პამპა-დელ-ტამარგუელი
იერსახე
პამპა-დელ-ტამარგუელი (ესპ. Pampa del Tamarugal) — ვრცელი ვაკე ჩილეში, რომელიც მოიცავს ნორტე-გრანდეს ბუნებრივი რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილს. სახელი ეწოდა ხე ტამარგუოსგან, რომელიც ამ ტერიტორიაზე უხვადა გავრცელებული. მიიჩნევა ატაკამის უდაბნოს ნაწილად.[1] დასავლეთით ესაზღვრება ჩილეს სანაპირო ქედი, აღმოსავლეთით კი ანდების დასავლეთ კალთები. ვაკის მთლიანი ფართობი დაახლოებით 12 500 კმ²-ია, ზღვის დონიდან საშუალო სიმაღლე კი 1100 მეტრი.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Robertson, A.G.. Research being undertaken in the Atacama desert of Chile on the Tamarugo tree, Prosopis Tamarugo Phil*. Browse in Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-07-27.