აგლონის ბაზილიკა
იერსახე
აგლონის ბაზილიკა (ლატვ. Aglonas bazilika) — კათოლიციზმის ცენტრი ლატვიაში. ბაზილიკა მდებარეობს სოფელ აგლონაში, ქალაქებს დაუგავპილსსა და რეზეკნეს შორის, ლატგალიაში. ტაძარი აგებულია 1768-1789 წლებში.
1993 წლის 9 სექტემბერს აგლონას ეწვია რომის პაპი იოანე-პავლე II, მოედანზე მან ჩაატარა მესა, რომელსაც ესწრებოდა 380 000 პილიგრიმი.
ტაძრის უმთავრესი დღესასწაულია 15 აგვისტო, ღვთისმშობლის მიძინების დღე, რომლის დროსაც ყოველწლიურად 150 000 კათოლიკე პილიგრიმი სტუმრობს აგლონას.