[go: nahoru, domu]

შინაარსზე გადასვლა

ჰასან ფაქრავანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰასან ფაქრავანი
ჰასან ფაქრავანი
სპარს. حسن پاكروان
სავაქის მე-2 დირექტორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1961ივნისი – 1965იანვარი
წინამორბედითეიმურ ბახთიარი
მემკვიდრენემათოლა ნასირი

დაბადებული4 აგვისტო 1911
თეირანი
გარდაცვლილი11 აპრილი 1979 (67 წლის)
ირანი (კასრის ციხე)
მამაფათჰოლა ფაქრავანი
დედაემინე ფაქრავანი
მეუღლეფატიმა ფაქრავანი
შვილებისეიდე
განათლებაLycée Français du Caire
ლიეჟის უნივერსიტეტი
წოდებაგენერალ-მაიორი
საქმიანობაირანის სპეცსამსახურების თანამშრომელი
რელიგიაისლამი, შიიზმი
ჯილდოებისაპატიო ლეგიონის ორდენი

ჰასან ფაქრავანი (სპარს. حسن پاكروان‎; დ. 4 აგვისტო, 1911, თეირანი — გ. 11 აპრილი, 1979, თეირანი) — ირანელი სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკოსი, სავაქის მე-2 ხელმძღვანელი (1961 წლის ივნისი1965 წლის იანვარი), ირანის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი (სარლაშქარი). [1]

ჰასან ფაქრავანი დაიბადა თეირანში 1911 წლის 4 აგვისტოს ფათჰოლა და ემინე ფაქრავანების ოჯახში. მამას ეკავა მაღალი სამთავრობო თანამდებობები ყაჯართა მმართველობის დროს. იგი გახლდათ ხორასანის პროვინციის (ოსტანის) გამგებელი და ირანის ელჩი იტალიაში.  დედა — ნახევრად ევროპული წარმოშობის  ემინე ფაქრავანი,  ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ჰაბსბურგების დინასტიას ენათესავებოდა. ემინე თეირანის ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორი იყო.

ბავშვობაში ჰასანი მშობლებთან ერთად გაემგზავრა კაიროში, ვინაიდან შაჰის მთავრობამ ეგვიპტეში დიპლომატიურ წარმომადგენლად ფათჰოლუ ფაქრავანი დანიშნა. კაიროში ჰასანმა დაწყებითი განათლება მიიღო ფრანგულ ლიცეუმში („Lycée français“). 1923 წელს ჰასანის მშობლები განქორწინდნენ.

ემინე და მისი ვაჟი წავიდნენ ბელგიის ქალაქ ლიეჟში, სადაც ჰასანმა ადგილობრივ საშუალო სკოლაში დაიწყო სწავლა. აქ მან დაამთავრა უნივერსიტეტი, რის შემდეგაც სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა პუატიეში (საფრანგეთი), ჩააბარა საარტილერიო სკოლაში, შემდეგ გადაიყვანეს ფონტენბლოში ("Ecole d'application d'artillerie").[2]

1933 წელს ჰასანი ბელგიიდან მოსკოვში გაემგზავრა მამის, მაშინდელი ირანის ელჩის სსრკ-ში მოსანახულებლად. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ელჩი ფათჰოლუ  ფაქრავანი გამოცხადდა პერსონა ნონ გრატად და  ჰასან ფაქრავანი მოსკოვიდან დაბრუნდა ირანში. იგი მალევე შეიყვანეს სამხედრო აკადემიაში, მასწავლებლად.[3]

სამხედრო და დიპლომატიური საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰასან ფაქრავანმა პოლიტიკური კარიერა დაიწყო,  როგორც არტილერიის მასწავლებელმა თეირანის სამხედრო სკოლაში.

1940-1970-იან წლებში ჰასან ფაქრავანს ეკავა მრავალი პოლიტიკური, სამხედრო და დიპლომატიური თანამდებობა, მათ შორის:[4]

1949-1951 წლებში ფაქრავანი იყო სამხედრო ატაშე პაკისტანში. 1951 წელს ირანში დაბრუნებული ჰასან ფაქრავანი დაინიშნა სამხედრო დაზვერვის „J-2“-ის უფროსად (1951-1953). ამ სერვისს სახელი ფრანგული მოდელის "Deuxième Bureau"-ს მიხედვით ეწოდა. საიდუმლო სამსახური „J-2“ცნობილი იყო ოპოზიციური ძალების საქმიანობის ჩახშობაში მონაწილეობით.

შაჰსა და მოსადეღს შორის კონფლიქტის ფონზე, ჰასანმა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა სამხედრო დაზვერვის „J-2“-ის უფროსის პოსტი. ის საფრანგეთში გაემგზავრა სამხედრო ატაშეს მოადგილედ და შემდეგ გახდა სამხედრო ატაშე ინდოეთში. მოგვიანებით ჰასან ფაქრავანმა განმარტა, რომ კონსტიტუციის პატივისცემის გამო, მას არ სურდა მოსადეღის წინააღმდეგ გადატრიალებაში ჩარევა და ამის გამო გაემგზავრა საფრანგეთში.

ფაქრავანი სავაქის სათავეში (1961 წლის ივნისი - 1965 წლის იანვარი)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1954-1957 წლებში ფაქრავანი იყო ინდოეთის სამხედრო ატაშე. 1957 წელს გაიწვიეს ირანში.

ამ პერიოდში შაჰის თხოვნით თეირანში ჩავიდნენ ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო მრჩევლები, რათა დახმარებოდნენ ირანს ახალი სადაზვერვო სამსახურის ჩამოყალიბებაში. სავაქის საიდუმლო სამსახურის პირველ უფროსად დაინიშნა გენერალი თეიმურ ბახთიარი, რომელმაც თავის მოადგილედ გენერალი ჰასან ფაქრავანი დანიშნა.

მას შემდეგ, რაც ჯონ კენედი აშშ-ს ახალ პრეზიდენტად აირჩიეს, მოჰამედ რეზა ფეჰლევს სურდა ირანში ღია პოლიტიკის გატარება. მან ჰასან ფაქრავანი მიიჩნია  სავაქის ლიდერის მისაღებ კანდიდატურად (თეიმურ ბახთიარი ეჭვმიტანილი იყო მონარქიისადმი არალოიალობაში, რისთვისაც იგი გაათავისუფლეს 1961 წლის ივნისში).

სავაქის ახალი მმართველის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო დაკითხვის დროს თავი შეეკავებინათ წამების მეთოდების გამოყენებისგან.

1962 წლის 8 ოქტომბერს სასულიერო პირებმა მკვეთრი რეაგირება მოახდინეს მთავრობის მიერ პროვინციული და რეგიონალური ენჯუმენების (საბჭოების) არჩევნების შესახებ დებულების გამოქვეყნებაზე. წინააღმდეგობები ძირითადად ეხებოდა ქალებისთვის ხმის მიცემის უფლების მინიჭებას და იმ ფაქტს, რომ კანდიდატს უნდა დაედო ფიცი „წმინდა წერილზე“ და არა ყურანზე, რაც განიხილებოდა, როგორც „ბიბლიის ყურანთან გაიგივების მცდელობა“. მთავრობამ მალევე უარი თქვა ყველა იმ დებულებაზე, რომელიც სასულიერო პირების უკმაყოფილებას იწვევდა.

1963 წლის 26 იანვარს ირანში გაიმართა პლებისციტი რეფორმის პროგრამის 6 პუნქტზე: კანონი აგრარული რეფორმის შესახებ, კანონი ტყეებისა და საძოვრების ნაციონალიზაციის შესახებ, „საგანმანათლებლო კორპუსის“ შექმნა, კანონი მუშათა უზრუნველყოფის შესახებ სამრეწველო საწარმოების მოგების ნაწილით, ქალებისთვის ხმის უფლების მინიჭებით. წინადადებები ამომრჩეველთა უმრავლესობით დამტკიცდა. რეფორმების წინააღმდეგ სასულიერო პირების ბრძოლას ხელმძღვანელობდა რუჰოლა ხომეინი.

მარტის შუა რიცხვებში, ირანული ახალი წლის წინა დღეს, რუჰოლა ხომეინმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ იმ პირობებში, როდესაც „ისლამს საფრთხე ემუქრება“, ირანელებს არ აქვთ  ნოვრუზის აღნიშვნის საფუძველი.

22 მარტს ხომეინის მეთაურობით განხორციელდა სავაქის შეიარაღებული დარბევა ყუმში ფეიზიეს მედრესეში; მოკლული იყო ერთი სტუდენტი. ხომეინი დააპატიმრეს, მაგრამ მალე გაათავისუფლეს. იმავე დღეს უსაფრთხოების ძალებმა თავრიზის მედრესე დაარბიეს.

1963 წლის 4 ივნისს ხომეინი დააპატიმრეს ანტისამთავრობო საქმიანობისთვის. 5 ივნისს, თეირანში, ყუმში, მეშჰედში, თავრიზში, ვერამინსა და ქაშანში აშურას დღესასწაულთან დაკავშირებით სამგლოვიარო მსვლელობები გადაიზარდა ანტისამთავრობო დემონსტრაციებში და დარბევებში. ფაქტობრივად, ირანში მოხდა ხომეინის მხარდამჭერთა აჯანყება, მაგრამ ის სასტიკად ჩაახშეს შაჰის მცველებმა გენერალ ღოლამ ალი ოვეისის მეთაურობით, არმიის ნაწილებმა და სავაქის ძალებმა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 100-მდე დემონსტრანტი, დააკავეს 28 აიათოლა. არაოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ თეირანში 5000-ზე მეტი დემონსტრანტი დაიღუპა.

მას შემდეგ, რაც ხომეინი აჯანყდა მონარქიის და ეროვნული უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ, კანონის შესაბამისად „სამართლიანი სასამართლოს“ შემდეგ მას სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა.

ფატიმა ფაქრავანი (გენერალ ფაქრავანის ცოლი) თავის მოგონებებში ადასტურებდა ცნობილ ვერსიას, რომ მისმა ქმარმა გადაარჩინა ხომეინის სიცოცხლე 1963 წელს.

ქალბატონი ფატიმა ფაქრავანი თავის მოგონებებში დეტალურად აღწერდა ქმრის ცხოვრების ყველა საკვანძო მომენტს. ის წერდა, რომ როცა ხომეინს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს,  გენერალი ფაქრავანი ამ ფაქტმა ძალიან გააღიზიანა. იგი   გრძნობდა, რომ ხომეინის სიკვდილით დასჯა გამოიწვევდა უბრალო ირანელების და რელიგიური მოღვაწეების  დიდ აღშფოთებას. მან იცოდა და უბრალოდ დარწმუნებული იყო, რომ ქვეყნის მოსახლეობა ამ საქმეში მხარს არ დაუჭერდა მმართველ ელიტას და სასამართლოს. ამ არგუმენტებით იგი წარდგა შაჰის წინაშე. დაარწმუნა შაჰი დაეშვა, რომ თავად ეპოვა გამოსავალი სიტუაციიდან, გენერალმა რჩევისთვის მიმართა აიათოლა სეიიდ მოჰამედ ქაზემ შარიათმადარს და დახმარება სთხოვა სიტუაციის მოგვარებაში. აიათოლა შარიათმადარმა, როგორც ირანის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა რელიგიურმა ლიდერმა, შესთავაზა გენერალ ფაქრავანს ხომეინის აიათოლას რანგში აყვანა. სამღვდელოების უმაღლეს მინისტრებთან კონსულტაციის შემდეგ მალევე შედგენილი იქნა სპეციალური რელიგიური დადგენილება, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინებოდა შაჰს. ეს პროექტი შემუშავდა გენერალ ფაქრავანის და სეიედ ჯელალ თეირანის უშუალო მონაწილეობით.

ამრიგად, 1960-იანი წლების დასაწყისისთვის ხომეინი გახდა უმაღლესი რანგის ერთ-ერთი რელიგიური ლიდერი — აიათოლა (იმ დროს ირანში სულ რამდენიმე ასეული აიათოლა იყო). უმაღლესმა სამღვდელოებამ მას მიანიჭა "დიდი აიათოლას" ("აიათოლა ალ-ოზმა") წოდება. ამ ტიტულის მატარებელი ათზე ნაკლები შიიტი სასულიერო პირი იყო და ამან შიიტური ოპოზიციის (ხომეინის) ლიდერს იმუნიტეტი მისცა შაჰის საერო სასამართლოს წინაშე. ახალმა სულიერმა წოდებამ ხომეინს საშუალება მისცა პრეტენზია გამოეცხადებინა ირანში შიიტური თემის ლიდერის როლზე.

გენერალ ფაქრავანის მეუღლის მემუარებში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპიზოდია მისი მეუღლის ყოველკვირეული საუზმების აღწერა მოლა რუჰოლა ხომეინთან 1963 წელს, როდესაც ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.[5]

გენერალ ფაქრავანის თქმით, ხომეინი მჭევრმეტყველად და გამომწვევად საუბრობდა.

გენერალი ხომეინს ახასიათებდა, როგორც ძალიან სიმპათიურ კაცს, არაჩვეულებრივი ქცევის, დიდი ხიბლის მფლობელს, რომლისთვისაც უცხო არ იყო ძალაუფლების გემოს ცდუნება. გენერალი და აიათოლა ბევრს ლაპარაკობდნენ რელიგიაზე, ფილოსოფიასა და ისტორიაზე. ჰასან ფაქრავანი აღნიშნავდა, რომ ხომეინი ისტორიისა და ფილოსოფიის უბადლო მცოდნე იყო. გენერალმა ასევე აღნიშნა, რომ ხომეინი ძალიან ამბიციური და იდუმალებით მოცული პიროვნება იყო. ერთხელ გენერალმა ფაქრავანმა მეუღლეს უთხრა:

ვიკიციტატა
„ხომეინთან ყოველი საუბარის დროს მე მეუფლებოდა გარკვეული შიში, რომლისგანაც დროთა განმავლობაში თმა საგრძნობლად გამიჭაღარავდა. ეს იყო საშინელი გრძნობა“

1964 წლის ნოემბერში შაჰმა უსაფრთხოების ღონისძიების მიზნით აიათოლა ხომეინის თურქეთში, შემდეგ კი ერაყში დეპორტაციის ბრძანება გასცა.[6]

ახლა ფაქტია (დადასტურებულია მრავალი ირანელი ოფიციალური პირის მიერ თავის მემუარებში, მათ შორის გარდაცვლილი შაჰის ჩათვლით), რომ გენერალ ფაქრავანის როლი შაჰის დარწმუნებაში 1963 წლის აჯანყების გამო ხომეინის სასიკვდილო განაჩენის გადასახლებით შეცვლის აუცილებლობაში იყო მთავარი და გადამწყვეტი.

სწორედ ფაქრავანმა გადაარჩინა ხომეინის სიცოცხლე, ევედრებოდა შაჰს, გამოეჩინა ადამიანობა და ლმობიერება ოპოზიციონერი სასულიერო პირის მიმართ. გენერალი ფაქრავანი დიდ დროს ატარებდა დაკავებული ხომეინის  საკანში, ხანდახან  მიჰქონდა მისთვის საკვები, ცდილობდა (უშედეგოდ) გავლენა მოეხდინა აიათოლაზე უარი ეთქვა ოპოზიციური საქმიანობის გაგრძელებაზე, თუმცახომეინის არ სურდა პოზიციის შეცვლა.[7]

პრემიერ მინისტრ ჰ.ა. მანსურის მკვლელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენერალ ფაქრავანის მიერ გატარებულმა ზომებმა ოპოზიციის, განსაკუთრებით კი ხომეინის ისლამისტების დასამშვიდებლად, სასურველი შედეგი არ მოიტანა.

1965 წლის 22 იანვარს დილის 10 საათზე, თეთრი რევოლუციის მეორე წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე, პრემიერ მინისტრ ჰასან ალი მანსურზე (ბოჰარესთანის მოედანი) განხორციელდა თავდასხმა, როდესაც ის მეჯლისის კარიბჭეში შედიოდა. 17 წლის მოჰამედ ბოჰარაი, ტერორისტული ორგანიზაცია ისლამის ფედაინები წევრი, მიუახლოვდა პრემიერ-მინისტრს და სამჯერ ესროლა. მძიმედ დაშავებული მანსური სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც 5 დღე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და 27 იანვარს გარდაიცვალა.[8]

კრიზისის 5 დღის განმავლობაში შაჰმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა ალი მანსურის ახლო მეგობარი ამირ აბას ჰოვეიდა.  27 იანვარს ჰასან ალი მანსური გარდაიცვალა, რის შემდეგაც ჰოვეიდა  შაჰმა ახალ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა. მანსურზე მკვლელობასთან დაკავშირებით ათობით ადამიანი დააკავეს, მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის კი ისლამის ფედაინები 4 წევრი სიკვდილით დასაჯეს.

1965 წლის იანვარში შაჰის ბრძანებულებით გენერალი ჰასან ფაქრავანი გაათავისუფლეს თანამდებობიდან. იგი დაინიშნა ირანის ელჩად პაკისტანში. მისი ადგილი დაიკავა პროფესიონალმა გენერალმა ნემათოლა ნასირიმ, რომელიც შაჰის თანაკლასელი და ბავშვობის მეგობარი იყო. წამოაყენეს ვერსია, რომ გენერალ ფაქრავანის გადაყენების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მისი ხელმძღვანელობით სავაქმა დროულად არ შეაჩერა შაჰის მკვლელობის მცდელობა.[9]

1965 წლის 10 აპრილს მარმარილოს სასახლეში შაჰზე თავდასხმა მოხდა.  სროლის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის შაჰის რამდენიმე მცველი. თეირანში საალყო  მდგომარეობა გამოცხადდა, სავაქის სპეცსამსახურებმა ტერორისტული აქტის ორგანიზატორებისა და თანამზრახველების აქტიური ძებნა დაიწყეს. სავაქის გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სასახლის მცველებიდან ორი სასულიერო პირის აგენტი იყო. ხელისუფლების მხრიდან სასტიკი რეპრესიები მალევე დაიწყო — ამ მკვლელობის მცდელობის ყველა მონაწილე დააპატიმრეს და გაანადგურეს სავაქის კედლებში.[10]

1974 წელს გენერალი ფაქრავანი ოჯახთან ერთად ირანში დაბრუნდა. 1978 წლის დასაწყისში შაჰმა გენერალი ფაქრავანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.[11]

ირანის ისლამური რევოლუცია (1978-1979)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

70-იანი წლების ბოლოს რევოლუციამდელ პერიოდში. გენერალმა ფაქრავანმა გამოიჩინა მორალური სიმამაცე და გამძლეობა, რაც ნუგეშის მომცემი იყო მისი მრავალი კოლეგისთვის 19781979 წლების რთულ პერიოდში, როდესაც რევოლუციურმა ელემენტებმა შიიტური სამღვდელოების ხელმძღვანელობით აიღეს კონტროლი მთელ ოპოზიციაზე (კომუნისტები, დემოკრატები, სოციალისტები, რესპუბლიკელები და სხვ.) და საბოლოოდ ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება ირანში 1979 წლის თებერვალში.[12]

სასიკვდილო განაჩენი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ ჰასან ფაქრავანი 16 თებერვალს დააპატიმრეს.

მოკლე სასამართლო პროცესის დროს, სადაც გენერალს უარი ეთქვა ადვოკატის ყოლის უფლებაზე, ისლამურმა რევოლუციურმა პროკურორებმა მას უსაფუძვლო ბრალდებები წაუყენეს. იმის გათვალისწინებით, რომ გენერალი ფაქრავანი ჯერ კიდევ 1978 წელს გაათავისუფლეს შაჰის ადმინისტრაციისგან და გაგზავნეს რეზერვში, მისი სიკვდილით დასჯა მით უფრო უსამართლო ჩანდა.[13][14]

ჰასან ფაქრავანი (1970-იანი წლები)

თავის მოგონებებში ფატიმა ფაქრავანი ასევე აღწერს ისლამური რევოლუციური სასამართლოს მიერ ქმრის დაპატიმრების, პატიმრობისა და სიკვდილით დასჯის დეტალებს. გენერალი ფაქრავანი ისლამური რევოლუციური კომიტეტის წარმომადგენლებმა საკუთარი სახლის ზღურბლზე დააკავეს. როცა შვილმა მასთან დაკავშირება სცადა, პასუხად უთხრეს, რომ გენერალი ფაქრავანი საერთოდ არ იყო დაკავებული. მის ოჯახს უთხრეს, რომ ის უბრალოდ აიათოლას სტუმარი იყო. მაგრამ სინამდვილეში ის  დაპატიმრებიდან მალევე ჩასვეს ციხეში.[15][16]

შაჰის ჯარის ოფიცრის გადმოცემით, რომელიც გენერალ ფაქრავანთან ერთად იყო დაპატიმრებული, მაგრამ შურისძიებას გადაურჩა, სიკვდილით დასჯამდე რამდენიმე დღით ადრე, ოფიცერთან ერთ-ერთი საუბარის დროს გენერალმა მას გაუღიმა და უთხრა:

ვიკიციტატა
„სასაცილოა. არასოდეს ვყოფილვარ ასეთ პირობებში, ჯარში მსახურობის დროსაც კი, ასეთ სრულ სიღატაკეში. ვიცი რაც დამემართება. ეს იქნება ავტომატით. მაგრამ ასე მშვიდად არასდროს მიგრძვნია თავი.“

1979 წლის 11 აპრილს, დაკითხვებისა და საჩვენებელი სასამართლო პროცესის შემდეგ, გენერალი ჰასან ფაქრავანი დახვრიტეს რევოლუციური ტრიბუნალის განაჩენით, სადეკ ხალხალის თავმჯდომარეობით. ისლამური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ სავაქის დირექტორები ჰასან ფაქრავანი, ნემათოლა ნასირი, ნასერ მოყადამი, გენერლები მანუჩეჰრ ხოსროუდადი, მეჰდი რაჰიმი, რეზა ნაჯი, შაჰის გვარდიის მეთაური ალი ნეშატი იყვნენ შაჰის პირველები მთავარ გენერლებს შორის, რომლებიც სიკვდილით დასაჯეს რიგრიგობით.[17][18]

ჰასან ფაქრავანი იყო პრემიერ მინისტრს ამირ აბას ჰოვეიდას ახლო მეგობარი. ის თავისუფლად ფლობდა ფრანგულ ენას და ძალიან უყვარდა ფრანგული ლიტერატურის კითხვა. მონარქისტული ემიგრაციის ირანელი ისტორიკოსები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ჰასან ფაქრავანი გახლდათ მაღალი ღირსების ადამიანი და ნამდვილი ირანელი პატრიოტი, შაჰის ერთგული.[19][20][21]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • HolyCrime.com, Hassan Pakravan – Biography Warning: This site contains graphic images (mugshot of corpse.)
  • Iranian.com, "Lunch with Khomeini – How a former SAVAK chief saved the ayatollah's life". The Iranian
  • Memoirs of Fatemeh Pakravan: wife of general Hassan Pakravan : army officer, chief of State Intelligience and Security Organization, cabinet minister, and diplomat (1998).
  • Harvard Iranian Oral History Project: transcript of interview with Fatemeh Pakravan conducted by Dr. Habib Ladjevardi 3 March 1983]
  • Holy Crime: Hassan Pakravan — Biography Warning: This site contains graphic images (mugshot of corpse.)
  • The Iranian: Lunch with Khomeini — How a former SAVAK chief saved the ayatollah’s life.
  • Assar-e Angosht-e Savak vol. 1, Nima publishing, Paris, février 1994.
  1. Robert Michael Burrell, Robert L. Jarman. "Iran: 1946-1951". Archive Editions, (1997), p. 241.
  2. Iran Who's who, Volume 3. Echo of Iran., (1976), p. 407. Who's who in the World: 1971-1972. Marquis Who's Who, (1970), p. 706.
  3. S. Steinberg. "The Statesman's Year-Book 1966-1967". The One-Volume ENCYCLOPEDIA of all nations. (1968), p. 1136.
  4. James William Spain. "In Those Days: A Diplomat Remembers". (1998), p. 155.
  5. Iran Almanac and the Book of Facts, Volume 9. Echo of Iran., (1970), p. 765.
  6. Abbas Milani: Eminent Persians.Syracuse University Press, 2008, S. 478.
  7. Misagh Parsa. "States, Ideologies, and Social Revolutions: A Comparative Analysis of Iran, Nicaragua, and the Philippines". (2000), p. 135.
  8. Uichol Kim, Ŭi-ch'ŏl Kim, Henriette Sinding Aasen, Shīrīn ʻIbādī. "Democracy, Human Rights, and Islam in Modern Iran: Psychological, Social, and Cultural Perspectives". Fagbok for laget, (2003), p. 177.
  9. Cyrus Kadivar. "Farewell Shiraz: An Iranian Memoir of Revolution and Exile". (2017), p. 52.
  10. Samuel Segev. «The Iranian Triangle: The Untold Story of Israel’s Role in the Iran-Contra Affair». Free Press, (1988), p. 63.
  11. Funk, Wagnalls. «New Standard Encyclopedia Yearbook». (1966).
  12. M. Blake. «A Nation Under Siege: Nukes, Mullahs, and the Ultimate Nightmare». Blake Press, (2005), p. 55.
  13. პაპავა ვ.ა. "სავაქი— მუჰამედ რეზა ფეჰლევის საიდუმლო პოლიცია (1957—1979)". გამომცემლობა "ბერიკა", საქართველო, (2016).
  14. Mir Ali Asghar Montazam. "The Life and Times of Ayatollah Khomeini". Anglo-European Publishing, (1994), p. 208.
  15. Ehsan Naraghi: From Palace to Prison. I.B. Tauris, 1994, S. 177.
  16. Parviz Daneshvar. «Revolution in Iran». (1996), p. 50.
  17. Charles H. Donnelly. «National security management review, highlighting salient developments and problems», (January 1965 — May 1966). (1966), p. 93.
  18. G. Edmonds. "The Shah of Iran: the man and his land". Holt, Rinehart and Winston, (1976), p. 155.
  19. Ali M. Ansariю. «Iran, Islam and Democracy: The Politics of Managing Change». (2019).
  20. Ehsan Yar-Shater. «Iran faces the seventies». Praeger Publishers, (1971), p. 110.
  21. Michael Axworthy. «Revolutionary Iran: A History of the Islamic Republic». (2013), p. 149.