წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გერბი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ფარმჭერები | ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა |
დევიზი | წალენჯიხა |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გერბი — წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან. მიღებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერბის ფარის ლაჟვარდის ველი წმინდა ანდრიას ვერცხლის ჯვრით გაყოფილია 4 ველად.
პირველ ნაწილზე — გამოსახულია ოქროს საწმისი. ფარის ცენტრში მოთავსებულია მცირე ფარი. მცირე ფარის მეწამული ველი ვერცხლის სამი ტალღოვანი სარტყელით გაყოფილია ორ ველად. მცირე ფარის პირველ ველზე მოთავსებულია ოქროს გვირგვინი, მეორე ველზე ოქროს ციხე-სიმაგრე ღია კარიბჭით.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია გერბის დევიზი — „წალენჯიხა“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|