[go: nahoru, domu]

შინაარსზე გადასვლა

ენსო ტროსერო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენსო ტროსერო
ფაილი:Enzo Trossero (born 23 May 1953) — Argentina NFT Defender (1977–1985).jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ენსო ექტორ ტროსერო [1]
დაბადების
თარიღი
23 მაისი, 1953 (1953-05-23) (71 წლის)
დაბადების
ადგილი
ესმერალდა, სანტა-ფე, არგენტინა
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1971–1972 სპორტივო ბელგრანო ? (?)
1972–1975 კოლონი 101 (3)
1975–1986 ინდეპენდიენტე 308 (55)
1979–1981   ნანტი 69 (12)
1986 ტოლუკა ? (?)
1986–1987 ესტუდიანტესი 20 (4)
1987–1988 სიონი ? (?)
1989 ესტუდიანტესი 0 (0)
ეროვნული ნაკრები
1979–1985 არგენტინა 26 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1987–1989 არგენტინა 20-წლამდე (ასისტენტი)
1989–1990 არგენტინა 16-წლამდე (ასისტენტი)
1990–1992 სიონი
1992–1994 ურაკანი
1994–1995 ესტუდიანტესი
1995–1997 კოლონი
1997–1998 სან-მარტინი
1999 ლუგანო
1999–2000 ინდეპენდიენტე
2000–2001 შვეიცარია
2002 ტალერესი
2004–2007 მუნისიპალი
2007–2009 ალ-შაბაბი
2009 გოდოი-კრუსი
2009 ალ-იტიჰადი
2009 ალ-შაბაბი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ენსო ექტორ ტროსერო (ესპ. Enzo Héctor Trossero; დ. 23 მაისი, 1953, ესმერალდა, სანტა-ფე, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე. 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.[2][3][4]

საფეხბურთო კარიერა 1971 წელს, საფეხბურთო კლუბ „სპორტივო ბელგრანოს“ რიგებში დაიწყო.

1972–1975 წლებში არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „კოლონის“ შემადგენლობაშია. „კოლონის“ მაისურით პირველად 1972 წლის 21 აპრილს, „რივერ პლეიტის“ წინააღმდეგ მეტროპოლიტანოს ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩში გამოვიდა მინდორზე.[5][6][7] პირველი ბურთი 1973 წლის 29 აპრილს, მეტროპოლიტანოს მე-10 ტურის მატჩში „ფერო კარილ ოესტეს“ გაუტანა.[8][9] ბოლოჯერ მეტოქის კარი 1974 წლის 24 მარტს მეტროპოლიტანოს მე-9 ტურის შეხვედრაში აიღო. ამ დღეს ტროსეროს გუნდმა „ბოკა ხუნიორსს“ უმასპინძლა და ანგარიშით 4–1 დაამარცხა.[10][11] უკანასკნელად „კოლონის“ რიგებში 1975 წლის 5 მარტს, სტუმრად, „ურაკანის“ წინააღმდეგ გამართულ მეტროპოლიტანოს მე-5 ტურის მატჩში გამოვიდა.[12][13] საერთო ჯამში არგენტინის ჩემპიონატის ფარგლებში „კოლონის“ შემადგენლობაში 101 შეხვედრა ჩაატარა და 3 ბურთი გაიტანა.

1975–1986 წლებში არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „ინდეპენდიენტეს“ ღირსებას იცავს, რომლის მაისურით პირველად 1975 წლის 24 სექტემბერს, კორდოვის „ბელგრანოს“ წინააღმდეგ ნასიონალის ჩემპიონატის მე-2 ტურის გასვლით შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე.[14] მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2–0 დამთავრდა.[15] პირველი გოლი 1976 წლის 15 თებერვალს, მეტროპოლიტანოს პირველი ტურის გასვლით შეხვედრაში „ურაკანს“ გაუტანა.[16] მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დამთავრდა.[17] ლიბერტადორესის თასის გათამაშებაზე „ინდეპენდიენტეს“ რიგებში პირველად 1976 წლის 13 მაისს, „რივერ პლეიტის“ წინააღმდეგ ითამაშა.[18] მატჩი ბუენოს-აირესში გაიმართა და უგოლო ფრით დასრულდა.[19] „ინდეპენდიენტე“ ასეთი შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე: კიროგა, სორია, ვილავერდე, ტროსერო, პავონი, როხასი, სემენევიჩი, ბოჩინი, ბერტონი, ასტეგიანო და საგიორატო. მეტოქე გუნდის შემადგენლობაში სხვა ფეხბურთელებთან ერთად ფილოლი, პასარელა, ალონსო და ლუკე თამაშობდნენ.[20] ლიბერტადორესის თასის გათამაშებაზე „ინდეპენდიენტეს“ მაისურით პირველი გოლი 1978 წლის 30 ივნისს, ეკვადორული საფეხბურთო კლუბის კიტოს „ელ ნასიონალის“ კარში გაიტანა.[კომ. 1][21] მატჩი კიტოში გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დამთავრდა.[22] ლიბერტადორესის თასის გათამაშებაზე „ინდეპენდიენტეს“ რიგებში უკანასკნელად 1984 წლის 27 ივლისს, საკუთარ მოედანზე, „გრემიოს“ წინააღმდეგ გამართულ ტურნირის განმეორებით ფინალურ მატჩში გამოვიდა.[23][24]

„ინდეპენდიენტედან“ იჯარით საფრანგეთში გადაინაცვლა და საფრანგეთის პირველი დივიზიონის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „ნანტის“ რიგებში განაგრძო საკლუბო კარიერა, სადაც 1979–1981 წლების განმავლობაში საფრანგეთის პირველი დივიზიონის ფარგლებში ჩატარებულ 69 მატჩში 12 გოლი გაიტანა.[25][26]

„ნანტმა“, როგორც 1979 წლის საფრანგეთის თასის მფლობელმა, ევროპის თასების მფლობელთა თასზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. სწორედ აღნიშნული თასის გათამაშებას უკავშირდება ტროსეროს საკლუბო კარიერაში ევროთასებზე ასპარეზობის დებიუტი. პირველად ფრანგული კლუბის შემადგენლობაში 1979–80 წლების ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშების პირველი წრის შეხვედრაში ჩრდილოეთ ირლანდიურ საფეხბურთო კლუბ ბელფასტის „კლიფტონვილის“ წინააღმდეგ ითამაშა. „ნანტი“ ასეთი შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე: ჟან-პოლ ბერტრან-დემანი, ენსო ტროსერო, მაქსიმ ბოსი, პატრის რიო, ოსკარ მიულერი, ტიერი ტიუსო, ანრი მიშელი, ჟილ რამპიონი, ვიქტორ ტროსერო, ლოიკ ამისი და ბრუნო ბარონკელი. შეხვედრა 1979 წლის 19 სექტემბერს ბელფასტში, „სოლიტუდის“ სტადიონზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1–0 დამთავრდა.[27] ქვემოთ მოყვანილია ენსო ტროსეროს მიერ თასების თასზე ჩატარებული მატჩები „ნანტის“ შემადგენლობაში.

თარიღი ადგილი მასპინძელი ანგარიში სტუმარი შეჯიბრება შენიშვნა წყარო
1 19.09.1979 „კლიფტონვილი“ ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა 0–1 საფრანგეთის დროშა „ნანტი“ [28]
2 03.10.1979 „ნანტი“ საფრანგეთის დროშა 7–0 ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა „კლიფტონვილი“ [29]
3 24.10.1979 „ნანტი“ საფრანგეთის დროშა 3–2 რუმინეთის დროშა „სტიაუა“ [30]
4 05.03.1980 „დინამო“ მოსკოვი რსფსრ-ის დროშა 0–2 საფრანგეთის დროშა „ნანტი“ [31]
5 19.03.1980 „ნანტი“ საფრანგეთის დროშა 2–3 რსფსრ-ის დროშა „დინამო“ მოსკოვი [32]
6 09.04.1980 „ნანტი“ საფრანგეთის დროშა 2–1 ესპანეთის დროშა „ვალენსია“ [33]
7 23.04.1980 „ვალენსია“ ესპანეთის დროშა 4–0 საფრანგეთის დროშა „ნანტი“ [34]

არგენტინელი მცველისთვის წარმატებული გამოდგა ნანტელთა რიგებში გატარებული პირველივე 1979–80 წლების სეზონი, როდესაც გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. ამ სეზონზე მან კლუბის მიერ საფრანგეთის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებულ 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა. „ნანტმა“ 38 მატჩიდან 26 მოიგო, 7 დათმო, 5 ფრედ დაამთავრა, 57 ქულით სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა და ორწლიანი შესვენების შემდეგ ევროპის ჩემპიონთა თასზე გამოსვლის უფლება კვლავ მოიპოვა.[35]

პირველად ფრანგული კლუბის შემადგენლობაში 1980–81 წლების ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშების პირველი წრის განმეორებით შეხვედრაში ჩრდილოეთ ირლანდიურ საფეხბურთო კლუბ ბელფასტის „ლინფილდის“ წინააღმდეგ ითამაშა. „ნანტი“ ასეთი შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე: ჟან-პოლ ბერტრან-დემანი, პატრის რიო, მაქსიმ ბოსი, ენსო ტროსერო, ტიერი ტიუსო, ანრი მიშელი, ფაბრის პულანი, ჟილ რამპიონი, ჟოზე ტურე, ლოიკ ამისი და ბრუნო ბარონკელი. შეხვედრა 1980 წლის 1 ოქტომბერს ნანტში, „ბოჟუარის“ სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2–0 დამთავრდა.[36] ქვემოთ მოყვანილია ენსო ტროსეროს მიერ ჩემპიონთა თასზე ჩატარებული მატჩები „ნანტის“ შემადგენლობაში.

თარიღი ადგილი მასპინძელი ანგარიში სტუმარი შეჯიბრება შენიშვნა წყარო
1 01.10.1980 „ნანტი“ საფრანგეთის დროშა 2–0 ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა „ლინფილდი“
გოლი 49'
[37]
2 22.10.1980 „ნანტი“ საფრანგეთის დროშა 1–2 იტალიის დროშა „ინტერი“ მილანი [38][39]
3 05.11.1980 „ინტერი“ მილანი იტალიის დროშა 1–1 საფრანგეთის დროშა „ნანტი“ [40][41]

1980–81 წლების სეზონზე გუნდთან ერთად საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონი ხდება. ამ სეზონზე მან კლუბის მიერ საფრანგეთის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებულ 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და კვლავ 6 გოლი გაიტანა. „ნანტმა“ 38 მატჩიდან 22 მოიგო, 5 დათმო, 11 ფრედ დაამთავრა, 55 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა და სულ ორი ქულით ჩამორჩა ჩემპიონატის გამარჯვებულ „სენტ-ეტიენს“, ამასთან უეფა-ს თასზე გამოსვლის უფლებაც მოიპოვა, სადაც კლუბმა ბოლოს 1978–79 წლების გათამაშებაზე იასპარეზა.

1979–1985 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 26 შეხვედრა ჩაატარა, რომლის მაისურით პირველად 1979 წლის 22 მაისს, ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ფიფა-ს საიუბილეო თარიღისადმი[კომ. 2] მიძღვნილ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი ბერნის სტადიონ „ვანკდორფზე“ გაიმართა, რომლის ძირითად და დამატებითი დროში გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს, ხოლო პენალტების სერიაში, სადაც პირველი გოლი სწორედ ენსო ტროსერომ გაიტანა,[კომ. 3] არგენტინელებმა ანგარიშით 8–7 გაიმარჯვეს.[42][43] მომდევნო შეხვედრა იმავე წლის 29 მაისს, ირლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გაეროს ბავშვთა ფონდის ეგიდით გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ არაოფიციალურ საქველმოქმედო შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: ფილოლი, ოლგინი, ტარანტინი, ენსო ტროსერო, ხუან ბარბასი, ოვიედო, ვალენსია, ჰაუსმანი, ნორბერტო ოუტესი, უგო პეროტი, ოსვალდო რინალდი და უგო ვილიავერდე. მატჩი დუბლინში, „ლენსდაუნ როუდზე“ გაიმართა და ფრედ, ანგარიშით 0–0 დასრულდა.[44][45] ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1985 წლის 17 ნოემბერს, მექსიკის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი პუებლაში გაიმართა და მისი სადებიუტო შეხვედრის მსგავსად, ფრედ — ამჯერად, ანგარიშით 1–1 დასრულდა.[46]

თარიღი ადგილი მასპინძელი ანგარიში სტუმარი შეჯიბრება შენიშვნა წყარო
1 22.05.1979 არგენტინა არგენტინის დროშა 0–0 ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
(1)შეცვლაზე შესვლა after 85 წუთი 85'
[47]
2 29.05.1979 ირლანდია ირლანდიის დროშა 0–0 არგენტინის დროშა არგენტინა
Booked after ? minutes ?'
[48]
3 02.06.1979 შოტლანდია შოტლანდიის დროშა 1–3 არგენტინის დროშა არგენტინა
შეცვლაზე შესვლა after 20 წუთი 20'
[49]
4 09.03.1982 არგენტინა არგენტინის დროშა 0–0 ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია [50]
5 12.05.1983 ჩილე ჩილეს დროშა 2–2 არგენტინის დროშა არგენტინა [51][52]
6 23.06.1983 არგენტინა არგენტინის დროშა 1–0 ჩილეს დროშა ჩილე [53]
7 14.07.1983 პარაგვაი პარაგვაის დროშა 1–0 არგენტინის დროშა არგენტინა
ბოგადოს თასი
(2)
[54][55]
8 24.08.1983 არგენტინა არგენტინის დროშა 1–0 ბრაზილიის დროშა ბრაზილია [56]
9 07.09.1983 არგენტინა არგენტინის დროშა 2–2 ეკვადორის დროშა ეკვადორი [57]
10 14.09.1983 ბრაზილია ბრაზილიის დროშა 0–0 არგენტინის დროშა არგენტინა [58]
11 17.06.1984 ბრაზილია ბრაზილიის დროშა 0–0 არგენტინის დროშა არგენტინა [59]
12 18.07.1984 ურუგვაი ურუგვაის დროშა 1–0 არგენტინის დროშა არგენტინა
(3)
[60][61]
13 02.08.1984 არგენტინა არგენტინის დროშა 0–0 ურუგვაის დროშა ურუგვაი
(4)
[62][63]
14 24.08.1984 კოლუმბია კოლუმბიის დროშა 1–0 არგენტინის დროშა არგენტინა
[64]
15 05.09.1984 ბელგია ბელგიის დროშა 0–2 არგენტინის დროშა არგენტინა
[65]
16 12.09.1984 გფრ გერმანიის დროშა 1–3 არგენტინის დროშა არგენტინა [66]
17 18.09.1984 მექსიკა მექსიკის დროშა 1–1 არგენტინის დროშა არგენტინა
[67]
18 25.10.1984 არგენტინა არგენტინის დროშა 1–1 მექსიკის დროშა მექსიკა
[68]
19 05.05.1985 ბრაზილია ბრაზილიის დროშა 2–1 არგენტინის დროშა არგენტინა
შეცვლაზე შესვლა after 64 წუთი 64'
[69]
20 26.05.1985 ვენესუელა ვენესუელის დროშა 2–3 არგენტინის დროშა არგენტინა [70][71]
21 02.06.1985 კოლუმბია კოლუმბიის დროშა 1–3 არგენტინის დროშა არგენტინა [72][73]
22 09.06.1985 არგენტინა არგენტინის დროშა 3–0 ვენესუელის დროშა ვენესუელა [74][75]
23 16.06.1985 არგენტინა არგენტინის დროშა 1–0 კოლუმბიის დროშა კოლუმბია [76][77]
24 23.06.1985 პერუ პერუს დროშა 1–0 არგენტინის დროშა არგენტინა [78][79]
25 30.06.1985 არგენტინა არგენტინის დროშა 2–2 პერუს დროშა პერუ [80][81]
26 17.11.1985 მექსიკა მექსიკის დროშა 1–1 არგენტინის დროშა არგენტინა [82]

სამწვრთნელო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, სამწვრთნელო კარიერის დაწყება გადაწყვიტა. 1987–1989 წლებში არგენტინის 20-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, 1989–1990 წლებში არგენტინის 16-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.

კლუბი დივიზიონი სეზონი ლიგა თასი (1) საერთ (2) ჯამში (3)
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
კოლონი
დროშა: არგენტინა არგენტინა
1.ª 1972 29 0 - - - - 29 0
1973 35 2 - - - - 35 2
1974 33 1 - - - - 33 1
1975 5 0 - - - - 5 0
სულ 102 3 0 0 0 0 102 3
ინდეპენდიენტე
დროშა: არგენტინა არგენტინა
1.ª 1975 14 0 - - - - 14 0
1976 41 3 - - 7 0 48 3
1977 59 14 - - - - 59 14
1978 33 9 - - 7 1 40 10
1979 15 3 - - 10 0 25 3
1981 26 10 - - - - 26 10
1982 34 11 - - - - 34 11
1983 46 3 - - - - 46 3
1984 30 2 - - 13 0 43 2
1985 9 0 - - - - 9 0
1985-86 1 0 - - - - 1 0
სულ 308 55 0 0 37 1 345 56
ნანტი
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
1.ª 1979-80 35 6 3 0 7 0 45 6
1980-81 34 6 5 1 3 1 42 8
სულ 69 12 8 1 10 1 87 14
ტოლუკა
მექსიკის დროშა მექსიკა
1.ª 1985-86 1 0 - - - - 1 0
სულ 1 0 0 0 0 0 1 0
ესტუდიანტესი
დროშა: არგენტინა არგენტინა
1.ª 1986-87 20 4 - - - - 20 4
სულ 20 4 0 0 0 0 20 4
სულ ჯამში 500 74 49 2
ეროვნული
ნაკრები
წლები ამხანაგური შესარჩევი კოპა ამერიკა სხვა ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
არგენტინა
არგენტინის დროშა
1979 3 0 - - - - - - 3 0
1982 1 0 - - - - - - 1 0
1983 0 0 - - 3 0 3 0 6 0
1984 8 0 - - - - - - 8 0
1985 2 0 6 0 - - - - 8 0
სულ ჯამში 14 0 6 0 3 0 3 0 26 0
ინდეპენდიენტე
ნანტი
სიონი
მუნისიპალი
  • გვატემალის ეროვნული ლიგა: 2004, 2005, 2006
  • გვატემალის თასი: 2004
ალ-შაბაბი
  • საუდის არაბეთის ჩემპიონთა სამეფო თასი: 2009

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სოციალური ქსელები
Instagram
თემატური საიტები
AFS · BDFA · BeSoccer · Eurosport · FBref.com · FootballDatabase.eu · Footballfacts · Football World Rankings დაარქივებული 2021-08-03 საიტზე Wayback Machine. · Global Sports Archive · National Football Teams.com · Pari-et-gagne.com · Pes Miti del Calcio · PlaymakerStats.com · Soccerway · Solofutbol.cl · Transfermarkt (P) · Transfermarkt (M) · WorldFootball.net
მედია
BBC · El Gráfico
  1. „ელ ნასიონალი“ (ესპ. Club Deportivo El Nacional) — ეკვადორული საფეხბურთო კლუბი ქალაქ კიტოდან.
  2. ეს იყო ფიფა-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართული საფეხბურთო შეხვედრა.
  3. შენიშვნა: სატელევიზიო ჩანაწერში ენსო ტროსეროს ნაცვლად შეცდომით მითითებულია ოვიედოს გვარი (18 Oviedo). Note: On Televsion scrolls, the substitute Trossero was mistakingly referred as Miguel Oviedo.
  4. აღნიშნული წყაროს შეჯიბრების გრაფაში ფელიქს ბოგადოს თასის (ესპ. Copa Félix Bogado) ნაცვლად შეცდომით მითითებულია — Competition: Rosa Chevallier (ესპ. Copa Rosa Chevallier Boutell — La Copa Rosa Chevallier Boutell fue un certamen amistoso de fútbol disputado por las selecciones nacionales de Argentina y Paraguay, entre 1923 y 1971), ხოლო თარიღის გრაფაში 14 ივლისის ნაცვლად 15 ივლისი.
  5. აღნიშნული წყაროს შეჯიბრების გრაფაში შეცდომით მითითებულია — ნიუტონის თასი (Competition: Copa Newton). სინამდვილეში ეს იყო ეროვნულ ნაკრებთა მორიგი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი (International Friendly). ნიუტონის თასზე ბოლო შეხვედრა არგენტინისა და ურუგვაის ეროვნულ გუნდებს შორის შედგა 1976 წლის 9 ივნისს, მონტევიდეოს „სენტენარიოზე“ და არგენტინელთა გამარჯვებით 3–0 დამთავრდა. ბურთები ლუკემ (2'), კემპესმა (11') და ჰაუსმანმა (28') გაიტანეს.
  6. აღნიშნული წყაროს შეჯიბრების გრაფაში შეცდომით მითითებულია — ლიპტონის თასი (Competition: Copa Lipton). სინამდვილეში ეს იყო ეროვნულ ნაკრებთა მორიგი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი (International Friendly). ლიპტონის თასზე 1976–1992 წლებს შორის არცერთი შეხვედრა არ შემდგარა.
  7. Team of Argentina that played Chile in Santiago, the first match coached by Carlos Bilardo. Fltr (standing): Carlos Arregui, Julio Olarticoechea, Oscar Ruggeri, Claudio Marangoni, Enzo Trossero, Ubaldo Fillol; (down): Gabriel Calderón, Ricardo Giusti, Ricardo Gareca, Norberto Alonso, Jorge Burruchaga. The match score was 2–2 (Alonso, 2). 12 May 1983.
  1. Enzo Trossero — Argentina NFT Defender. Panini. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-02. ციტირების თარიღი: 2022-05-04.
  2. არგენტინის შემადგენლობა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-02. ციტირების თარიღი: 2022-05-04.
  3. Argentine Squads in the World Cups (World Cup 1982).
  4. Enzo Trossero in the World Cups.
  5. Enzo Héctor Trossero · Debut en Colon (Santa Fe): 21-4-1972. დაარქივებულია ორიგინალიდან — 02-03-2021. ციტირების თარიღი: 04-05-2022.
  6. La previa de River Plate vs. Colón. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-07. ციტირების თარიღი: 2022-05-04.
  7. Argentina - First Level 1972 · Campeonato Metropolitano.
  8. Enzo Héctor Trossero · Primer Gol:29-4-1973 (M). დაარქივებულია ორიგინალიდან — 02-03-2021. ციტირების თარიღი: 04-05-2022.
  9. 10th Round. Colón (SF) 2-0 Ferro Carril Oeste.
  10. Enzo Héctor Trossero · Ultimo Gol:24-3-1974 (M). დაარქივებულია ორიგინალიდან — 02-03-2021. ციტირების თარიღი: 04-05-2022.
  11. Round 9. Colón 4–1 Boca Juniors.
  12. Enzo Héctor Trossero · Ultimo Partido:5-3-1975 (M). დაარქივებულია ორიგინალიდან — 02-03-2021. ციტირების თარიღი: 04-05-2022.
  13. Round 5. Huracán (Buenos Aires) 1–0 Colón.
  14. Debut en Independiente:24-9-1975 (N). დაარქივებულია ორიგინალიდან — 02-03-2021. ციტირების თარიღი: 04-05-2022.
  15. Round 2. Belgrano (Córdoba) 0–2 Independiente (Avellaneda).
  16. Primer Gol:15-2-1976 (M) (1°F) Huracan:2 vs Independiente:1. დაარქივებულია ორიგინალიდან — 02-03-2021. ციტირების თარიღი: 04-05-2022.
  17. Round 1. Huracán (Buenos Aires) 2–1 Independiente (Avellaneda).
  18. Debut en Copa Libertadores:13-5-1976 River Plate:0 vs Independiente:0. დაარქივებულია ორიგინალიდან — 02-03-2021. ციტირების თარიღი: 04-05-2022.
  19. Copa Libertadores de América 1976 · River Plate 0–0 Independiente.
  20. 1976 Copa Libertadores · River 0–0 Independiente. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-09. ციტირების თარიღი: 2022-05-04.
  21. Primer Gol:30-6-1978 El Nacional (Ecuador):1 vs Independiente:2 (1 gol). დაარქივებულია ორიგინალიდან — 02-03-2021. ციტირების თარიღი: 04-05-2022.
  22. Copa Libertadores de América 1978 · El Nacional 1–2 Independiente.
  23. Ultimo Partido:27-7-1984 (Final) Independiente:0 vs Gremio:0. დაარქივებულია ორიგინალიდან — 02-03-2021. ციტირების თარიღი: 04-05-2022.
  24. Copa Libertadores de América 1984 · Grêmio 0–1 Independiente.
  25. Enzo Trossero. pari-et-gagne.com.
  26. Enzo Trossero. FC Nantes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-18. ციტირების თარიღი: 2022-05-04.
  27. Cliftonville 0–1 FC Nantes / 19.09.1979. sharkscores.com
  28. Cliftonville FC 0–1 FC Nantes / 19.09.1979. Transfermarkt
  29. FC Nantes 7–0 Cliftonville FC / 03.10.1979. Transfermarkt
  30. FC Nantes 3–2 Steaua Bukarest / 24.10.1979. Transfermarkt
  31. Dynamo Moskau 0–2 FC Nantes / 05.03.1980. Transfermarkt
  32. FC Nantes 2–3 Dynamo Moskau / 19.03.1980. Transfermarkt
  33. FC Nantes 2–1 FC Valencia / 09.04.1980. Transfermarkt
  34. FC Valencia 4–0 FC Nantes / 23.04.1980. Transfermarkt
  35. Enzo Trossero · Champion (1): 1979/80 (FC Nantes). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-18. ციტირების თარიღი: 2022-05-04.
  36. FC Nantes 2–0 Linfield, 1 Oct 1980. UEFA.com.
  37. FC Nantes 2–0 Linfield, 01.10.1980.
  38. FC Nantes 1–2 FC Internazionale, 22.10.1980.
  39. Nantes 1–2 Internazionale, 22 Oct 1980.
  40. FC Internazionale 1–1 FC Nantes, 05.11.1980.
  41. Internazionale 1–1 Nantes, 5 Nov 1980.
  42. Argentina 0-0 (pen. 8-7) Netherlands, 22 May 1979.
  43. 22/05/1979 Argentina v Netherlands.
  44. 29.05.1979. Dublin. Ireland 0–0 Argentina.
  45. Republic of Ireland vs Argentina. 29-May-79. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-11. ციტირების თარიღი: 2022-05-04.
  46. 1985 (November 17) Mexico 1-Argentina 1 (Friendly).
  47. Argentina 0–0 Netherlands, 22 May 1979.
  48. Republic of Ireland 0–0 Argentina, 29 May 1979.
  49. Scotland 1–3 Argentina, 02 June 1979.
  50. Argentina 0–0 Czechoslovakia, 09 March 1982.
  51. Chile 2–2 Argentina, 12 May 1983.
  52. Amistoso Internacional - Chile vs. Argentina, 12 de Mayo de 1983.
  53. Argentina 1–0 Chile, 23 June 1983.
  54. Paraguay » Fixtures & Results 1983.
  55. Bogado Cup 1983 (14 Jul. Asunción. Paraguay 1-0 Argentina).
  56. Argentina 1–0 Brazil, 24 August 1983.
  57. Argentina 2–2 Ecuador, 07 September 1983.
  58. Brazil 0–0 Argentina, 14 September 1983.
  59. Brazil 0–0 Argentina, 17 June 1984.
  60. Uruguay 1–0 Argentina, 18 July 1984.
  61. 1984 (July 18) Uruguay 1-Argentina 0 (Friendly).
  62. Argentina 0–0 Uruguay, 02 August 1984.
  63. 1984 (August 2) Argentina 0-Uruguay 0 (Friendly).
  64. Colombia 1–0 Argentina, 24 August 1984.
  65. Belgium 0–2 Argentina, 05 September 1984.
  66. West Germany 1–3 Argentina, 12 September 1984.
  67. Mexico 1–1 Argentina, 18 September 1984.
  68. Argentina 1–1 Mexico, 25 October 1984.
  69. Brazil v Argentina, 05 May 1985.
  70. Venezuela 2–3 Argentina, 26 May 1985.
  71. Venezuela 2–3 Argentina, 26.05.1985.
  72. Colombia 1–3 Argentina, 02 June 1985.
  73. Colombia 1–3 Argentina, 02.06.1985.
  74. Argentina 3–0 Venezuela, 09 June 1985.
  75. Argentina 3–0 Venezuela, 09.06.1985.
  76. Argentina 1–0 Colombia, 16 June 1985.
  77. Argentina 1–0 Colombia, 16.06.1985.
  78. Peru 1–0 Argentina, 23 June 1985.
  79. Peru 1–0 Argentina, 23.06.1985.
  80. Argentina 2–2 Peru, 30 June 1985.
  81. Argentina 2–2 Peru, 30.06.1985.
  82. Mexico 1–1 Argentina, 17 November 1985.
  83. Copa Félix Bogado 1983 (14 Jul. Asunción. Paraguay 1-0 Argentina).
  84. World Football Elo Ratings: Paraguay.
  85. Paraguay v Argentina, 15 July 1983.
  86. 1983 (July 14) Paraguay 1-Argentina 0 (Friendly).mpg.
  87. Copa Newton - Match Details · Uruguay 0–3 Argentina.
  88. Pierrend, José Luis. Copa Newton.
  89. Pierrend, José Luis. Copa Lipton.
  90. Stokkermans, Karel. Switzerland Cup Finals.
  91. Coupe de Suisse: Orlando et Rey, les héros du rêve de 1991. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-02. ციტირების თარიღი: 2022-05-04.
  92. Finale Coupe Suisse 1991: BSC Young Boys - FC Sion 2:3.