სერგო ფარაჯანოვი
სერგო ფარაჯანოვი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
9 იანვარი, 1924 თბილისი, საქართველო |
გარდაცვალების თარიღი |
20 ივლისი, 1990 (66 წლის) ერევანი, სომხეთი |
საქმიანობა | რეჟისორი, სცენარების ავტორი |
აქტიური | 1951-1990 |
შვილ(ებ)ი | სურენ ფარაჯანოვი (1958–) |
სერგეი (სერგო) ფარაჯანოვი (სომხ. Սարգիս Հովսեփի Փարաջանյան; დ. 9 იანვარი, 1924, თბილისი, საქართველო — გ. 20 ივლისი, 1990, ერევანი, სომხეთი) — XX საუკუნის სომხური წარმოშობის ქართველი და საბჭოთა კინორეჟისორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა და გაიზარდა თბილისში, სომხურ ოჯახში; მისი ნამუშევრები ძირითადად კავკასიის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს.
ფარაჯანოვის პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ (1964), რომელმაც საერთაშორისო აღიარება ჰპოვა მისი ფერადოვნებით, კოლორიტული კოსტიუმებითა და სოფლის ცხოვრების უცნაური აღწერით. მისი ნამუშევარი „ბროწეულის ფერი“ (1969) თბილისელ პოეტ საიათნოვას ცხოვრებას ასახავს. ფილმმა საბჭოთა მთავრობა განარისხა, რომლის აზრით იგი დელიკატურ ნაციონალურ საკითხებს ეხებოდა. ჰომოსექსუალობის ბრალდებით საბჭოთა მთავრობამ ფარაჯანოვი 1973 წელს დააპატიმრა და შრომით გამოსასწორებელ ბანაკში ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ფარაჯანოვის დაპატიმრება მრავალმა ცნობილმა ადამიანმა, ხელოვანმა, მწერალმა თუ რეჟისორმა გააპროტესტა, თუმცა იგი მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ გაათავისუფლეს, ფრანგი სიურრეალისტი ლუი არაგონის მეოხებით. ფილმების გადაღება მას აკრძალული ჰქონდა მრავალი წლის განმავლობაში, სანამ თბილისში ცხოვრობდა, თუმცა 80-იან წლებში მას ნება დართეს გადაეღო „ამბავი სურამის ციხისა“ (1984), რომელიც მისი ადრეული ნამუშევრების ფერადოვნების გამოძახილია, ასევე „აშიკი ქერიბი“ (1988) და დაუმთავრებელი ავტობიოგრაფიული სერია „აღიარებისა“, რომელიც შემდგომში მიხეილ ვართანოვის ფილმის „ფარაჯანოვი: ბოლო გაზაფხული“ ნაწილი გახდა.
ფარაჯანოვი 1990 წლის ივლისში გარდაიცვალა ერევანში, კიბოს დაავადებით.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფარაჯანოვი: ბოლო გაზაფხული[1] (1992) (სეგმენტი „აღიარება“)
- აშუღი ქერიბი (1988) ... აგრეთვე ცნობილი როგორც „აშიკ-ქერიბი“ (1988) (აზერბაიჯანულ ენაზე)
- არაბესკები ფიროსმანის თემაზე (1985)
- ამბავი სურამის ციხისა (1984)
- ბროწეულის ფერი (1968); თავდაპირველად გამოვიდა სახელით „საიათ-ნოვა“
- ჰაკობ ჰოვნატანიანი (1967)
- მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები (1964) ... ინგლ. Shadows of Forgotten Ancestors (1967) (USA)
- ყვავილი ქვაზე (1962)
- უკრაინული რაფსოდია (1961)
- პერვი პარენ (1959)
- დუმკა (1957)
- ნატალია უშვიჰ (1957)
- ოქროს ხელები (1957)
- ანდრიუშა (1954)
- მოლდავური ზღაპარი (1951)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი საიტი
- ფარაჯანოვის მუზეუმი დაარქივებული 2015-06-16 საიტზე Wayback Machine.
- ფარაჯანოვის ცხოვრება, შემოქმედება, სურათების გალერეა