გვერდკისერა კუები
თემა
გვერდკისერა კუები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ავსტრალიური გველკისერა კუ (Chelodina longicollis) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Pleurodira (Cope, 1865)[1] | ||||||||||||
|
გვერდკისერა კუები (ლათ. Pleurodira) — ქვეწარმავლების ქვერიგი კუების რიგისა.[2] აქვთ გრძელი კისერი, 30-77 სმ სიგრძის ბაკანი. თავის შეზიდვა ჯავშანში არ შეუძლიათ. ამიტომ კისერს ღრიცავენ და თავს მარჯვენა ამ ნარცხენა იღლიის ფოსოში მალავენ. ბინადრობენ სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და მადაგასკარის მტკნარ წყლებში. რიგში 2 ოჯახია: პელომედუზისებრნი და გველკისერა კუსებრნი. გვერდკისერა კუები იშვიათად გამოდიან წყლიდან, ბევრი წყალსატევის ფსკერზე ცხოვრობს. იკვებებიან მცირე ზომის თევზებით. ზოგ სახეობას სარეწაო მნიშვნელობა აქვს (საკვებად იყენებენ მათ ხორცსა და კვერცხს).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 141.