ჯგალი
ჯგალი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ლეთკანთი, ლეკაკულე, ლესალე, ლეხარჩილე).[2] მდებარეობს მდინარე ჭანისწყლის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 230 მეტრზე, წალენჯიხიდან დაშორებულია 7 კილომეტრით, ზუგდიდიდან 29 კმ-ით.
სოფელში იდგას მთავარანგელოზის სახელობის ეკელსია, რომელიც ამჟამად დანგრეულია.[3] XX საუკუნის დასაწყისში მასში ინახებოდა ისტორიული ხატი.[4]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი უბნებად არის დაყოფილი. თითოეული მათგანი ერთგვარი შენაკადია, რომელსაც რაღაც ნიშან-თვისება, თვითმყოფადობა გააჩნია და საკუთარი ელფერი დაჰკრავს, რაც უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია მოსახლეობის წარმომავლობასა და ცხოვრების ადგილობრივ პირობებთან. ესენია: სქური, ლეთოფურე, კანთი.
ჯგალიდან თბილისამდე მანძილი საავტომობილო გზით 374 კმ-ია. ჯგალიდან ზუგდიდამდე 30 კმ-ია, წალენჯიხამდე 7 კმ, ფოთამდე კი - 72 კმ. ჯგალს ესაზღვრება შემდეგი სოფლები: ჩრდილო-დასავლეთით — სოფ. საჩინო, ჩრდილო-აღმოსავლეთით — სოფ. მედანი, სამხრეთით — სოფ. მიქავა (ფუქი) და აღმოსავლეთით — სოფ. მუხური.
სოფ. ჯგალი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. გვხვდება ჰიდრორესურსები, ხე-ტყის რესურსები, მინერალური წყალი სქური, მინერალი დოლომიტი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1022 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 975 | 470 | 505 |
2014[1] | 1022 | 486 | 536 |
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 550.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10376
- ↑ თაყაიშვილი ე., „არხეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში“ // ძველი საქართველო, ტ. III, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1914. — გვ. 240-241.
|