[go: nahoru, domu]

შინაარსზე გადასვლა

გაბრიელ ანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაბრიელ ანო
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
6 ნოემბერი, 1889
დაბადების
ადგილი
არასი, ნორდი, საფრანგეთი
გარდაცვალების
თარიღი
10 აგვისტო, 1968 (78 წლის)
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1906–1910 ტურკუენი ? (?)
1910–1912 პროისენი ? (?)
1912–1915 ტურკუენი ? (?)
1916–1919 ფრანსიზი ? (?)
ეროვნული ნაკრები
1908–1919 საფრანგეთი 12 (3)
სამწვრთნელო კარიერა
1945–1949 საფრანგეთი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

გაბრიელ ანო (ფრანგ. Gabriel Hanot; დ. 6 ნოემბერი, 1889 — გ. 10 აგვისტო, 1968) — ფრანგი ფეხბურთელი, ფეხბურთის მწვრთნელი და ჟურნალისტი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე საფრანგეთის და გერმანიის საფეხბურთო კლუბებში და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში.

ჟურნალისტური კარიერა ძირითადად სპორტულ ჟურნალ L'Équipe-ის რედაქციაში გაატარა, მუშაობდა L'Équipe-ის შვილობილი საფეხბურთო ჟურნალის — France Football-ის მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე. გაბრიელ ანოს დიდი წვლილი მიუძღვის საფრანგეთში პროფესიონალური საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებაში[1], ასევე ჟურნალ L'Équipe-ის მთავარ რედაქტორთან, ჟაკ ფერანთან ერთად, ეკუთვნის იდეა ევროპის ჩემპიონთა თასის ჩატარებაზე[2]. გაბრიელ ანოს უკავშირდება ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენისა და მისთვის ოქროს ბურთის გადაცემის იდეაც.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]