[go: nahoru, domu]

შინაარსზე გადასვლა

მაილი საირუსი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაილი საირუსი
მშობლიური სახელი Miley Cyrus
დაბადების სახელი დესტინი ჰოუპ საირუსი
დაბადების თარიღი 23 ნოემბერი, 1992 (1992-11-23) (31 წლის)
ნეშვილი, ტენესი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
პროფესია 2001–დღემდე
საქმიანობა მომღერალი
მსახიობი
ავტორი
დიზაინერი
კომპოზიტორი
მოცეკვავე
მეწარმე
მუსიკოსი
მშობლები მამა: ბილი რეი საირუსი
დედა: ტიშ საირუსი
საიტი mileycyrus.com

მაილი რეი საირუსი (ინგლ. Miley Ray Cyrus; დ. 23 ნოემბერი 1992 წელი, ნეშვილი) — ამერიკელი მომღერალი და მსახიობი. ფართოდ გახდა ცნობილი Disney Channel-ის სერიალ ჰანა მონტანაში მონაწილეობით, სადაც მთავარ როლს ასრულებდა.

ცხოვრების ადრეული წლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაილი საირუსი დაიბადა 1992 წლის 23 ნოემბერს ნეშვილში.მისი მშობლები არიან ლეტიცია ტიშ საირუსი და ბილი რეი საირუსი - ამერიკელი როკ მომღერალი.მიუხედავად ბილი რეის ხმის ჩამწერი სტუდიის წინააღმდეგობისა, საირუსის მშობლები საიდუმლოდ დაქორწინდნენ 1992 წლის 28 დეკემბერს. მშობლებმა მაილის Destiny Hope (ბედის იმედი) დაარქვეს, რადგან მათ სწამდათ, რომ ის ბევრს მიაღწევდა. მას ჰქონდა ზედმეტსახელი „Smiley“, რადგან ის ხშირად იღიმებოდა. მოგვიანებით ზედმეტსახელი შემოკლდა და მიიღო კარგად ნაცნობი სახე - Miley (მაილი)[1],რომელიც სინამდვილეში სახელი სულაც არ არის. მაილი გაიზარდა 500 აკრი ფართობის მქონე ფერმაში, რომელიც მდებარეობდა ფრანკლინში, ტენესის შტატში, ნეშვილიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე. აქ ის სწავლობდა „Heritage Elementary“ სკოლაში. ის მონათლულია, როგორც ქრისტიანი (ბაპტისტი). მაილის ჰყავს ორი ნახევარ ძმა და ერთი ნახევარ და - ტრეისი და ბრენდი (ლეტიცია ტიშ საირუსის შვილები წინა ქორწინებიდან), კრისტოფერ კოუდი (ბილი რეის ვაჟი წინა ურთიერთობიდან), როდესაც ბილი რეიმ ტრეისი და ბრენდი შვილად აიყვანა, ისინი ჩვილები იყვენენ. ის ასევე ალიმენტს უხდიდა კოუდის, რომელიც მაილის მსგავსად 1992 წელს დაიბადა და იზრდებოდა სამხრეთ კაროლინაში დედასთან ერთად. მაილის მშობლებს მის შემდეგ კიდევ ორი შვილი შეეძინათ ბრაისონი და ნოე. ტრეისი, ბრენდი და ნოეც ასევე შემოქმედების სამყაროს მიეკუთვნებიან. ტრეისი არის ვოკალისტი და გიტარისტი და ელექტრონულ პოპ ჯგუფ Metro Station-ის წევრი[2]. ნოე გახდა მსახიობი, ხოლო ბრენდი — გიტარისტი.[3]

თავის დროზე მსახიობმა და მომღერალმა დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ კი მეცადინეობდა კერძო მასწავლებელთან სცენიურ ხელოვნებას.2001 წელს საირუსი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ ტორონტოში გადავიდა, სადაც მამამისს იღებდნენ სერიალში - „Doc“, თეატრით მაილი დაინტერესდა ცხრა წლისას როდესაც ოჯახი სწორედ იქ ცხოვრობდა,როდესაც ბილი რეიმ ის წაიყვანა ფილმ „მამა მიას“ სანახავად, მაილიმ მას განუცხადა, რომ მსახიობობა სურდა[4]. ამის შემდეგ მან სწავლა განაგრძო არმსტრონგის სამსახიობო სტუდიაში.[5]

მაილიმ პირველად „Doc-ში“ შეასრულა კაილის როლი. 2003 წელს კი ითამაშა ტიმ ბარტონის ფილმში „დიდი თევზი“. ის თორმეტი წლის იყო, როდესაც პირველად მიიწვიეს დისნეის კინოსტუდიაში.კასტინგის შემდეგ კი საბოლოო ჯამში დაამტკიცეს სერიალ ჰანა მონტანაში მთავარ როლზე. მან თავის სამსახიობო კარიერის პიკს წორედ ამ სარიალში მიაღწია, ის ძალიან მალე გახდა საოცრად პოპულარული. მომღერლის კარიერაზე მსახიობი ჩაფიქრდა, როდესაც შეასრულა სიმღერები სერიალში. ამ მუსიკას დიდი პოპულარობა ჰქონდა. რვა სიმღერა ნამდვილი ჰიტი გახდა.2009 წელს ასევე გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი.

მოგვიანებით მაილიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს ერთ-ერთ ცნობილ ხმისჩამწერ სტუდიასთან – ოთხი ალბომის ჩაწერაზე. მისი პირველი ალბომი გამოვიდა 2006 წლის 24 ოქტომბერს (ჰანა მონტანას საუნდტრეკი), საუნდტრეკი პირველ ადგილზე მოხვდა ბილბორდ 200-ში. 2007 წლის 26 ივნისს კი თავისი პირველი სტუდიური ალბომი „შეხვდით მაილი საირუსს/Meet Miley Cyrus“ გამოუშვა, ოღონდ მასში შედიოდა ასევე მხოლოდ ჰანა მონტანას სიმღერები, ეს ალბომი მოხვდა ასევე პირველ ადგილზე ბილბორდ 200-ში, გაიყიდა 326 ათასი ასლი პირველ კვირაში, სულ გაყიდულია 3,226,000.[6] ამ უკანასკნელმა დიდი პოპულარობა მოუტანა.იგი მუსიკალურ კარიერას დღესაც დიდი წარმატებით აგრძელებს და მსოფლიო ტოპ 10-ეულებშიც მისი სიმღერები წინა ადგილებს იკავებს.

მაილი Best of Both Worlds Tour-ზე

2008 წლის 5 აპრილს კი მან ჯილდო მიიღო ბავშვთა არჩევნების კომიტეტისაგან, როგორც საუკეთესო გოგონა მომღერალმა. მაილიმ 2008 წლის 22 ივლისს გამოუშვა ალბომი — „Breakout“ ასევე ეს ალბომიც მოხვდა ბილბორდ 200-ში პირველ ადგილზე, აღსანიშნავია რომ 2010 წლის ივლისში გაიყიდა ამ ალბომის 1.5 მილიონი ასლი აშშ-ში. [7] 2009 წლის 31 აგვისტოს — „The Time Of Our Lives“, ეს ალბომი კი მოხვდა მე-2 ადგილზე ბილბორდში, ასევე ბილბორდში ოღონდ პირველ ადგილზე მოხვდა ფილმ ჰანა მონტანას საუნდტრეკი 2009 წელს და სერიალის ჰანა მონტანა 3-ის მე-2-ზე. 2010 წლის 18 ივნისს — „Can't Be Tamed“, ასევე ესეც მოხვდა ბილბორდ 200-ში, მაგრამ მე-3 ადგილზე, ალბომმა გაამართლა და მას უკვე აქვს „ოქროს ალბომის“ წოდება, ამ ალბომმა გაყიდვების რაოდენობით მაილის ალბომების ისტორიაში რეკორდი მოხსნა.

მისმა პირველმა ტურნემ „Best of Both Worlds Tour“ (2007/2008, 18 ოქტომბრიდან - 31 იანვრამდე), რომელიც დისნეის მიერ იყო ორგანიზებული რეკორდი მოხსნა ბილეთების გაყიდვის ტემპების მხრივ. მან ასევე გაიმარჯვა „ბილბორდის საკონცერტო ტურების დაჯილდოებაზე“.[8] ტურის დროს სულ 71 შოუ ჩატარდა და დისნეიმ $54 მილიონი მოგება ნახა. კონცერტები ტარდებოდა მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე და ამიტომ ფანების მცირე რაოდენობამ შეძლო კონცერტებზე დასწრება, ამიტომ დისნეიმ გადაიღო ფილმი, რომელიც ამ ტურნეზე იყო დაფუძნებული. ფილმის ბიუჯეტი მხოლოდ 7 მილიონი დოლარი იყო, მაგრამ საბოლოოდ მან $70,642,036 მილიონი გამოიმუშავა.

აღსანიშნავია, რომ 2009 წელს მან მიიღო ჯილდო წლის საუკეთესო სიმღერისათვის „The Climb“, ეს სიმღერა არის ამერიკული კონკურსების ყველაზე მოთხოვნადი სიმღერა. „American Idol-ის“ ისტორიაში ამ სიმღერამ რეკორდი მოხსნა, შესარჩევ ტურებზე ძალიან ბევრი მღეროდა. ასევე დასახელებული იყო გრემზეც 2010 წელს. მისმა გამოსვლამ „Teen Choice Awards 2009-ზე“ წლის საუკეთესო გამოსვლებში მე-3 ადგილი დაიკავა სადაც მან შეასრულა სიმღერა „Party in the U.S.A.“.

მაილი Wonder World Tour-ზე

2009 წელს მაილის ჰქონდა ტურნე, სახელწოდებით „Wonder World Tour“, რომელიც იმ წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით პირველი იყო თავის კომერციული მოგებით — (2009, 14 სექტემბრიდან - 29 დეკემბრამდე), ტურნეს მთლიანი მოგება $67,159,793 იყო. მაილის კი აქედან მხოლოდ 21 მილიონი ერგო. აღსანიშნავია რომ, ამ ტურნეს დროს, როცა მაილი იმყოფებოდა ლონდონში, მან რეკორდი მოხსნა, London 02 არენა ხალხლმრავლობას არ უჩივის, მაგრამ მაილის კონცერტის დროს დაფიქსირდა ყველაზე მეტი მაყურებელი ამ დარბაზში, ასევე ლონდონში მაილის კონცერტისთვის ყველა ბილეთი გაიყიდა ზუსტად 10 წთ-ში შემოტანისთანავე.

2009 წლის მარტში მაილიმ გამოუშვა ავტობიოგრაფიული წიგნი Miles to Go, სადაც ის აღწერს თავის ბავშვობას და გზას წარმატებისკენ. წიგნი საბავშვო ბესტსელერების სიაში პირველ ადგილზე აღმოჩნდა და ნიუ-იორკ ტაიმზმა მაილი ყველაზე გაყიდვად ავტორად დაასახელა.

2010 წელს გამოვიდა ფილმი „უკანასკნელი სიმღერა“. იგი წარმოადგენს ნიკოლას სპარკსის რომანის ეკრანიზაციას. წიგნი რომლის მიხედვითაც ფილმი გადაიღეს არის მწერლის ერთადერთი წიგნი,რომელიც თავიდანვე იმ მიზნით დაწერა, რომ მასზე ფილმი გადაეღოთ.

2012 წლის 4 მაისს გამოვიდა ფილმი LOL: Laughing Out Loud, რომელიც არის გადამუშავებული ვერსია 2008 წლის ფრანგული ფილმის LOL (Laughing Out Loud). მაილი მთავარ როლშია, ასევე მონაწილეობენ მსახიობები დემი მური და ეშლი გრინი.

2012 წლის იანვარში მაილიმ გამოუშვა ახალი ვიდეო რგოლი ბობ დილანის სიმღერაზე „You're Gonna Make Me Lonesome When You Go“, მისმა შესრულებამ კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა: „თუ არსებობს რამე, რაც მაილი საირუსის, როგორც მომღერლის ზრდაზე მეტყველბს, ეს არის ბობ დილანის სიმღერის ქავერის შესრულება და რაც მთავარი კარგი შესრულება.“

ფორბსმა მაილი დაასახელა მე-13 ადგილას მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ცნობილ ფიგურებში 2010 წელს[9], შემოსავალი 48 მილიონი, 2009 წელს 29-ე ადგილზე, შემოსავალი 25 მილიონი[10] , ხოლო 2008 წელს 35-ე, შემოსავალი ისევ 25 მილიონი.[11] 2010 წელს კი გამოაქვეყნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სელებრითების სია 30 წელს ქვემოთ და ამ სიაში მაილიმ მე-4 ადგილს დაიკავა.[12] ხოლო ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალბატონებში მე-8 ადგილი, მდიდარ ქალ მომღერლებში კი მე-19.[13]

Billboard Magazine/ჯურნალმა ბილბორდმა 2009 წელს დაასახელა მე-4 ადგილას ყველაზე გაყიდვად ქალ მომღერლად.[14]

2008 წლის აპრილში ფორბსმა დაასახელა ათ უმდიდრეს ბავშვებში და მოზარდებში 8 დან 16 წლამდე პირველ ადგილზე.[15]

2011 წელს კი მაილიმ დაიკავა პირველი ადგილი „ჰოლივუდის ათ ყველაზე მდიდარ თინეიჯერებში“, 120 მილიონით.[16]

2011 წელს ამერიკულმა ჟურნალმა როლინგ სტოუნმა გამოაქვეყნა „პოპის დედოფალთა სია“, სია 16 მომღერლისგან შედგება და მათ თანმიმდევრობას 2009-2011 წლების რეიტინგი განსაზღვრავს. მაილიმ ამ სიაში მე-8 ადგილი დაიკვა.

2006-2007 წლებში ხვდებოდა ნიკ ჯონასს, ჯგუფ ძმებ ჯონასებიდან, პირველი დაშორების შემდეგ მაილიმ მას მიუძღვნა სიმღერა 7 Things, სადაც ხშირად არის ნახსენები სიტყვა — სიძულვილი, შერიგების შემდეგ კი ერთად დაწერეს სიმღერა Before the Storm, მაგრამ 2007 წელს საბოლოოდ დაასრულეს ურთიერთობა.

2008-2009 წლებში ხვდებოდა მოდელ ჯასტინ გასტონს, მაილიმ მათი 9 თვიანი ურთიერთობა დაამთავრა 2009 წლის ივნისში,სანამ წავიდოდა ფილმ უკანასკნელი სიმღერის გადაღებებზე.[17] შემდეგ მან დაიწყო ურთიერთობა ლიამ ჰემსვორტთან, (ამავე ფილმის მსახიობთან).[18] მოგვიანებით მაილიმ მას თავისი „პირველი სერიოზული შეყვარებული“ უწოდა.[19] ისინი რამდენიმეჯერ დაშორდნენ ერთმანეთს.

2012 წლის 6 ივნისს საირუსმა განაცხადა, რომ ის და ლიამი დაინიშნენ. ლიამ ჰემსვორტმა მაილის ცოლობა 31 მაისს შესთავაზა და მომავალ მეუღლეს 3.5-კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა ნიშნობის აღსანიშნავად.[20] 2013 წლის სექტემბერში კი დაცილდნენ ერთმანეთს. 2016 წლიდან კვლავ განაახლეს ურთიერთობა და 2018 წლის 23 დეკემბერს ქორწილი გადაიხადეს. 2019 წლის აგვისტოში გამოაცხადეს დაშორების შესახებ და 2020 წლის იანვარში ოფიციალურად დასრულდა მათი დაცილება.[21]

ფილმები
წელი სათაური როლი შენიშვნები
2003 დიდი თევზი რუთი
2007 მაგარი მიუზიკლი 2 გოგონა აუზზე
2008 Hannah Montana & Miley Cyrus: Best of Both Worlds Concert 3D საკონცერტო ფილმი
2008 ბოლტი პენი
2009 ჰანა მონტანა: ფილმი მაილი სტიუარტი /ჰანა მონტანა მთავარი როლი
2010 უკანასკნელი სიმღერა ვერონიკა „რონი“ მილერი მთავარი როლი
2010 სექსი დიდ ქალაქში 2 ასახიერებს საკუთარ თავს
2011 ჯასტინ ბიბერი: არასოდეს თქვა არასოდეს ასახიერებს საკუთარ თავს
2012 LOL: Laughing Out Loud ლოლა მთავარი როლი
2012 So Undercover მოლი მთავარი როლი
სატელევიზიო
წელი სათაური როლი შენიშვნები
2001–2003 Doc კაილი
2006–2011 ჰანა მონტანა მაილი სტიუარტი/ჰანა მონტანა მთავარი როლი
2006-2008 Disney Channel Games ასახიერებს საკუთარ თავს/ ჰანა მონტანა კონკურსანტი, სპეციალური შემსრულებელი
2006 The Suite Life of Zack & Cody მაილი სტიუარტი/ჰანა მონტანა
2006–2008 Disney 365 ასახიერებს საკუთარ თავს
2007 The Replacements ცნობილი ვარსკვლავი (ხმა)
2007–2008 იმპერატორის ახალი სკოლა იატა (ხმა)
2008 E! True Hollywood Story ასახიერებს საკუთარ თავს დოკუმენტური გადაცემა
2009 The Suite Life on Deck მაილი სტიუარტი/ჰანა მონტანა Wizards on Deck with Hannah Montana
2011 Saturday Night Live ასახიერებს საკუთარ თავს
2011 i.am FIRST: Science is Rock and Roll ასახიერებს საკუთარ თავს
2012 Punk'd ასახიერებს საკუთარ თავს
სტუდიური ალბომები

ჯილდოები და ნომინაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Miley Cyrus braced for Disney stardom. David Hiltbrand. The San Diego Union-Tribune. 20 мая 2006
  2. Graff, Gary. (June 19, 2009) Metro Station Ready To Roll With Miley. ციტირების თარიღი: August 4, 2009.
  3. Tan, Michelle. (June 18, 2009) Miley's Sister Brandi Hits the Stage. People. Time Warner. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 11, 2011. ციტირების თარიღი: August 20, 2009.
  4. Ouzounian, Richard (April 4, 2009). „Miley Cyrus: Teen of all media“. Toronto Star. Torstar. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 7, 2010. ციტირების თარიღი: May 30, 2010.
  5. Weisz, Marni. (March 1, 2009) Famous Teens: Miley Cyrus. Cineplex.com. Cineplex Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 21, 2011. ციტირების თარიღი: April 13, 2009.
  6. Jonathan Cohen, "Cyrus Sidesteps Clarkson To Debut At No. 1" დაარქივებული 2007-12-11 საიტზე Wayback Machine. , Billboard.com, July 4, 2007.
  7. http://www.billboard.com/bbcom/news/article_display.jsp?vnu_content_id=1003832870#/bbcom/news/article_display.jsp?vnu_content_id=1003832870 დაარქივებული 2010-02-14 საიტზე Wayback Machine. Billboard}}
  8. Springsteen, Chesney Rule Billboard Touring Awards. Billboard (2008-11-20). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-11-01. ციტირების თარიღი: 2009-04-12.
  9. http://www.forbes.com/2010/06/22/lady-gaga-oprah-winfrey-business-entertainment-celeb-100-10_land.html
  10. Beckham, David. (June 3, 2009) #29 Miley Cyrus - The 2009 Celebrity 100. Forbes. ციტირების თარიღი: February 14, 2010.
  11. The Celebrity 100. Forbes (June 11, 2008). ციტირების თარიღი: February 14, 2010.
  12. http://mileycyrusworld.org/miley-cyrus-is-the-4-on-forbes-best-paid-celebs-under-30 დაარქივებული 2010-08-25 საიტზე Wayback Machine. miley cyrus is the #4 on forbes best-paid celebs under 30}}
  13. http://www.purepeople.com/article/celine-dion-barbra-streisand-madonna-britney-qui-est-la-chanteuse-la-plus-riche-de-tous-les-temps_a61796/1 20 World's Richest Female Singers of All-time
  14. Up for Discussion Jump to Forums. (December 10, 2009) 2009 Artists Of The Year. ბილბორდი. ციტირების თარიღი: June 4, 2010.
  15. Hollywood’s Top-Paid Tweens. Lacey Rose. Forbes. 8 апреля 2008
  16. http://www.ahlanlive.com/top-10-richest-teens-in-hollywood-117810.html
  17. Heldman, Breanne L.. (June 9, 2009) Miley Cyrus and Justin Gaston are Totally Dunzo. Eonline.com. ციტირების თარიღი: 2009-08-21.
  18. Miley Cyrus Discusses Her Chemistry With Liam Hemsworth On 'Ellen'. MTV News. MTV (March 25, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-28. ციტირების თარიღი: 2010-03-25.
  19. Miley Cyrus On The End Of 'Hannah Montana' & Her 'First Serious Boyfriend'. Access Hollywood (March 17, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-04. ციტირების თარიღი: 2010-06-04.
  20. Magrath, Andrea; Buckland, Lucy (June 6, 2012). „Miley Cyrus and Liam Hemsworth Engaged“. Daily Mail.
  21. Miley Cyrus and Liam Hemsworth Finalize Their Divorce a Little Over a Year After Their Wedding. ციტირების თარიღი: 2020-01-29