წითელი და 12 თეთრი კვადრატისგან.

ხორვატიის გერბი X საუკუნიდანაა ცნობილი და მას "šahovnica"–ს (ჭადრაკის დაფა) უწოდებენ. ტრადიციულად ითვლება, რომ იგი აღნიშნავს ორ ტომს - თეთრ და წითელ ხორვატებს, რომლებიც ხორვატი ერის წინაპრები იყვნენ.

ხორვატიის გერბის პირველი გამოსახულება მიეკუთვნება 1495 წელს. გამოსახულება შემონახულია ავსტრიაში ინსბრუკის კოშკზე, როგორც მაქსიმილიან I–ის ხორვატიის სამეფოს მმართველის სიმბოლო..[1][2] გერბი ასევე გამოჩნდა კეტინის ციხე–დარბაზში ფერდინანდ I–ის ხორვატიის მეფედ არჩევის დროს.[2][3][4]

ხორვატიის თანამედროვე გერბი მიღებულ იქნა 1990 წლის 21 დეკემბერს. დიზაინი ეკუთვნის გრაფიკულ დიზაინერ მიროსლავ შუტეჟს.

ხუთი მცირე ფარი წარმოაჩენს ხუთ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეს, რომლებისაგანაც შედგება ხორვატია. კერძოდ (მცირე ფარები მარცხნიდან მარჯვნინვ):

ხორვატიის ყველაზე ძველი სიმბოლოები:[5][6] ლაჟვარდისფერ ფარზე, მოვერცხლისფრო ნახევარ მთვარის ზემოთ გამოსახული ექვს ქიმიანი ვარსკვლავი (რომელიც განთიადის ვარსკვლავს გამოხატავს). უძველესი ვარიანტები მოიძებნება XII საუკუნეში ანდრაშ II–ის მიერ გამოშვებულ ხორვატიულო ფრიზატიკებზე (ფულის ერთეული).[7][8][9] ტრადიციულად ეს სიმბოლოები გამოსახული იყო წითელ ფონზე, როგორც ეს ჰქონდა ტრიუნის სამეფოს იოსიპ ელაჩიჩის დროს. ეს გერბი ასევე ასოცირდებოდა ილირიულ მოძრაობასთან.

დუბროვნიკის რეგიონი — მუქ ლურჯ ფარზე ორი წითელი ზოლი. ეს არის დუბროვნიკის გერბის გამარტივებული ვარიანტი, რომელიც XIV საუკუნიდან რაგუსას რესპუბლიკის მიერ გამოიყენებოდა. გერბი სათავეს არპადების დინასტიიდან იღებს, როდესაც ის ლუი I–მა 1358 წელს დუბროვნიკს ვასალად გახდომისას უბოძა.[10][11][12][13][14] გერბზე დღევანდელი ფერები 1950–იანებში გამოჩნდა.[15][16]

დალმაციადალმაციის გერბი: რურჯი ფარი, სამი ოქროსფერი ჰერალდიკური ლეოპარდით. ტრადიციულად ლეოპარდები ღრიალებდნენ და ენა ჰქონდათ გადმოყოფილი. ისტორიულად ეს გერბი გამოიყენებოდა გვიან XIV საუკუნიდან. პირველი ოფიციალური მონაცემი ფიქსირდება ლუი I–ის დროს, რომელიც მას პირად გერბზე იყენებდა. 1526 წლამდე ის ასევე ზოგადად ხორვატიასაც გამოხატავდა.[17] ის ასევე გამოსახული იყო სიგიზმუნდ I–ის,[18] და ალბრეხტ II–ის [19] დიდ ბეჭდებზე.

ისტრიას გერბი: ლურჯ ფონზე ყვითელი თხა წითელი ჩლიქებითა და რქებით. ისტრიის სიმბოლოდ თხა ანტკური ხანიდან მიიჩნევა.[20][21] მიუხედავად ამისა, ამ გერბის წარმომავლობა უცნობია და XIX საუკუნემდე ისტრიას არ ჰქონდა ოფიციალური სიმბოლო.[22] პირველი გამოსახულებები ჩნდება იანეზ ვაიკარდ ვალვაზორის რუკებზე XVII საუკუნის და მოგვიანებით პავაო რიტერ ვიტეზოვიჩის Stemmatographia sive armorum Illyricorum delineatio, descriptio et restitutio (1701)–ზე.[22][23] 1861 წელს ისტრია შეუერთდა ავსტრიის იმპერიას და ამ დროის შემდეგ მისი გერბი გახდა ოფიციალური.[22] ტრადიციული გამოსახულება იცვლებოდა ავტორების მიხედვით. იცვლებოდა როგორც ფარის ფერი ასევე თხის მდგომაარეობაც.[24][25] დღევანდელი გერბი აღებულია 1861 წლის ვარიანტიდან.

სლავონიის გერბი: ლურჯ ფარზე ექვს ქიმიანი ვარსკვლავი რომელიც განთავსებულია ორ თეთრ ზოლს (გამოხატავენ მდინარეებს სავა და დრავა) ზემოთ, ხოლო მათ შორის ტყის კვერნა ბუნებრივ ფერებში. გერბის ადრეული ვარიანტები მოიპოვება 1235–1384 წლებში გამოშვებულ მონეტებზე,[17] რომლებზეც ტყის კვერნა ორ 6 ქიმიან ვარსკვლავს შორის გარბის.[7][9][26] გერბს ოფიციალური სტატუსი მიანიჭა უნგრეთის მეფე უდასლო II–მ 1496 წლის 8 დეკემბერს.[17][27] 1497 წლიდან XVIII საუკუნებდე ის გამოიყენებოდა როგორც ხორვატიის პარლამენტის ოფიციალური ბეჭედი.[17][28]

გერბების ისტორიული ვარიანტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოყენებულ გერბები ისტორიის მანძილზე ჰქონდა განსხვავებული დიზაინი:

  1. Karl-Heinz Hesmer: Chronik griffbereit: Flaggen und Wappen der Welt. Wissen Media Verlag GmbH, 2008. ISBN 978-3-577-14537-4.
  2. 2.0 2.1 Ottfried Neubecker: Wappen – ihr Ursprung, Sinn und Wert, ISBN 3-8105-1306-7
  3. Robert Stallaerts: Historical dictionary of Croatia. Scarecrow Press, Inc. 2010. ISBN 978-0-8108-6750-5
  4. Robert Layton, Julian Thomas, Peter G. Stone: Destruction and conservation of cultural property. Routledge, 2001. ISBN 0-415-21695-8.
  5. Symbols of Republic of Croatia Croatian. Ministry of Public Administration of Croatia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 დეკემბერი 2019. ციტირების თარიღი: 13 June 2014.
  6. The Symbols of State. CARNet & Department of Telecommunications, Faculty of Electrical Engineering and Computing, University of Zagreb. ციტირების თარიღი: 13 June 2014.
  7. 7.0 7.1 Croatian National Bank First Croatian money დაარქივებული 2006-10-22 საიტზე Wayback Machine. (in Croatian), accessed 24 July 2013
  8. Croatian National Bank Croatian Frizatik (picture) დაარქივებული 2014-05-27 საიტზე Wayback Machine. , accessed 24 July 2013
  9. 9.0 9.1 Croatian Internet Portal in Switzerland Hrvatski novac u zadnjih 90 godina დაარქივებული 2013-08-23 საიტზე Wayback Machine. (in Croatian), accessed 24 July 2013
  10. Vito Galzinski, Državni grbovi, page 344
  11. Zdenka Janeković-Römer, Okvir slobode, page 364, ISBN 953-154-369-0
  12. Jakov Lukarić - Copioso ristretto degli annali di Rausa, page 155 Accessed 24 June 2013
  13. Frane Čizmić, Državni grb Dubrovačke Republike, page 32
  14. Maritime Museum in Dubrovnik დაარქივებული 2012-07-17 საიტზე Wayback Machine. Accessed 24 June 2013
  15. Frane Čizmić, Državni grb Dubrovačke Republike, pages 22 and 32
  16. Vito Galzinski, Državni grbovi, pages 346 and 347
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 Ivan Bojničić-Kninski - Grbovnica kraljevine "Slavonije", (1895) - PDF ფაილი (ხორვატიული), accessed 28 February 2014
  18. Szilágyi Sándor: A Magyar Nemzet Története (უნგრულად)
  19. Austria Forum Web Books Viewer Die osterreichisch-ungarische Monarchie in Wort und Bild, Ubersichtsband, 2. Abtheilung: Geschichtlicher Theil (page 47), ('გერმანულად'), accessed 1 August 2013
  20. Hrčak - Portal znanstvenih časopisa Republike Hrvatske Goat on the Istrian Coat of Arms, accessed 24 July 2013
  21. The FAME Istria County Coat of Arms, accessed 28 July 2013
  22. 22.0 22.1 22.2 Istarska Enciklopedija: Grb Istre. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-19. ციტირების თარიღი: 2014-12-01.
  23. Pavao Ritter Vitezović (1701). Stemmatographia sive armorum Illyricorum delineatio, descriptio et restitutio. 
  24. Slovenska heraldika - Grb Istre დაარქივებული 2014-03-06 საიტზე Wayback Machine. (სლოვენიური)
  25. Koza u grbu Istre: prilog poznavanju povijesne pozadine grba i istarskog kozarstva - Jagoda Vondraček-Mesar (ხორვატიული)
  26. Matica Hrvatska HRVATSKA NOVČARSKA BAŠTINA დაარქივებული 2012-01-23 საიტზე Wayback Machine. (ხორვატიულად), accessed 24 July 2013
  27. Matica Hrvatska Hrvatski grb u mijenama hrvatske povijesti[მკვდარი ბმული] (ხორვატიული), accessed 24 July 2013
  28. Mario Jareb (2010). Hrvatski nacionalni simboli (ხორვატიის ნაციონალური სიმბოლო). ISBN 9789532972306. 

ხორვატიის თანამედროვე გერბი მიღებულ იქნა 1990 წლის 21 დეკემბერს.