ორეო
ორეო (ინგლ. Oreo) — სენდვიჩის სტილის ორცხობილაა, რომელიც შედგება ორი (ჩვეულებრივ შოკოლადის) ვაფლისგან, რომელთა შორისაც კრემია. ორეო 1912 წელს შეიქმნა, დღესდღეობით კი ყველაზე გაყიდვად ორცხობილების ქსელს წარმოადგენს მთელს ამერიკის შეერთებულ შტატებში.[1]
ორეოს ორცხობილები ხელმისაწვდომია მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში, მათ მოიხსენიებენ ორეოს ორცხობილებად. დროთა განმავლობაში ორცხობილების სხვადასხვა ვერსია შეიქმნა. ასევე შეიქმნა შეზღუდული რაოდენობის სახის ორცხობილებიც.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელი ორეოს წარმოშობა უცნობია, მაგრამ არსებობს მრავალი ჰიპოთეზა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ის მომდინარეობს ფრანგული სიტყვისგან, რაც ქართულად ოქროს ნიშნავს. მეორე ვერსიით სიტყვა ძველბერძნული წარმოშობისაა და მთას ნიშნავს. სხვები თვლიან, რომ ორცხობილას ორეო დაარქვეს, მხოლოდ იმიტომ, რომ სახელი მოკლე და მარტივი გამოსათქმელად იყო.[2] სტელა პარკის ვერსიით ტერმინი ლათინური ორეოდაფნისგან მოდის. ამას უნდა განაპირობებდეს ორცხობილის დიზაინიც, რომელიც დაფნის ფოთლებითაა გაფორმებული.[3]
საერთაშორისო გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ორეოს პოპულარულობა ყველა ქვეყანაში დღითიდღე იზრდება. იზრდება წარმოების რაოდენობაც. ქრაფტ ფუდსის (Kraft Foods) მონაცემებით, ორეო მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ორცხობილაა. 2012 წლის მარტში ჟურნალმა თაიმმა (Time) გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ორეოს ორცხობილები ხელმისაწვდომია 100-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანაში. საერთო ჯამში, დადგენილია, რომ ორეოს ორცხობილების დაარსების დღიდან (1912 წელი) მსოფლიოში 450 მილიარდზე მეტი ორეო იქნა წარმოებული.[4]
ორეოს ორცხობილა პირველად ბრიტანეთში შეიტანეს სუპერმარკეტების ქსელის სეინსბარის (Sainsbury's) საშუალებით.
2011 წელს ორეოს ორცხობილები შევიდა ინდოეთშიც. ამ ინდუსტრიის შემოსავალი ინდოეთში წლიურად 1.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.[5]
პროდუქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2017 წლისთვის მსოფლიოს 18 სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად 40 მილიარდზე მეტი ორეოს ორცხობილა მზადდებოდა.აზიის ბაზრებისთვის ორცხობილა მზადდება ინდოეთში, ინდონეზიასა და ჩინეთში, გამონაკლისია იაპონიის ბაზარი, სადაც ისინი ადგილობრივი წარმოების ბრენდით „იამაზაკი ნაბისკო“ მზადდება. ევროპული ბაზრისთვის ორეო მზადდება ესპანეთში; ის ასევე მზადდება მზადდება რუსეთში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რამდენიმე ქვეყნის მომხმარებლებისთვის. ავსტრალიაში გაყიდული საქონელი მზადდება ინდონეზიაში (ადრე ჩინეთში) ან ესპანეთში, არომატის მიხედვით. კანადაში წარმოებული ვერსია მოიცავს ქოქოსის ზეთს და მხოლოდ ამ რეგიონისთვისაა დამახასიათებელი. 2014 წელს პროდუქციის წარმოება დაიწყო პაკისტანშიც ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეწყობით.
შეზღუდული არომატები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წლიდან ორეომ შეზღუდული არომატების ორცხობილების წარმოება დაიწყო მეტად ეგზოტიკურობისათვის. შეზღუდული არომატების ორეოს მაგალითებია:
დაბადების დღის ტორტი ორეო - შეზღუდული გამოცემა, ხელმისაწვდომია 2012 წლის თებერვლიდან ივლისამდე, ორეოს 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად. შედგება ორეოს ორი შოკოლადის ორცხობილისგან, შიგთავსის არომატი კი დაბადების დღის ტორტისაა. ორცხობილაზე დატანილი წარწერებიდან ერთი საიუბილეო გამოცემასთან დაკავშირებით შეიცვალა და დაბადების დღის სანთლის ფორმა მიიღო, სიტყვებით „OREO 100“. მას შემდეგ, რაც დაბადების დღის ტოროტი ორეო ხელმეორედ დაინერგა, მასზე სპეციალური წარწერა აღარაა გამოსახული. [6]
ნეაპოლიტანური ორეო - გამოვიდა 2012 წელს შეზღუდული დროით, შედგება სამი ოქროსფერი ორეოს ორცხობილისგან, ორმაგი ბუტერბროდით შოკოლადისა და მარწყვის კრემის შიგთავსით. ორეოს ეს ვერსია ნეაპოლიტური ნამცხვრის ინტერპრეტაციით შეიქმნა.
გოგრის სუნელის ორეო - შეზღუდული გამოცემა, რომელიც გამოვიდა 2014 წლის სექტემბერში, შედგება ორი ოქროფერი ორეოს ორცხობილისაგან, რომელთა შიგთავსი გოგრის არომატისაა.
ხილის ხრაშუნა ორეო - შეზღუდული გამოცემა გამოვიდა 2016 წლის ივნისში, რომელიც შედგება ორი ოქროს ორეოს ორცხობილისგან, ხილისა და ფერადი ბრინჯის კრემით.
შვედური თევზის ორეო - გამოვიდა შეზღუდული რაოდენობით 2016 წლის აგვისტოში, შედგება ორი შოკოლადის ორეოს ორცხობილისგან, წითელი კრემის შემავსებელით, რომლის არომატიც ჰგავს წითელი ფერის შვედური თევზის კანფეტს. თავდაპირველად ეს გამოიცა მხოლოდ აშშ-ში, მოგვიანებით კი ყველგან ხელმისაწვდომი გახდა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Toops, Diane (July 1, 2005). "Top 10 Food Brands of 2005" დაარქივებული 2022-07-10 საიტზე Wayback Machine. . www.foodprocessing.com. Retrieved April 6, 2012.
In the enviable position of being the No. 1 selling cookie in America since its introduction in 1912, the Oreo, made by Nabisco, East Hanover, N.J., a brand of Kraft Foods, was a true innovation – two chocolate disks with a crème filling in between.
- ↑ "History of the Oreo Cookie". About. Retrieved October 13, 2014.
- ↑ Parks, Stella (February 5, 2019) [15 August 2017]. "How Oreos Got Their Name: The Rise of an American Icon". Serious Eats. Retrieved March 6, 2019.
- ↑ Grossman, Samantha (March 6, 2012). "100 Years of Oreos: 9 Things You Didn't Know About the Iconic Cookie". Time.
- ↑ "Cadbury enters Indian biscuit market, launches 'Oreo' brand". March 3, 2011 – via The Economic Times.
- ↑ "Product Search Results – Snackworks" დაარქივებული 2020-08-04 საიტზე Wayback Machine. . Snackworks. Retrieved October 13, 2014.