[go: nahoru, domu]

შინაარსზე გადასვლა

აგათარხიდესი (მთვარის კრატერი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთვარის კრატერი
აგათარხიდესი
Agatharchides
მონაცემები
დიამეტრი 52 კმ
უდიდესი სიღრმე 1180 მ
ტიპი დარტყმითი კრატერი
სახელწოდება
ეპონიმი აგათარხიდესი
დამტკიცებულია IAU (1935)
მდებარეობა
19.85° ს. გ. 31.11° დ. გ. / 19.85° ს. გ. 31.11° დ. გ. / -19.85; -31.11
ციური სხეული მთვარე
აგათარხიდესი (მთვარის კრატერი) — მთვარე
აგათარხიდესი (მთვარის კრატერი)
აგათარხიდესი ვიკისაწყობში

კრატერი აგათარხიდესი (ლათ. Agatharchides) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილული მხარეზე ქარიშხლების ოკეანის სამხრეთ ნაწილში. სახელი ეწოდა ძველი ბერძენი ისტორიკოსისა და გეოგრაფის აგათარხიდესის პატივსაცემად (დამტკიცებულ იქნა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ 1935 წელს).

კრატერი მდებარეობს სინოტივის ზღვასა და ღრუბლების ზღვას შორის. კრატერის ჩრდილო-დასავლეთით არის კრატერი გასენდი, სამხრეთით ლევის მცირე კრატერი და კრატერ ჰიპალუსის ნაშთები, სამხრეთ-აღმოსავლეთით კოენიგის მცირე კრატერი, აღმოსავლეთით დიდი ბულიალდის კრატერი, ჩრდილო-აღმოსავლეთში ლავით დატბორილი კრატერი ლუბინეცკი[1]. კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 19°51′S 31°07′W / 19.85° ს. გ. 31.11° დ. გ. / -19.85; -31.11, დიამეტრი 52 კმ[2], სიღრმე 1,18 კმ[3].

კრატერის ზვინული დაზიანების გამო მნიშვნელოვნად განსხვავდება სიმაღლეში, ზოგან მიმდებარე რელიეფის დონეზეა, ზოგან კი აღწევს 1110 მ სიმაღლეს. ყველაზე კარგად შემორჩენილია ზვინულის აღმოსავლეთი და დასავლეთ-სამხრეთ-დასავლეთი ნაწილები, ჩრდილოეთი ნაწილი მთლიანად დანგრეულია, სამხრეთი ძლიერ დაზიანებულია. ზვინულის დასავლეთ ნაწილს აქვს ორმაგი გარე ფერდობი, გაჭრილი ღრმა ხეობით. ზვინულის დასავლეთ ნაწილში ასევე არის პატარა კრატერი. ზვინულის სამხრეთ ნაწილს კვეთს რამდენიმე პარალელური ხეობა, რომელიც მიმართულია გიპალუსის კრატერისკენ. კრატერის თასის ფსკერი დატბორილია ლავით, მოფენილია მრავალი პატარა კრატერებით და გადაკვეთილია ღართა სისტემით. კრატერის მოცულობა არის დაახლოებით 1820 კმ³-ია.

სატელიტური კრატერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დევიდ კემბელის ფოტო
დევიდ კემბელის ფოტო
აგათარხიდესი კოორდინატები დიამეტრი, კმ
A 23°16′S 28°28′W / 23.27° ს. გ. 28.46° დ. გ. / -23.27; -28.46 (Агатархид A) 15.7
B 21°31′S 31°43′W / 21.52° ს. გ. 31.71° დ. გ. / -21.52; -31.71 (Агатархид B) 7.0
C 22°04′S 32°56′W / 22.06° ს. გ. 32.94° დ. გ. / -22.06; -32.94 (Агатархид C) 11.5
E 20°44′S 33°11′W / 20.74° ს. გ. 33.19° დ. გ. / -20.74; -33.19 (Агатархид E) 15.3
F 20°16′S 31°52′W / 20.26° ს. გ. 31.86° დ. გ. / -20.26; -31.86 (Агатархид F) 5.9
G 20°10′S 26°50′W / 20.17° ს. გ. 26.84° დ. გ. / -20.17; -26.84 (Агатархид G) 6.0
H 20°25′S 33°57′W / 20.41° ს. გ. 33.95° დ. გ. / -20.41; -33.95 (Агатархид H) 16.0
J 21°37′S 32°37′W / 21.62° ს. გ. 32.61° დ. გ. / -21.62; -32.61 (Агатархид J) 13.0
K 21°05′S 27°32′W / 21.08° ს. გ. 27.53° დ. გ. / -21.08; -27.53 (Агатархид K) 13.3
L 21°07′S 26°47′W / 21.12° ს. გ. 26.79° დ. გ. / -21.12; -26.79 (Агатархид L) 8.0
N 21°05′S 29°43′W / 21.09° ს. გ. 29.72° დ. გ. / -21.09; -29.72 (Агатархид N) 21.6
O 19°14′S 26°43′W / 19.24° ს. გ. 26.71° დ. გ. / -19.24; -26.71 (Агатархид O) 4.7
P 20°18′S 28°46′W / 20.30° ს. გ. 28.77° დ. გ. / -20.30; -28.77 (Агатархид P) 66.0
R 18°22′S 30°51′W / 18.36° ს. გ. 30.85° დ. გ. / -18.36; -30.85 (Агатархид R) 5.1
S 17°45′S 30°35′W / 17.75° ს. გ. 30.59° დ. გ. / -17.75; -30.59 (Агатархид S) 3.1
T 18°19′S 27°48′W / 18.32° ს. გ. 27.80° დ. გ. / -18.32; -27.80 (Агатархид T) 5.6

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Кратер Агатархид на карте LAC-93.. ციტირების თარიღი: 2019-12-02
  2. Справочник Международного Астрономического Союза. ციტირების თარიღი: 2019-12-02
  3. John E. Westfall’s Atlas of the Lunar Terminator, Cambridge Univ. Press (2000). ციტირების თარიღი: 2012-11-26