[go: nahoru, domu]

შინაარსზე გადასვლა

აბუ ლ-ვაფა (მთვარის კრატერი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთვარის კრატერი
აბუ ლ-ვაფა
Abul Wáfa
მონაცემები
სიმაღლე 1170 მ
დიამეტრი 54.2 კმ
მოცულობა 2500 კმ³
უდიდესი სიღრმე 2416 მ
ტიპი დარტყმითი კრატერი
სახელწოდება
ეპონიმი აბუ ლ-ვაფა ალ-ბუზჯანი
დამტკიცებულია IAU (1970)
მდებარეობა
0.96° ჩ. გ. 116.63° ა. გ. / 0.96° ჩ. გ. 116.63° ა. გ. / 0.96; 116.63
ციური სხეული მთვარე
აბუ ლ-ვაფა (მთვარის კრატერი) — მთვარე
აბუ ლ-ვაფა (მთვარის კრატერი)
აბუ ლ-ვაფა ვიკისაწყობში

კრატერი აბუ ლ-ვაფა (ლათ. Abul Wáfa) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის უკანა მხარზე, ეკვატორულ ნაწილში. სახელი ეწოდა სპარსი მათემატიკოსისა და ასტრონომის აბუ ლ-ვაფა ალ-ბუზჯანის პატივსაცემად (დამტკიცებულ იქნა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ 1970 წელს)[1].

კრატერის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს კრატერი ფირსოვი, ჩრდილოეთით — კრეტერები კაჩალსკი და ვივიანი, ჩრდილო-აღმოსავლეთით — კრატერი კინგი, აღმოსავლეთით — კრატერები კტესიბიუსი და ჰერონი[2]. კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 0°58′N 116°38′E / 0.96° ჩ. გ. 116.63° ა. გ. / 0.96; 116.63, დიამეტრია 54.2 კმ[3], სიღრმე 2.4 კმ[1].

კრატერის ზვინულს აქვს პოლიგონური სტრუქტურა. ზვინულის კიდე და შიდა ფერდობები ეროზიით არის დაზიანებული. კრატერის შიდა ფერდობზე არის საფეხურები, რომლებიც ოდესღაც შეიძლება ყოფილიყო ტერასები ან ნაყარები. კრატერის ჯამის ჩრდილოეთ ნაწილში არის პატარა შესამჩნევი კრატერი; კიდევ ერთი კრატერი მიმდებარეობს ზვინულის სამხრეთ-დასავლეთით. მთვარის რელიეფიდან ზვინულის უდიდესი სიმაღლეა 1170 მ, კრატერის მოცულობა დაახლოებით 2500 კმ³-ია. ჯამის ფსკერზე რამდენიმე პატარა კრატერია[1].

სატელიტური კრატერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დევიდ კემბელის ფოტო
დევიდ კემბელის ფოტო
აბუ ლ-ვაფა[3] კოორდინატები დიამეტრი, კმ
A 1°24′N 116°52′E / 1.4° ჩ. გ. 116.86° ა. გ. / 1.4; 116.86 (Абу-ль-Вафа A) 15.0
Q 0°08′N 115°53′E / 0.14° ჩ. გ. 115.88° ა. გ. / 0.14; 115.88 (Абу-ль-Вафа Q) 31.0

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Lunar Impact Crater Database. Losiak A., Kohout T., O’Sulllivan K., Thaisen K., Weider S. (Lunar and Planetary Institute, Lunar Exploration Intern Program, 2009); updated by Öhman T. in 2011
  2. Кратер Абу-ль-Вафа на карте LAC65. ციტირების თარიღი: 2020-07-05
  3. 3.0 3.1 Справочник Международного Астрономического Союза. ციტირების თარიღი: 2020-07-05