[go: nahoru, domu]

შინაარსზე გადასვლა

ატმოსფერული წნევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ატმოსფერული წნევა, ჰიდროსტატიკური წნევა, რომელსაც ყოველი საგანი განიცდის ატმოსფეროსაგან. ატმოსფერული წნევა ყოველ წერტილში დამოკიდებულია ჰაერის სვეტის წონაზე, რომლის სიმაღლე ატმოსფეროს საზღვრამდე ვრცელდება.

ატმოსფერულ წნევას ზომავენ ბარომეტრით, გამოსახავენ მილიბარებით (მბ), ნიუტონებით მ2–ზე (ნ/მ2–ზე) ან ვერცხლისწყლის სვეტის სიმაღლით (მმ ვწყ. სვ.) სიმძიმის ძალის აჩქარების ნორმალური სიდიდისა (ზღვის დონეზე 45º განედზე) და 0 °C დროს. ატმოსფერული წნევა გარკვეული კანონით იკლებს სიმაღლესთან ერთად. 5 კმ სიმაღლეზე იგი ზღვის დონეზე არსებული წნევის დაახლოებით ნახევარია. ჰორიზონტალური მიმართულებით ატმოსფერული წნევა ცვალებადია და არათანაბრად ნაწილდება.

ატმოსფეროს ნორმალურ წნევად მიღებულია 760 მმ ვწყ. სვ. = 1013,25 მბ = 101325 ნ/მ2