ტურუხტანი
იერსახე
ტურუხტანი | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
| ||||||||
ლათინური სახელი | ||||||||
Philomachus pugnax | ||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22693468 | ||||||||
|
ტურუხტანი (ლათ. Philomachus pugnax) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 26 სმ, მასა 100-170 გ აღწევს. გავრცელებულია ევროპისა და აზიის ტუნდრასა და ტყე-ტუნდრაში. ზამთრობს აფრიკასა და სამხრეთ აზიაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას. ბუდობს ნიადაგზე (ნესტიან მდელოსა ან ჭაობზე). დებს 4 კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 21 დღე-ღამე. იკვებება მწერებითა და სხვა უხერხემლოებით, იშვიათად — მარცვლოვანი მცენარეებით. სპორტული ნადირობის ობიექტია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 80.