[go: nahoru, domu]

შინაარსზე გადასვლა

ომარ ლაროსა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ომარ ლაროსა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ომარ რუბენ ლაროსა
დაბადების
თარიღი
18 ნოემბერი, 1947 (1947-11-18) (76 წლის)
დაბადების
ადგილი
ლანუსი, ბუენოს-აირესი,
არგენტინა
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1967–1968 ბოკა ხუნიორსი 9 (1)
1969 არხ. ჯუნიორსი 31 (7)
1970 ბოკა ხუნიორსი 22 (0)
1971 კომუნიკასიონესი ? (?)
1972–1976 ურაკანი 228 (42)
1977–1980 ინდეპენდიენტე 156 (23)
1980 ველესი 13 (4)
1981 სან-ლორენსო 27 (4)
ეროვნული ნაკრები
1977–1978 არგენტინა 11 (0)
სამწვრთნელო კარიერა
2010– ბოკა ხუნიორსი (თ.)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ომარ რუბენ ლაროსა (ესპ. Omar Ruben Larrosa; დ. 18 ნოემბერი, 1947, ლანუსი, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1][2][3][4][5][6]

2010 წლიდან მუშაობს „ბოკა ხუნიორსის“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ.

სხვადასხვა დროს იცავდა „ბოკა ხუნიორსის“, „არხენტინოს ჯუნიორსის“, „კომუნიკასიონესის“, „ურაკანის“, „ინდეპენდიენტეს“, „ველეს სარსფილდის“, „სან-ლორენსოსა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას. არგენტინის ოთხგზის ჩემპიონი „ბოკა ხუნიორსის“ 1970, „ურაკანის“ 1973 და „ინდეპენდიენტეს“ 1977, 1978 შემადგენლობაში.

1977–1978 წლებში წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 11 შეხვედრა ჩაატარა,[7] რომლის მაისურით პირველად 1977 წლის 29 მაისს, პოლონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: უგო გატი, ხორხე კარასკოსა, დანიელ კილერი, ხორხე ოლგინი, ოსვალდო არდილესი, დანიელ ბერტონი, ამერიკო გალიეგო, ოსკარ ორტისი, რიკარდო ვილა, ვისენტე პერნია და ლეოპოლდო ლუკე. ლაროსა შეხვედრის 62-ე წუთზე ოსკარ ორტისის ნაცვლად შევიდა მოედანზე. მატჩი ბუენოს-აირესში გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3–1 დასრულდა. ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1978 წლის 25 ივნისს, ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა. ლაროსამ შეხვედრის 65-ე წუთზე ოსვალდო არდილესი შეცვალა. მატჩი ბუენოს-აირესში გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით ანგარიშით — 3–1 დასრულდა. მისი მონაწილეობით გამართული 11 მატჩიდან არგენტინელებმა 6 შეხვედრა მოიგეს, ორი დათმეს და სამიც ფრედ დაამთავრეს.

თარიღი ადგილი მასპინძელი ანგარიში სტუმარი შეჯიბრება შენიშვნა წყარო
1 29.05.1977
ბუენოს-აირესი
არგენტინა არგენტინის დროშა 3–1 პოლონეთის დროშა პოლონეთი
ამხანაგური
შეცვლაზე შესვლა after 62 წუთი 62'
[8]
2 05.06.1977
ბუენოს-აირესი
არგენტინა არგენტინის დროშა 1–3 გერმანიის დროშა გფრ
ამხანაგური
შეცვლაზე გამოყვანა 75 წუთის შემდეგ 75'
[9]
3 12.06.1977
ბუენოს-აირესი
არგენტინა არგენტინის დროშა 1–1 ინგლისის დროშა ინგლისი
ამხანაგური
შეცვლაზე შესვლა after 55 წუთი 55'
[10]
4 18.06.1977
ბუენოს-აირესი
არგენტინა არგენტინის დროშა 1–1 შოტლანდიის დროშა შოტლანდია
ამხანაგური
შეცვლაზე გამოყვანა 70 წუთის შემდეგ 70'
[11]
5 26.06.1977
ბუენოს-აირესი
არგენტინა არგენტინის დროშა 0–0 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ამხანაგური
[12]
6 19.03.1978
მარ-დელ-პლატა
არგენტინა არგენტინის დროშა 2–1 პერუს დროშა პერუ
კასტილიას თასი
(1)შეცვლაზე შესვლა
[13]
7 23.03.1978
ლიმა
პერუ პერუს დროშა 1–3 არგენტინის დროშა არგენტინა
კასტილიას თასი
შეცვლაზე შესვლა
[14]
8 29.03.1978
ბუენოს-აირესი
არგენტინა არგენტინის დროშა 3–1 ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
ამხანაგური
შეცვლაზე შესვლა
[15]
9 25.04.1978
მონტევიდეო
ურუგვაი ურუგვაის დროშა 2–0 არგენტინის დროშა არგენტინა
ამხანაგური
შეცვლაზე გამოყვანა
[16]
10 21.06.1978 როსარიო არგენტინა არგენტინის დროშა 6–0 პერუს დროშა პერუ არგენტინა 78 [17]
11 25.06.1978 ბუენოს-აირესი არგენტინა არგენტინის დროშა 3–1 ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები არგენტინა 78
შეცვლაზე შესვლა after 65 წუთი 65'Booked after 93 minutes 93'
[18]
(1)[19]

მსოფლიო ჩემპიონატზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომარ ლაროსამ 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა — პერუსა და ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.[20][21][22]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1978 დროშა: არგენტინა არგენტინა არგენტინის დროშა 12 ნახევარმცველი 2 0 2 0 0 ჩემპიონი
არგენტინის დროშა ბოკა ხუნიორსი
არგენტინის დროშა ურაკანი
არგენტინის დროშა ინდეპენდიენტე
არგენტინის დროშა არგენტინა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
თემატური საიტები
AFS · BDFA · 1978 FIFA World Cup Argentina · IMDb · RSSSF · FIFA World Cup · Argentina 78 · National Football Teams · Argentina national football team 1977 · Argentina national football team 1978 · Planet World Cup · FIFA World Cup 1978 · Argentina's World Cup squad 1978 · Scribd