[go: nahoru, domu]

შინაარსზე გადასვლა

პაპუასები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაპუასების განსახლების რეგიონები
პაპუასი

პაპუასებიპაპუა-ახალი გვინეისა და ინდონეზიის რამდენიმე რაიონის უძველესი მოსახლეობა. ანთროპოლოგიური ტიპის მიხედვით მელანეზიელებთან ახლოს არიან, მაგრამ ენით განსხვავდებიან.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად პაპუასები, ისევე, როგორც მელანეზიელები, წარმოადგენენ თანამედროვე ხალხის ერთადერთ ტიპს, რომელთა უძველეს წინაპართა სისხლი აღრეული იქნა დენისოვურ ადამიანებთან.[1]

ყველა პაპუასური ენა ერთმანეთს არ ენათესავება. საერთო ეროვნულ ენად ითვლება კრეოლური ტოკ-პისინი, რომელიც ინგლისურ ენაზეა აგებული. მოსახლეობის უმეტესობა ეროვნული რწმენის მატარებელია, მაგრამ გავრცელებულია ქრისტიანობაც, ყველა სოფელში არის ეკლესია.

  1. Carl Zimmer (22 December 2010). „Denisovans Were Neanderthals' Cousins, DNA Analysis Reveals“. NYTimes.com. ციტირების თარიღი: 22 December 2010.