[go: nahoru, domu]

შინაარსზე გადასვლა

ჭინჭარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭინჭარი
ჭინჭარი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
ოჯახი:  ჭინჭრისებრნი
გვარი:  ჭინჭარი
ლათინური სახელი
Urtica L.

ჭინჭარი (ლათ. Urtica) — ერთ- ან მრავალწლიან მცენარეთა გვარი ჭინჭრისებრთა ოჯახისა. ფოთლები დიდი, კვერცხისებრ-გულისებრია, ღეროები სიმაღლით 50-100 სმ-ს აღწევს. ყვავილები წვრილი, მწვანე, ერთსაფარიანი, შეკრებილია უბეებში თავთავისებრ ყვავილედებად. ფოთლები დაფარულია მსუსხავი ბუსუსებით და ხაოებით, რომლებიც დამსხვრევისას და შეხებისას წვრილი ბოლოთი აზიანებენ კანს, გამოყოფენ მომწამვლელ სითხეს, რომელიც იწვევს მწარე ტკივილს, ქავილს, და მსუბუქ ანთებით პროცესს.

ქიმიური შემადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოთლები შეიცავს გალის მჟავას, გუმფისს, მთრიმლავ და ცილოვან ნივთიერებებს, ჭიანჭველმჟავას, ქლოროფილს, C-ვიტამინს, კაროტინს, ვიტვამინ K-ს.

ჭინჭრის ნაყენს იყენებენ ფილტვების დაავადებისას, ანთებისას, კატარის და კუჭის წყლულის დროს, აგრეთვე როგორც პოლივიტამინურ და გამამაგრილებელ საშუალებას.