[go: nahoru, domu]

შინაარსზე გადასვლა

ეკოსოფელი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკოსოფელი
ეკოსოფელი

ეკოსოფელი — დასახლება, თემი, რომლის მიზანია იყოს სოციალურად, ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მდგრადი, თვითკმარი და სიცოცხლისუნარიანი. მცხოვრებთა რიცხვი მეტწილად მერყეობს 50-დან 150 მოსახლემდე. ზოგიერთი ეკოსოფელი არის პატარა, ზოგიც — დიდი, 2000-ზე მეტი მოსახლით, რომლებიც ქმნიან ქსელს და იყოფიან მცირე ქვეჯგუფებად.

ეკოსოფლის მკვიდრნი გაერთიანებულნი არიან საერთო ეკოლოგიური, სოციალ-ეკონომიკური, კულტურული და სულიერი ღირებულებების ირგვლივ.[1] ეს არის დასახლება, რომელიც არის დაფუძნებული მცხოვრებთა შორის კეთილგანწყობაზე. ეკოსოფლის თითოეულ მცხოვრებს გააჩნია იმის შეგრძნება, რომ მას შეუძლია გავლენა იქონიოს ეკოსოფლის განვითარებაზე და თავის ცოდნას, გამოცდილებას და ფიზიკურ შესაძლებლობებს არ იშურებს ამისათვის; ეკოსოფლის მცხოვრებნი თავს თვლიან ბუნების ნაწილად და გარემოს მიმართ ზრუნვით არიან განმსჭვალულნი; მათი ცხოვრება და საქმიანობა ბუნებასთან ჰარმონიაშია.

სოფელში დამკვიდრებულია ცხოვრების წესი, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის საფუძველია; ის ასევე ითვალისწინებს კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვას, დადებითი ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას; ეკოსოფლის მცხოვრებლები კულტურულ, სოციალურ და სამეურნეო საქმიანობას წარმართავენ იმ მიმართულებით, იყენებენ იმ მეთოდებს და ტექნოლოგიებს, რაც უზრუნველყოფს სოფლის მდგრად განვითარებას.[2]