[go: nahoru, domu]

შინაარსზე გადასვლა

პოლიციის კომისრის აღსარება რესპუბლიკის პროკურორის წინაშე (ფილმი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„პოლიციის კომისრის აღსარება რესპუბლიკის პროკურორის წინაშე“
ჟანრი კრიმინალური დრამა
რეჟისორი დამიანო დამიანი
სცენარის ავტორი დამიანო დამიანი
როლებში ფრანკო ნერო, მარტინ ბელსამი
კომპოზიტორი რიც ორტოლანი
პრემიერა 26 მარტი, 1971 (1971-03-26)
ხანგრძლივობა 110 წთ.
ქვეყანა იტალიის დროშა
ენა იტალიური
საიტი IMDb ID 0066940

პოლიციის კომისრის აღსარება რესპუბლიკის პროკურორის წინაშე (იტალ. : Confessione di un commissario di polizia al procuratore della repubblica) იტალიური კრიმინალური დრამა, გადაღებული 1971 წელს, რეჟისორ დამიანო დამიანის მიერ, მთავარ როლებში ფრანკო ნერო და მარტინ ბელსამი.

პოლიციის კომისარი ბონავია (მარტინ ბელსამი) დიდი ხანია დასდევს მშენებლობის მაგნატს და მაფიოზ ფერდინანდო ლომუნოს, რომელიც მთავრობაში მყოფი გავლენიანი მეგობრების წყალობით მუდამ არიდებს თავს მართლმსაჯულებას. ბონავია ბრძოლის სხვა, არაკანონიერ, მეთოდს აირჩევს და ფსიქიატრიულიდან მაფიოზის მოსისხლეს მიშელ ლი პუმას გამოაშვებინებს. ყოფილი მსჯავრდებული ლამუნომ 7 წლის წინ მაქინაციებით ციხეში გაუშვა და ბონავიას აზრით იგი მაფიოზის მოკვლას შეეცდება. ლი პუმა შავ ბაზარზე იარაღს იშოვის, მაფიოზის ოფისში მივა და ოთახში, მის სკამზე ავტომატის ჯერს მიუშვებს, თუმცა ლომუნოს ნაცვლად სამი შეიარაღებული კაცი დახვდება. შეტაკებისას ოთხივე დაიღუპება, როგორც ჩანს ვიღაცამ უკვე გააფრთხილა ლამუნო. ადგილზე მისული ბონავია გამოძიებას იწყებს და ანგარიშებს რესპუბლიკის პროკურორ ტრაინის (ფრანკო ნერო) აბარებს. გამოძიება ფაქტობრივად მაფიის კარნახით მიდის, ბონავიას ხელს უშლიან, მოწმეებს აშორებენ, ნივთმტკიცებებს უქრობენ. ლამუნოს ფაქტობრივად ნაყიდი ჰყავს ქალაქის ჩინოვნიკების ნახევარი. ბონავია ტრაინს შეხვდება და ლომუნოს შესახებ მოუყვება. რამდენიმე წლის წინ ლომუნოს პროფკავშირების წარმომადგენელი რიცო აუმხედრდა და სამშენებლო კომპანიაში ნორმალური სამუშაო პირობები მოსთხოვა. ამის გამო იგი მოკლეს და მოწმეებიც გაუნადგურეს. ამ ისტორიის მოსმენის შემდეგაც, პრინციპული და კანონდამცველი ტრაინი მაინც წინააღმდეგია ბონავიას მეთოდების და კანონის ფარგლებში ცდილობს გამოძიებას. ბონავია მიშელ ლი პუმას დას სერენას, რომელიც ასევე ლამუნოს საყვარელია მოწმედ წაიყვანს, თუმც მაფია აქაც აჯობებს და ბონავიას სამსახურიდან გააშვებინებენ. სასოწარკვეთილი ბონავია რესტორანში დაადგება ლამუნოს, რომელიც ნაყიდ ჩინოვნიკებთან და ბიზნესმენებთან ერთად სამომავლო გეგმებს განიხილავს. კომისარი მოკლავს ლამუნოს და პოლიციას ჩაბარდება. ციხეში ბონავიას ტრაინი მოინახულებს, სადაც კომისარი მაფიასთან კავშირში უფროს მოსამართლეს ამხელს. პროკურორთან საუბრის შემდეგ ციხეში შეგზავნილი მკვლელები მოკლავენ კომისარს. ფილმის ბოლოს გაბრაზებული ტრაინი სასამართლოს შენობასთან დგას და კარებიდან გამოსულ მთავარ მოსამართლეს თვალებში ჩახედავს, რომელიც ცინიკურად კითხავს "მოხდა რამე?"

მსახიობი როლი
მარტინ ბელსამი ბონავია, პოლიციის კომისარი
ფრანკო ნერო ტრაინი, პროკურორი
მარილუ ტოლო სერენა ლი პუმა
ლუჩანო კატენაჩი ფერდინანდო ლო მუნო
ადოლფო ლასტრეტი მიშელ ლი პუმა
პრემია წლები კატეგორია ნომინაცია შედეგი
Golden Goblets, Italy 1971 საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ფრანკო ნერო გამარჯვებული
Moscow International Film Festival 1971 საუკეთესო ფილმი ფილმი გამარჯვებული
Italian National Syndicate of Film Journalists 1972 საუკეთესო რეჟისორი დამიანო დამიანი ნომინაცია

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]