[go: nahoru, domu]

შინაარსზე გადასვლა

დებრეცენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
დებრეცენი
Debrecen
დროშა გერბი

ქვეყანა უნგრეთის დროშა უნგრეთი
მედიე ჰაიდუ-ბიჰარი
კოორდინატები 47°32′00″ ჩ. გ. 21°38′00″ ა. გ. / 47.53333° ჩ. გ. 21.63333° ა. გ. / 47.53333; 21.63333
მერი László Papp
პირველი ხსენება 1235
ფართობი 461,25 კმ²
ცენტრის სიმაღლე 121±1 მეტრი
ოფიციალური ენა უნგრული ენა
მოსახლეობა 208 016 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 442,53 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი (+36)52
საფოსტო ინდექსი 4000
ოფიციალური საიტი debrecen.hu
დებრეცენი — უნგრეთი
დებრეცენი

დებრეცენი (უნგრ. Debrecen) — უნგრეთის მეორე უდიდესი ქალაქი დედაქალაქ ბუდაპეშტის შემდეგ. წარმოადგენს ჩრდილოეთ ალფიოლდის რეგიონის რეგიონულ ცენტრს და ჰაიდუ-ბიჰარის მედიეს ადმინისტრაციულ ცენტრს.

ქალაქი პირველად მოხსენიებულია 1 235 წელს სახელით „დებრეზუნი“. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, სახელწოდება კუმანური ან სლავური წარმოშობისაა. ბევრ ენაში სახელი სრულიად სხვანაირად გამოითქმის.

დებრეცენის კლიმატი ცენტრალური ევროპისთვის დამახასიათებელია და მერყეობს ოკეანურიდან ნოტიო კონტინენტურამდე.

ქალაქი გაშენებულია უნგრეთის დიდ ვაკეზე, ბუდაპეშტიდან 220 კილომეტრით აღმოსავლეთით, ხორტობადის ეროვნული პარკის სიახლოვეს.

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Διεθνείς Σχέσεις. e-patras.gr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2012-12-25.
  2. Syktyvkar :: Regions & Cities :: Russia-InfoCentre. Russia-ic.com (2010-12-12). ციტირების თარიღი: 2012-12-25.