[go: nahoru, domu]

შინაარსზე გადასვლა

ცირკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცირკის შენობა. პარიზი, საფრანგეთი.

ცირკი (ლათ. circus, სიტყვასიტყით — „წრე“), შენობა საცირკო წარმოდგენების ჩასატარებლად. ძვ. რომში გავრცელებული იყო ტრიბუნებიანი გეგმით ელიფსური არენა, რომელშიც ეწყობოდა შეჯიბრება (რბოლა) ეტლებით. შესვენების დროს გამოდიოდნენ აკრობატები, ეკვილიბრისტები, კომიკოსები და სხვ. რომის დიდი ცირკი იტევდა 50 ათასამდე მაყურებელს. ესპანეთში, მექსიკასა და ზოგ სხვა ქვეყანაში ცირკის არენას იყენებდნენ კორიდისთვის. თანამედროვე ცირკის არენა (მანეჟი) მრგვალია (დიამეტრი 13-14, ზოგჯერ 9-17 მ), გარს არტყია მკვიდრი ბარიერი, გადახურულია სფერული გუმბათით (საჰაერო აკრობატებისათვის), მაყურებელთა ადგილები განლაგებულია ამფითეატრისებურად. თანამედროვე ცირკი აღჭურვილია სპეციალური საცირკო ტექნიკით, დიდი საკულისო სათავსებით, სარეპეტიციო მანეჟებითა და სხვ.