ნანჩანის აჯანყება
ნანჩანის აჯანყება — ჩინეთის ეროვნულ-რევოლუციური არმიის ნაწილების შეიარაღებული გამოსვლა გომინდანის კონტრრევოლუციური ხელისუფლების წინააღმდეგ, 1927 წელს. მოაწყო ჩინეთის კომპარტიამ. ამ აჯანყებამ დასაბამი მისცა ჩინეთის კომპარტიის ისტორიას ახალ-გომინდანის წინააღმდეგ სამოქალაქო ომის პერიოდში. აჯანყება დაიწყო 1927 წლის 1 აგვისტოს, ქალაქ ნანჩანში. რევოლუციურ კომიტეტში ჩინეთის კომპარტიის წევრებთან ერთად შედიოდნენ სუნ ცინლინი და სხვა მემარცხენე გომინდანელები. აჯანყებას ხელმძღვანელობდა ჩინეთის კომპარტიის საფრონტო კომიტეტი (მდივანი ჯოუ ენლაი) და სამხედრო სარდლობა. აჯანყებულებმა 1 აგვისტოს განაიარაღეს ნანჩანის გომინდანელთა გარნიზონი, 3-5 აგვისტოს მოაწყეს ლაშქრობა სამხრეთისაკენ გუანჯოუს რევოლუციური ბაზის აღსადგენად. 50 დღიანი მარშის შემდეგ რევოლუციური ჯარები შევიდნენ აღმოსავლეთ გუანდუნის რაიონში, სადაც, 29-30 სექტემბერს ისინი დაამარცხეს გომინდანელთა ჯარებმა. ნანჩანის აჯანყებამ საფუძველი ჩაუყარა ჩინეთის წითელი არმიის შექმნას. 1 აგვისტო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სახელმწიფო-განმათავისუფლებელი არმიის შექმნის დღეა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 313-314.