[go: nahoru, domu]

შინაარსზე გადასვლა

შარი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შარი
ფრანგ. Chari

ხედი მდინარე შარიზე
ქვეყანა კამერუნის დროშა კამერუნი
ჩადის დროშა ჩადი
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დროშა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
სათავე 8°34′13″ ჩ. გ. 19°03′23″ ა. გ. / 8.57028° ჩ. გ. 19.05639° ა. გ. / 8.57028; 19.05639
სათავის მდებარეობა მდინარეების — იამის, ბამინგის და გრიბინგის შეერთების ადგილი
შესართავი ჩადის ტბა
12°54′34″ ჩ. გ. 14°33′54″ ა. გ. / 12.90944° ჩ. გ. 14.56500° ა. გ. / 12.90944; 14.56500
სიგრძე 1400 კმ
აუზის ფართობი 650 000 კმ²
შარი — ჩადი
შარი
შარი
— სათავე, — შესართავი
შარი ვიკისაწყობში

შარი (ფრანგ. Chari) — მდინარე ცენტრალურ აფრიკაში, მიედინება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ჩადზე და კამერუნთან მის სახელმწიფო საზღვარზე. სათავე იქმნება მდინარეების — იამის, ბამინგის და გრიბინგის შეერთების ადგილიდან. მდინარის სიგრძეა — 1400 კმ, წყალშემკრები აუზის ფართობი — 650 000 კმ²[1][1]. მდინარე შარი ჩაედინება ჩადის ტბის სამხრეთ ნაწილში. ჩადის და კამერუნის სახელმწიფო საზღვართან ახლოს მდინარე შარიში ჩაედინება მისი მთავარი შენაკადი — მდინარე ლოგონი.

მდინარე შარის აუზი.

ჩადის დასახლებული პუნქტების უმრავლესობა, ქალაქ სარჰისა და დედაქალაქ ნჯამენას ჩათვლით, თავმოყრილია მდინარე შარის რაიონში. მდინარე შარი უზრუნველყოფს ჩადის ტბაში შემავალი წყლების 90 %-ს. 58 წლის განმავლობაში, 1933 წლიდან 1991 წლის ჩათვლით ტარდებოდა მდინარეული ჩამონადენის დონის გაზომვა ნჯამენასთან ახლოს, რისი მიხედვითაც წყლის საშუალო ხარჯი შეადგენს 1059 მ³/წმ-ს, მინიმალური ხარჯი აპრილ-მაისში (დაახლოებით 150 მ³/წმ) და მაქსიმალური ხარჯი სექტემბერ-ნოემბერში (2000 მ³/წმ-ზე მეტი). აბსოლუტური მინიმუმი შეადგენს 8 მ³/წმ-ს (მდინარე პრაქტიკულად მთლიანად დაშრა), აბსოლუტური მაქსიმუმი — 4846 მ³/წმ[2].

მთავარი შენაკადის ლოგონის გარდა, მდინარე შარიში ჩაედინებიან უფრო პატარა მდინარეები: ბაჰრ-სალამატი, ბაჰრ-სარჰი, ბაჰრ-აუკი და ბაჰრ-კეიტა. ზაფხულის წვიმიან სეზონზე შეიმჩნევა წყალმოვარდნები.

მდინარეზე განვითარებულია თევზჭერა, ადგილობრივ თევზის ჯიშებში ყველაზე უფრო მეტად ძვირფასია — ნილოსის ქორჭილა. ნაოსნობა შესაძლებელია ქალაქ ბატანგაფომდე — შესართავიდან 800 კმ-ზე უფრო მეტი მანძილი.

ევროპელებმა მდინარე შარი აღმოაჩინეს 1823 წელს, როდესაც ჩადის ტბა გამოიკვლიეს ბრიტანელმა მოგზაურებმა ჰიუ კლეპერტონმა, უოლტერ ოუდნიმ და დიქსონ დენემმა[1].

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=შარი&oldid=3218358“-დან