[go: nahoru, domu]

შინაარსზე გადასვლა

ჰანან ალ-ჰრუბი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰანან ალ-ჰრუბი
დაბადების თარიღი 6 მარტი, 1972 (1972-03-06) (52 წლის)
ბეით-ლაჰმი, პალესტინის სახელმწიფო
რეზიდენცია რამალაჰი
მოქალაქეობა პალესტინა
საქმიანობა მასწავლებელი
ჯილდოები გლობალური მასწავლებლის პრემია (2016)
საიტი twitter.com

ჰანან ალ-ჰრუბი (არაბ. حنان الحروب; დ. 6 მარტი 1972, ბეით-ლაჰმი, პალესტინის სახელმწიფო) — პალისტინელი მასწავლებელი, რომელიც 2016 წელს „გლობალური მასწავლებლის პრემიის“ მეორე გამარჯვებული გახდა.

ალ-ჰრუბი მუშაობს ძალადობის შედეგად დაზარალებულ ბავშვთა მხარდასაჭერად.[1] თვითონ ჰანანი გაიზარდა პალესტინის ლტოლვილთა ბანაკში,[2] სადაც იგი ძალადობის ფაქტების მსხვერპლი გახდა, ხოლო მისი შვილები ტრავმირებული იყვნენ გასროლების ინციდენტებით. ჰანანი ასწავლის პალესტინელ ლტოლვილ ბავშვებს და მისი ლოზუნგია „არა ძალადობას“. იგი იყენებს სპეციალურ მიდგომას, რომელიც თვითონ შექმნა, სადაც იყენებს თამაშებს, რომელიც მიზნად ისახავს ძალადობისა და დაძაბულობის აღმოფხვრას. მეთოდი დეტალურად არის აღწერილი მის წიგნში „ჩვენ ვთამაშობთ და ვსწავლობთ“. ერთ-ერთ განცხადებაში, ჰანანმა თქვა, რომ როდესაც სწავლა დაიწყო: „ძალადობა, რომელსაც ბავშვები ქუჩებში ხედავდნენ, საკლასო ოთახში მოჰქონდათ“, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ მათი ქცევა და დამოკიდებულება მკვეთრად გაუმჯობესდა.[3]

გლობალური მასწავლებლის პრემია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის მარტში ალ-ჰრუბი 1 მილიონი აშშ-ის დოლარის მფლობელი და „გლობალური მასწავლებლის პრემიის“ მეორე გამარჯვებული გახდა.[4][5][6][7] „ვარკეის ფონდის“ გლობალური განათლებისა და უნარ-ჩვევების ფორუმი წარმოადგენს ყოველწლიურ ჯილდოს[8]. ალ-ჰრუბის ჯილდო პაპმა ფრანცისკემ ვიდეოჩანაწერით გამოაცხადა. 2015 წლის გამარჯვებული, ამერიკელი პედაგოგი ნენსი ეტველი იყო.

მას 5 შვილი ჰყავს. მისი ტყუპი ქალიშვილები კვალიფიცირებული იურისტები არიან, მეორე ქალიშვილი ბუღალტერია, ერთი ვაჟი მზარეულია, ხოლო უმცროსი ვაჟი არქიტექტურას ეუფლება[9].

მისმა მეუღლემ ომარმა ისრაელის ციხეში 10 წელი გაატარა, მას შემდეგ, რაც ჰევრონში 1980 წლის სასიკვდილო თავდასხმაში მას ბრალი დასდეს, სადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა. ომარ ალ-ჰრუბი ქიმიკოსი იყო, რომელიც ბომბების შემქმნელებს ქიმიკატებით ამარაგებდა[10][11]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Palestinian teacher wins global prize worth $1m. the Guardian. ციტირების თარიღი: 14 March 2016.
  2. Ex-refugee wins $1m global teacher prize. BBC News. ციტირების თარიღი: 14 March 2016.
  3. 'Enrichment, not learning': World Teacher of the Year. Journal of Middle Eastern Politics and Policy (24 September 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 19 ივლისი 2017.
  4. „Hanan al-Hroub, Palestinian Refugee and ‘World’s Best Teacher’“. Fanack Chronicle. 23 June 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 19 ივლისი 2017.
  5. Hanan Al Hroub - The Global Teacher Prize. The Global Teacher Prize. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 14 March 2016.
  6. Papa Francesco premia Hanan al-Hroub, la maestra che insegna la non violenza. LaStampa.it (13 March 2016). ციტირების თარიღი: 14 March 2016.
  7. Hanan Al Hroub - Palestinian teacher wins $1 million Global Teacher Prize. The Global Teacher Prize. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 14 March 2016.
  8. Mohammed bin Rashid presents Palestinian teacher Hanan Al Hroub with US$1 million Global Teacher Prize | WAM. Wam.ae. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-14. ციტირების თარიღი: 2016-03-14.
  9. Sherwood, Harriet (2016-03-18). „Palestinian Global Teacher victor: 'My students are the true prize winners'. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2016-04-29.
  10. Ahren, Raphael (2016-03-31). „Husband of Palestinian who won 'world's best teacher' served time for terror“. The Times of Israel. ციტირების თარიღი: 2016-04-09.
  11. Husband of Palestinian teacher who won nonviolence prize participated in terror attack | Jewish Telegraphic Agency (2016-03-31). ციტირების თარიღი: 2016-04-09.