[go: nahoru, domu]

შინაარსზე გადასვლა

ჯოზეფ სმითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯოზეფ სმითი, - მორმონების მიმდინარეობის დამაარსებელი

ჯოზეფ სმითი უმცროსი (დ. 23 დეკემბერი, 1805 — გ. 27 ივნისი, 1844) — XIX საუკუნეში აშშ-ში დაბადებული მორმონიზმის ფუძემდებელი, უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის დამაარსებელი. მიმდევრები სმითს წინასწარმეტყველს უწოდებენ. იგი აგრეთვე იყო მწერალი, ქალაქის მერი და სამხედრო გენერალი.

ჯოზეფ სმითი უმცროსი დაიბადა 1805 წლის 23 დეკემბერს, შტატ ვერმონტში, აშშ-ში. როდესაც ცხრა წლის იყო, მამამისი გადასახლდა და ოჯახი საცხოვრებლად წაიყვანა ნიუ-იორკის შტატში. ოჯახის მანჩესტერში ცხოვრების დროს დაიწყო რელიგიური ხასიათის მღელვარება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]