საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
| |||
მეტსახელ(ებ)ი | ჯვაროსნები | ||
---|---|---|---|
ასოციაცია | საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია | ||
კონფედერაცია | უეფა | ||
მთავარი მწვრთვნელი | ვილი სანიოლი[1] | ||
დამხმარე მწვრთვნელი | ზურაბ ხიზანიშვილი | ||
კაპიტანი | გურამ კაშია | ||
ყველაზე მეტი კეპი | გურამ კაშია (110) | ||
ბომბარდირი | შოთა არველაძე (26) | ||
სტადიონი | ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი | ||
ფიფა-ს კოდი | GEO | ||
ფიფა-ს რეიტინგი | 76 (26 ოქტომბერი, 2023) | ||
ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი | 42 (სექტემბერი, 1998) | ||
ფიფა-ს უდაბლესი რეიტინგი | 156 (მარტი, 1994) | ||
ელო-ს რეიტინგი | 52 (21 ნოემბერი, 2023)[2] | ||
ელო-ს უმაღლესი რეიტინგი | 49 (11 ოქტომბერი, 1995) | ||
ელო-ს უდაბლესი რეიტინგი | 108 (12 დეკემბერი, 2009) | ||
| |||
პირველი საერთაშორისო | |||
(თბილისი; 27 მაისი, 1990) | |||
უდიდესი გამარჯვება | |||
(თბილისი; 12 ოქტომბერი, 2023) | |||
უდიდესი დამარცხება | |||
(თბილისი; 8 სექტემბერი, 2023) |
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც ფიფას და უეფას წევრია 1992 წლიდან. საშინაო შეხვედრებს თბილისში, ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონზე მასპინძლობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო შედეგებია 1996 წლის ევროპის ჩემპიონატისა და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაკავებული მესამე ადგილები. ასევე, 2018–19 უეფას ერთა ლიგის მეოთხე D დივიზიონის პირველ ჯგუფში და 2022–23 უეფას ერთა ლიგის მესამე C დივიზიონის მეოთხე ჯგუფში დაკავებული პირველი ადგილები, რამაც ნაკრებს უეფას ევრო 2020-ის და ევრო 2024-ის შესარჩევი პლეი-ოფის საგზურები მოუპოვა. 2023 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში 76-ე ადგილზეა.[3]
ისტორია
საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორია 1990 წელს იწყება, მანამდე ქართველი ფეხბურთელები თამაშობდნენ საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო გუნდში. პირველი მატჩი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელებმა ლიეტუვასთან გამართეს, რადგანაც პირველად ლიეტუვა გამოეხმაურა ქართული მხარის მიწვევას. ეს მატჩი 1990 წლის 27 მაისს ეროვნულ სტადიონზე გაიმართა. მასპინძელთა ღირსებას იცავდენენ: ასლან ბალაძე, გელა კეტაშვილი, კახა ცხადაძე (71' კახაბერ კაჭარავა), დიმიტრი კუდინოვი, გია ფირცხალავა, გიორგი ნადირაძე, თემურ ქეცბაია, ზაზა რევიშვილი (46' მელორ ბიგვავა),[4] ოთარ კორღალიძე (46' როსტომ თორღაშვილი), გია გურული, მამუკა ფანცულაია (46' გოჩა გოგრიჭიანი). მწვრთნელი გივი ნოდია. შეხვედრა ფრედ — 2–2 დამთავრდა. ეს იყო დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამართული ერთადერთი მატჩი. შეხვედრას 55 000 მაყურებელი დაესწრო. ბალტიისპირელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ჯერ გია გურულმა გაათანაბრა ანგარიში, მერე კი კახა კაჭარავამ. საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი გოლი გია გურულმა გაიტანა. ნაკრების პირველი კაპიტანი ოლიმპიული ჩემპიონი გელა კეტაშვილი იყო. 1990 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჯერ კიდევ არ იყო ფიფას და უეფას წევრი, ამიტომ ლიეტუველებთან გამართული მატჩი ნაკრების ფიფას ჩამონათვალში არ ირიცხება.[5]
ამის შემდეგ 1991 წლის 2 ივლისს, საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა მოლდოვასთან და ანგარიშით 4–2 გაიმარჯვა.[6]
1992 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას და უეფას წევრი გახდა და საქართველომ მიიღო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება. პირველი ოფიციალური თამაში იყო ევრო 96-ის შესარჩევ ციკლში, სადაც ქართველი ფეხბურთელები მოლდოვასთან 1–0 დამარცხდნენ. ეს იყო 1994 წლის სექტემბერში.[7] საქართველო ამ ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა, გადაუსწრო მოლდოვას და უელსს, მაგრამ 7 ქულით ჩამორჩა მეორეადგილოსან ბულგარეთს. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 8 თამაშიდან მოიპოვა 3 გამარჯვება, 1 ფრე და ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილი პოლონეთთან გაიყო, თუმცა მეტი კოეფიციენტების გამო ქართველებზე წინ პოლონელები გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ 1998 წელს საქართველოს ნაკრებს ფიფას რეიტინგში ისტორიაში ყველაზე მაღალი — 42-ე ადგილი ეკავა. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 10 თამაშიდან 1 მოგებას და 2 ფრეს მიაღწია და 5 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.
2002 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში კი საქართველოს ნაკრებმა გაიმეორა ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მიღწეული წარმატება და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ კი იწყება ნამდვილი რეგრესის ხანა — ევრო 2004-ის შესარჩევში გუნდმა ბოლო ადგილი დაიკავა, თუმცა ამ ციკლში ქართველებმა ისტორიაში ერთ-ერთი ხმაურიანი გამარჯვება იზეიმეს, დაამარცხეს რა რუსეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 1–0. შეხვედრის ერთადერთი გოლი მალხაზ ასათიანმა გაიტანა. იგივე შედეგი გაიმეორა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ქართველებმა მხოლოდ ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებს აჯობეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ყაზახებმა უეფა-ს წევრის სტატუსით ჩატარებულ მატჩებში პირველი ქულა სწორედ საქართველოს ნაკრებთან მოიპოვეს.
ევრო 2008-ის შესარჩევში საქართველომ ტრადიციას არ უღალატა და კვლავ მხოლოდ ერთ გუნდს, ამჯერად ფარერების ნაკრებს გადაასწრო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ამ შესარჩევშიც ჩაატარა დასამახსოვრებელი მატჩები, დაამარცხა რა ფარერების ნაკრები გასვლაზე 6–0, შესარჩევი ციკლის გახსნით მატჩში და ციკლის მიწურულს 2–0 დაამარცხა იმ პერიოდში საკმაოდ ძლიერი შოტლანდიის ნაკრები, რომელმაც ამ წაგებით ფაქტობრივად დაკარგა ჯგუფიდან გასვლის შანსი. ამ მატჩში გოლები ლევან მჭედლიძემ და დავით სირაძემ გაიტანეს. ამავე წელს ამხანაგურ თამაშებსში ქართველებმა დაამარცხეს ურუგვაის და თურქეთის ნაკრებები. შემდეგი შესარჩევი ციკლი(მსოფლიო 2010) კი ანტირეკორდის ხანა იყო — ქართველებმა ვერცერთი თამაში მოიგეს და ჯგუფში ბიოლო ადგილზე გავიდნენ. ამ დროს ნაკრებს ცნობილი არგენტინელი სპეციალისტი ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა.
ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდი
2010 წლის 1 იანვარს ნაკრებს სათავეში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი თემურ ქეცბაია ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა — 2010 წელს თამაში არ წაუგია. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრებს საბერძნეთის, ხორვატიის, ისრაელისა და ლატვიის ეროვნულ გუნდები შეხვდა. ამას მოჰყვა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება — 1–0 ხორვატიასთან, სადაც ქართველებმა, ლევან კობიაშვილის მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლით ჯგუფის ფავორიტი ხორვატია დაამარცხეს. მაგრამ მას შემდეგ ნაკრებში კრიზისი დაიწყო. საბოლოოდ, ქართველებმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მხოლოდ მალტის ნაკრებს გაუსწრეს და ბოლოსწინა მეხუთე ადგილი დაიკავეს. 2011 წელს სანაკრებო კარიერა დაასრულეს ვეტერანებმა, ლევან კობიაშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა, რომლებზეც მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ აღარ გამოიძახებდა ნაკრების გაახალგაზრდავების გამო.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ჯვაროსნებს მეტოქეებად მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები, ასევე ფინეთისა და ბელარუსის გუნდები შეხვდა. საქართველოს ნაკრებმა ციკლი კარგად დაიწყო, თბილისში მოუგო ბელარუსს 1–0 დავამარცხეთ, ხოლო 4 დღეში ესპანეთთან მინიმალური სხვაობით წააგო. მიუხედავად კარგი სტარტისა, ნაკრებმა შემდეგი მატჩები ჩააგდო, ჰელსინკიში ფინეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ 1–1 დაასრულა, ხოლოდ რამდენიმე დღეში ბელარუსთან სტუმრად დამარცხდ 2–0. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა, გაასწრო რა მხოლოდ ბელორუსს ჯგუფში კვლავ ბოლოსწინა, მეოთხე ადგილი დაიკავა. ციკლის მანძილზე ქეცბაიას კონფლიქტი მოუვიდა ნაკრების მცველებთან, ზურაბ ხიზანიშვილთან და ალექსანდრე ამისულაშვილთან, რომელებმაც ქეცბაიას ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადეს. ევრო 2016-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ოთხი მატჩიდან სამის წაგების (ირლანდია 1;2, შოტლანდია 0–1, პოლონეთი 0–4) შემდგომ ქეცბაია მწვრთნელის პოსტიდან გადადგა. მის ნაცვლად მთავარ მწვრთნელის პოსტი კახაბერ ცხადაძემ დაიკავა, რომელსაც პოსტი 1 წელი ეკავა და 2016 წლის დასაწყისში თანამდებობა დაატოვებინეს სახელფასო სკანდალის შემდეგ. მის შემცვლელად სლოვაკი ვლადიმერ ვაისი დაინიშნა.
უკანასკნელი ტურნირები
მსოფლიო ჩემპიონატის შედეგები
ფინალური ეტაპი
|
საკვალიფიკაციო ეტაპი
| ||||||
წელი
|
შედეგი
|
ჯგუფი
|
ქულა
|
გოლი
|
ადგილი
| ||
ვერ გავიდა | ჯგუფი 2 | 10 | 7 - 9 | 4 | |||
ჯგუფი 8 | 10 | 12 - 12 | 3 | ||||
ჯგუფი 2 | 10 | 14 - 25 | 6 | ||||
ჯგუფი 8 | 3 | 7 - 19 | 6 | ||||
ჯგუფი I | 5 | 3 - 10 | 4 | ||||
ჯგუფი D | 5 | 8 - 14 | 5 | ||||
ჯგუფი B | 7 | 6 - 12 | 4 |
ევროპის ჩემპიონატის შედეგები
ფინალური ეტაპი
|
საკვალიფიკაციო ეტაპი
| ||||||||||
წელი
|
შედეგი
|
ჯგუფი
|
ქულა
|
გოლი
|
ადგილი
| ||||||
ვერ გავიდა | ჯგუფი 7 | 15 | 14 - 13 | 3 | |||||||
ჯგუფი 2 | 5 | 8 - 18 | 6 | ||||||||
ჯგუფი 10 | 7 | 8 - 14 | 5 | ||||||||
ჯგუფი B | 10 | 16 - 19 | 6 | ||||||||
ჯგუფი F | 10 | 7 - 9 | 5 | ||||||||
ჯგუფი D | 9 | 10 - 16 | 5 | ||||||||
ჯგუფი D | 8 | 7 - 11 | 4 |
ერთა ლიგის შედეგები
უეფა-ს ერთა ლიგა | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
წელი | ლიგა | ჯგუფი | პოზ | თ | მ | ფ | წ | გტ | გშ | დ/დ | რ |
2018–19 | D | 1 | 1 | 6 | 5 | 1 | 0 | 12 | 2 | 40 | |
2020–21 | C | 2 | 3 | 6 | 1 | 4 | 1 | 6 | 6 | 42 | |
2022–23 | C | 4 | 1 | 6 | 5 | 1 | 0 | 16 | 3 | 33 | |
2024–25 | B | მოგვიანებით დადგინდება | |||||||||
ჯამში | 18 | 11 | 6 | 1 | 34 | 11 | 33 |
ამხანაგური მატჩები
2015–16
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | გოლები | შენიშვნა | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 25.03.2015 | თბილისი | საქართველო |
2–0 | [კომ. 1] | [8] | ||
2 | 08.06.2015 | ლინცი | უკრაინა |
2–1 | [კომ. 2] | [9] | ||
3 | 11.11.2015 | ტალინი | ესტონეთი |
3–0 | [კომ. 3] | [10] | ||
4 | 16.11.2015 | ტირანა | ალბანეთი |
2–2 | [კომ. 4] | [11] | ||
5 | 29.03.2016 | თბილისი | საქართველო |
1–1 | [კომ. 5] | [12] | ||
6 | 27.05.2016 | ველსი | სლოვაკეთი |
3–1 | [კომ. 6] | [13] | ||
7 | 03.06.2016 | ველსი | რუმინეთი |
5–1 | [კომ. 7] | [14] | ||
8 | 07.06.2016 | მადრიდი | ესპანეთი |
0–1 | [კომ. 8] | [15] |
2017
თარიღი | ტურნირი | ადგილი | მასპინძელი | შედეგი | სტუმარი | გოლები |
---|---|---|---|---|---|---|
23 იანვარი 2017
|
სევენს სთედიუმი,დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები | 2 – 2
|
ელდარ შომურადოვი | |||
25 იანვარი 2017
|
თეიაბ ავანა სთედიუმი, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები | 1 – 0
|
ჰამზა ალ დარდური | |||
28 მარტი 2017
|
დინამო არენა, თბილისი, საქართველო | 5 – 0
|
ჯანო ანანიძე | |||
7 ივნისი 2017
|
მიხეილ მესხი, თბილისი, საქართველო | 3 – 0
|
გიორგი არაბიძე | |||
10 ნოემბერი 2017
|
თენგიზ ბურჯანაძე, გორი, საქართველო | 1 – 0
|
გიორგი ქვილითაია | |||
13 ნოემბერი 2017
|
რამაზ შენგელია, ქუთაისი, საქართველო | 2 – 2
|
იგორ სტასევიჩი |
2018
თარიღი | ტურნირი | ადგილი | მასპინძელი | შედეგი | სტუმარი | გოლები |
---|---|---|---|---|---|---|
24 მარტი 2018
|
მიხეილ მესხის სტადიონი, თბილისი, საქართველო | 4 – 0
|
გიორგი პაპუნაშვილი გიორგი ქვილითაია ვაკო ყაზაიშვილი გიორგი ჩაკვეტაძე | |||
27 მარტი 2018
|
მიხეილ მესხის სტადიონი, თბილისი, საქართველო | 2 - 0
|
ჯიმი ტაბიძე ვაკო ყაზაიშვილი | |||
5 ივნისი 2018
|
1-0
|
ჯანო ანანიძე |
2019
თარიღი | ტურნირი | ადგილი | მასპინძელი | შედეგი | სტუმარი | გოლები |
---|---|---|---|---|---|---|
05 სექტემბერი 2019
|
ბაშაკშეჰირის ფათიჰ თერიმის სტადიონი, სტამბოლი, თურქეთი | 2-2
|
ჯანო ანანიძე | |||
19 ნოემბერი 2019
|
ალდო დროსინას სტადიონი, პულა, ხორვატია | 2-1
|
გიორგი პაპუაშვილი |
2021
თარიღი | ტურნირი | ადგილი | მასპინძელი | შედეგი | სტუმარი | გოლები |
---|---|---|---|---|---|---|
2 ივნისი 2021
|
ილიე ოანას სტადიონი, პლოიეშტი, რუმინეთი | 1 – 2
|
გიორგი მიქაუტაძე | |||
6 ივნისი 2021
|
დე გროლშ ვესტე, ენსხედე, ნიდერლანდები | 2 – 0
|
მემფის დეპაი | |||
8 სექტემბერი 2021
|
ვასილ ლევსკის ეროვნული სტადიონი, სოფია, ბულგარეთი | 4 – 1
|
ტოდორ ნედელევი | |||
15 ნოემბერი 2021
|
თენგიზ ბურჯანაძის სტადიონი, გორი, საქართველო | 1 – 0
|
დავით ვოლკოვი |
2022
თარიღი | ტურნირი | ადგილი | მასპინძელი | შედეგი | სტუმარი | გოლები |
---|---|---|---|---|---|---|
25 მარტი 2022
|
ბილინო პოლიეს სტადიონი, ზენიცა, ბოსნია და ჰერცეგოვინა | 0 – 1
|
ბუდუ ზივზივაძე | |||
29 მარტი 2022
|
ეარ ალბანია, ტირანა, ალბანეთი | 0 – 0
|
მსოფლიო 2018-ის შესარჩევი
ადგილი | გუნდი | თ | მ | ფ | წ | გბ | გბ | სხ | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 10 | 8 | 3 | 1 | 20 | 10 | 10 | 21 | |
2 | 10 | 5 | 4 | 1 | 12 | 6 | 6 | 19 | |
3 | 10 | 4 | 5 | 1 | 13 | 6 | 7 | 17 | |
4 | 10 | 4 | 3 | 3 | 14 | 12 | 2 | 15 | |
5 | 10 | 0 | 5 | 5 | 8 | 14 | (-6) | 5 | |
6 | 10 | 0 | 2 | 6 | 4 | 23 | (-19) | 2 |
მატჩები და შედეგები
5 სექტემბერი 2016 20:00 |
1 – 2 | დინამო არენა, თბილისი, საქართველო მაყურებელი: 35 000 მსაჯი: ალექსეი კულბაკოვი (ბელორუსი) | ||
---|---|---|---|---|
ჯანო ანანიძე |
Report (ფიფა) Report (უეფა) |
მარტინ ჰინტერეგერი მარკ იანკო |
6 ოქტომბერი, 2016 22:45 |
1 - 0 | ავივას სტადიონი,დუბლინი,ირლანდია მაყურებელი: 40 000 მსაჯი: მსაჯი:ტონი ჩაპრონი(საფრანგეთი) | ||
---|---|---|---|---|
შეიმუს კოულმენი |
Report (ფიფა) Report (უეფა) |
9 ოქტომბერი, 2016 20:00 |
1 – 1 | კარდიფ სიტის სტადიონი,კარდიფი,უელსი მაყურებელი: 33 000 მსაჯი: პაოლო მაზოლენი(იტალია) | ||
---|---|---|---|---|
გარეთ ბეილი |
Report (ფიფა) Report (უეფა) |
თორნიკე ოქრიაშვილი |
12 ნოემბერი 2016 21:00 |
1 – 1 | დინამო არენა,თბილისი,საქართველო მაყურებელი: 41 000 მსაჯი: გეორგი კაბაკოვი(ბულგარეთი) | ||
---|---|---|---|---|
ვაკო ყაზაიშვილი |
Report (ფიფა) Report (უეფა) |
გაცკანი |
24 მარტი 2017 21:00 |
1 – 3 | დინამო არენა,თბილისი,საქართველო მაყურებელი: 31 000 მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია) | ||
---|---|---|---|---|
ნიკა კაჭარავა |
Report (ფიფა) Report (უეფა) |
დუშან ტადიჩი ალექსანდრ მიტროვიჩი მიატ გაჩინოვიჩი |
11 ივნისი, 2017 20:00 |
2 – 2 | სტადიონ ზიმბრუ, კიშინიოვი, მოლდოვა მაყურებელი: 5 000 მსაჯი: ანდრეას ეკბერგი (შვედეთი) | ||
---|---|---|---|---|
რადუ გინსარი |
Report (ფიფა) Report (უეფა) |
გიორგი მერებაშვილი |
2 სექტემბერი, 2017 20:00 |
1 – 1 | დინამო არენა,თბილისი,საქართველო მაყურებელი: 20 000 მსაჯი: ივან კრუჟლიაკი (სლოვაკეთი) | ||
---|---|---|---|---|
ვალერი ყაზაიშვილი |
Report (ფიფა) Report (უეფა) |
შეინ დაფი |
5 სექტემბერი, 2017 22:45 |
1 – 1 | ერნსტ ჰაპელი, ვენა, ავტრია მაყურებელი: 13 000 მსაჯი: ორელ გრინფილდი (ისრაელი) | ||
---|---|---|---|---|
ლუის შაუბი |
Report (ფიფა) Report (უეფა) |
ვაკო გვილია |
6 ოქტომბერი, 2017 20:00 |
0 – 1 | დინამო არენა,თბილისი,საქართველო მაყურებელი: 20 000 მსაჯი: ხესუს ხილი (ესპანეთი) | ||
---|---|---|---|---|
Report (ფიფა) Report (უეფა) |
ტომ ლოურენსი |
9 ოქტომბერი, 2017 22:45 |
1 – 0 | რაიკო მიტიჩი, ბელგრადი, სერბეთი მაყურებელი: 50 000 მსაჯი: პაველ გილი (პოლონეთი) | ||
---|---|---|---|---|
ალექსანდრ პრაიოვიჩი |
Report (ფიფა) Report (უეფა) |
მსოფლიო 2022-ის შესარჩევი
ადგილი | გუნდი | თ | მ | ფ | წ | გბ | გბ | სხ | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 7 | 5 | 1 | 1 | 14 | 5 | +9 | 16 | |
2 | 7 | 5 | 0 | 2 | 12 | 5 | +7 | 15 | |
3 | 7 | 2 | 3 | 2 | 7 | 7 | 0 | 9 | |
4 | 8 | 2 | 1 | 5 | 6 | 12 | -6 | 7 | |
5 | 7 | 1 | 1 | 5 | 4 | 14 | -10 | 4 |
მატჩები და შედეგები
25 მარტი, 2021 20:45 |
1 - 0 | ფრენდს არენა, სოლნა მაყურებელი: 0 | ||
---|---|---|---|---|
კლაესონი ვ. |
Report (FIFA) Report (UEFA) |
28 მარტი, 2021 20:00 |
1 - 2 | დინამო არენა, თბილისი მაყურებელი: 16 000 | ||
---|---|---|---|---|
კვარაცხელია ხ. |
Report (FIFA) Report (UEFA) |
ტორესი ფ. ოლმო დ. |
31 მარტი, 2021 22:45 |
1 - 1 | ტოუმბა, თესალონიკი მაყურებელი: 0 | ||
---|---|---|---|---|
კაკაბაძე ო. |
Report (FIFA) Report (UEFA) |
კვარაცხელია ხ. |
2 სექტემბერი, 2021 20:00 |
0 - 1 | აჭარაბეთ არენა, ბათუმი მაყურებელი: 0 | ||
---|---|---|---|---|
Report (FIFA) Report (UEFA) |
მურიქი ვ. |
5 სექტემბერი, 2021 22:45 |
4 - 0 | ესტადიო ნუევო ვიერო, ბადახოზი მაყურებელი: 8 444 | ||
---|---|---|---|---|
გაია ხ. სოლერი კ. ტორესი ფ. სარაბია პ. |
Report (FIFA) Report (UEFA) |
9 ოქტომბერი, 2021 20:00 |
0 - 2 | აჭარაბეთ არენა, ბათუმი მაყურებელი: 0 | ||
---|---|---|---|---|
Report (FIFA) Report (UEFA) |
ბაკასეტასი ა. პელკასი დ. |
12 ოქტომბერი, 2021 22:45 |
1 - 2 | ფადილ ვოკრი, პრისტინა მაყურებელი: 3 550 | ||
---|---|---|---|---|
მურიქი ვ. |
Report (FIFA) Report (UEFA) |
ოქრიაშვილი თ. დავითაშვილი ზ. |
11 ნოემბერი, 2021 21:00 |
2 - 0 | აჭარაბეთ არენა, ბათუმი მაყურებელი: 3 800 | ||
---|---|---|---|---|
კვარაცხელია ხ. |
Report (FIFA) Report (UEFA) |
შემადგენლობა
ამჟამინდელი შემადგენლობა
შემადგენლობა შვედეთთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო და უზბეკეთთან ამხანაგური მატჩებისთვის 11 და 15 ნოემბერს, 2021 წელი.[16]
სახელი | დაბ. თარიღი | კლუბი | თამაში (გოლი) | დებიუტი |
---|---|---|---|---|
მეკარეები | ||||
გიორგი ლორია | 27 იანვარი, 1986 | 70 (0) | v. ესტონეთი, 27 მაისი, 2008 | |
ლაზარე კუპატაძე | 1 იანვარი, 1996 | 2 (0) | v. რუმინეთი, 2 ივნისი, 2021 | |
ლუკა გუგეშაშვილი | 29 მარტი, 1999 | 0 (0) | ||
მცველები | ||||
ოთარ კაკაბაძე | 27 ივნისი, 1995 | 45 (0) | v. გიბრალტარი, 8 ოქტომბერი, 2015 | |
დავით ხოჭოლავა | 8 თებერვალი, 1993 | 31 (0) | v. უზბეკეთი, 23 იანვარი, 2017 | |
ირაკლი აზაროვი | 21 თებერვალი, 2002 | 4 (0) | v. რუმინეთი, 2 ივნისი, 2021 | |
ლუკა ლოჩოშვილი | 29 მაისი, 1998 | 2 (0) | v. ესპანეთი, 5 სექტემბერი, 2021 | |
გურამ გიორბელიძე | 25 თებერვალი, 1996 | 8 (0) | v.შვედეთი, 25 მარტი, 2021 | |
გურამ კაშია | 4 ივლისი, 1987 | 90 (2) | v. მონტენეგრო 1 აპრილი, 2009 | |
ლაშა დვალი | 14 მაისი, 1995 | 22 (1) | v. გერმანია, 29 მარტი, 2015 | |
გრიგოლ ჩაბრაძე | 20 აპრილი, 1996 | 6 (0) | v. შვედეთი, 25 მარტი , 2021 | |
ნახევარმცველები | ||||
გიორგი აბურჯანია | 2 იანვარი, 1995 | 27 (1) | v. ყაზახეთი, 29 მარტი, 2016 | |
ზურიკო დავითაშვილი | 15 თებერვალი, 2001 | 12 (2) | v. სამხრეთ კორეა, 5 სექტემბერი, 2019 | |
საბა ლობჟანიძე | 18 დეკემბერი, 1994 | 21 (2) | v. უზბეკეთი, 23 იანვარი, 2017 | |
ვაკო გვილია | 24 მაისი, 1994 | 39 (3) | v. ირლანდია, 6 ოქტომბერი, 2016 | |
ვლადიმერ მამუჩაშვილი | 28 აგვისტო, 1997 | 3 (0) | v. ესპანეთი, 5 სექტემბერი, 2021 | |
ნიკოლოზ კვეკვესკირი | 29 მაისი, 1992 | 39 (0) | v. გიბრალტარი, 8 ოქტომბერი, 2015 | |
ჯაბა კანკავა (კაპიტანი) | 18 მარტი, 1986 | 101 (10) | v.ალბანეთი, 8 სექტემბერი, 2004 | |
გიორგი წიტაიშვილი | 18 ნოემბერი, 2000 | 3 (0) | v. კოსოვო, 2 სექტემბერი, 2021 | |
ხვიჩა კვარაცხელია | 12 თებერვალი, 2001 | 10 (3) | v.გიბრალტარი, 7 ივნისი, 2019 | |
ვაკო ყაზაიშვილი | 29 იანვარი, 1993 | 54 (11) | v. ლიხტენშტაინი, 5 მარტი, 2014 | |
გიორგი ჩაკვეტაძე | 29 აგვისტო, 1999 | 13 (5) | v. ლიეტუვა, 24 მარტი, 2018 | |
თავდამსხმელები | ||||
ნიკოლოზ კაჭარავა | 13 იანვარი, 1994 | 19 (3) | v. ყაზახეთი, 29 მარტი, 2016 | |
თორნიკე ოქრიაშვილი | 12 თებერვალი, 1992 | 34 (8) | v. სლოვენია, 17 ნოემბერი, 2010 | |
დავით ვოლკოვი[17] | 3 ივნისი, 1995 | 0 (0) |
სტატისტიკა
გამოძახებულები ბოლო 12 თვის მანძილზე.
ფორმა
საშინაო
საგარეო
რეკორდები
ჩატარებული მატჩები
№ | ფეხბურთელი | მატჩი | გოლი | პერიოდი |
---|---|---|---|---|
1 | გურამ კაშია | 110 | 3 | 2009– |
2 | ჯაბა კანკავა | 100 | 10 | 2004–2021 |
ლევან კობიაშვილი | 100 | 12 | 1996–2011 | |
4 | ზურაბ ხიზანიშვილი | 92 | 1 | 1999–2015 |
5 | კახა კალაძე | 83 | 1 | 1996–2011 |
6 | გიორგი ლორია | 78 | 0 | 2008– |
7 | გიორგი ნემსაძე | 69 | 0 | 1992–2004 |
8 | ალექსანდრე იაშვილი | 67 | 15 | 1996–2011 |
9 | გოჩა ჯამარაული | 62 | 6 | 1994–2004 |
ვალერი ყაზაიშვილი | 62 | 13 | 2014– |
ბომბარდირები
№ | ფეხბურთელი | გოლი | მატჩი | საშ. | პერიოდი |
---|---|---|---|---|---|
1 | შოთა არველაძე | 26 | 61 | 0.43 | 1992–2007 |
2 | თემურ ქეცბაია | 17 | 52 | 0.33 | 1990–2003 |
3 | ხვიჩა კვარაცხელია | 15 | 28 | 0.54 | 2019– |
ალექსანდრე იაშვილი | 15 | 67 | 0.22 | 1996–2011 | |
5 | თორნიკე ოქრიაშვილი | 13 | 50 | 0.26 | 2010– |
ვალერი ყაზაიშვილი | 13 | 62 | 0.21 | 2014– | |
7 | გიორგი დემეტრაძე | 12 | 56 | 0.21 | 1996–2007 |
ლევან კობიაშვილი | 12 | 100 | 0.12 | 1996–2011 | |
9 | ჯაბა კანკავა | 10 | 100 | 0.1 | 2004–2021 |
10 | გიორგი მიქაუტაძე | 9 | 22 | 0.41 | 2021– |
მიხეილ ყაველაშვილი | 9 | 46 | 0.2 | 1991–2002 |
მთავარი მწვრთნელები
2023 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით[18]
კაპიტნები
- გელა კეტაშვილი (1990)
- კახა ცხადაძე (1991)
- გია ჯიშკარიანი (1991-1994)
- კახა ცხადაძე (1994-1998), ვიცე-კაპიტანი - მურთაზ შელია
- გიორგი ნემსაძე (1998-2004), ვიცე-კაპიტანი - თემურ ქეცბაია
- კახა კალაძე (2004-2011), ვიცე-კაპიტანი - ლევან კობიაშვილი
- ზურაბ ხიზანიშვილი (2011), ვიცე-კაპიტანი - ჯაბა კანკავა
- ჯაბა კანკავა (2011-2021), ვიცე-კაპიტანი - ალექსანდრე ამისულაშვილი (2016-მდე), გურამ კაშია
- გურამ კაშია (2021-)
კაპიტნების სტატისტიკა
საქართველოს ნაკრების კაპიტნების სტატისტიკა 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით.[19]
მოთამაშე | სანაკრებო წლები | ჩატარებული მატჩები | საკაპიტნო მატჩები | პირველი კაპიტნობა | ბოლო კაპიტნობა |
---|---|---|---|---|---|
ჯაბა კანკავა | 2004–2021 | 73 | 62 | 15.08.2011 | 09.20.2021 |
კახა კალაძე | 1996–2011 | 83 | 50 | 04.09.1999 | 11.10.2011 |
გიორგი ნემსაძე | 1992–2004 | 69 | 42 | 24.09.1997 | 21.02.2004 |
გურამ კაშია | 2009– | 65 | 25 | 06.02.2013 | |
კახა ცხადაძე | 1991–1998 | 25 | 21 | 02.07.1991 | 11.10.1997 |
ლევან კობიაშვილი | 1996–2011 | 100 | 16 | 01.03.2006 | 25.05.2010 |
ზურაბ ხიზანიშვილი | 1999-2013 | 93 | 8 | 07.02.2007 | 24.05.2012 |
ალექსანდრე ამისულაშვილი | 2003–2016 | 50 | 8 | 14.11.2012 | 05.09.2016 |
გოჩა ჯამარაული | 1994–2004 | 62 | 6 | 26.06.1994 | 13.10.2004 |
თემურ ქეცბაია | 1992–2003 | 49 | 6? | 15.11.1995 | 27.03.2002 |
მურთაზ შელია | 1994–1998 | 29 | 5 | 12.02.1994 | 11.10.1995 |
გია ჯიშკარიანი | 1991–1994 | 9 | 4 | 02.09.1992 | 25.05.1993 |